Doctor's Search

ალექსი მახარაშვილი MD. PhD.

ალექსი მახარაშვილი, პლასტიკური ქირურგი

საკონტაქტო ინფორმაცია 
Deamed
კლინიკა “დეამედი” 
  თბილისი, ბერბუკის ქ. N 8 
ტელ.: +995 591 50 90 90 
Viber; Whatsapp: +995 322 25 25 20 
ელ-ფოსტა: info@deamed.ge

დაბადების თარიღი: 28.04.1970

სპეციალობა: ქირურგია

სამეცნიერო წოდება: მედიცინის დოქტორი, პროფესორი

სამუშაო ადგილი/თანამდებობა: კლინიკა “დეამედი”-ს სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლის ხელმძღვანელი.

პროფესიული საქმიანობა:

ქირურგიული გამოცდილება – 25 წელი
თმის ტრანსპლანტოლოციაში – 16 წელი

  • 05.2018 წ. დღემდე – კლინიკა „დეამედი“-ს წამყვანი ქირურგი და სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლის ხელმძღვანელი. თბილისი.
  • 2012 – 03.2018 წწ. – თმის გადანერგვის კლინკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის დირექტორი და წამყვანი ქირურგი. თბილისი.
  • 2009 წლიდან დღემდე – მრავალპროფილური ქირურგიული კლინიკის, «МакаМед»-ის თმის გადანერგვის სპეციალიზრებული განყოფილების პლასტიკური ქირურგი. ქ. მოსკოვი.
  • 2003 – 2009 წწ. – კლინიკა «Медана XXI Век»-ის, თმის გადანერგვის სპეციალიზრებული განყოფილების ხელმძღვანელი, ქირურგი. ქ. მოსკოვი.
  • 1997 – 2012 წწ. – ნ. ბლოხინის სახელობის რუსეთის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის კოლო-პროქტოლოგიის განყოფილების ქირურგი ონკოლოგი. ქ. მოსკოვი.
  • 1994-1996 წწ. – ქ. თბილისის მე-8 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების კლინიკური ორდინატორი.

საზოგადოებირივი / ასოციაციების წევრობა:

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკვალიფიკაციო პროგრამის ხელმძღვანელი სპეციალობაში „თმის აუტოტრანსპლანტაცია“.
  • თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) მოქმედი წევრი (აშშ).
  • საქართველოს თმის ტრანსპლანტოლოგიის და ტრიხოლოგიის ასოციაციის დამფუძნებელი.
  • საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების მოქმედი წევრი.
  • რუსეთის ქირურგთა საზოგადოების მოქმედი წევრი.

დამატებითი ინფორმაცია:

ალექსი მახარაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თმის გადანერგვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში და ზოგადად ამ დარგის განვითარებაში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მან თმის გადანერგვის კლინიკა პირველად 2003 წელს, ქ. მოსკოვში ჩამოაყალიბა (lisine-net.ru), სადაც მოიწვია ამერიკაში მცხოვრები ქართველი პროფესორი თამაზ თამაზაშვილი, რომლის მიერაც იყო დაფუძნებული საქართველოში თმის გადანერგვის პირველი კლინიკა “თალიზი”. სამწუხაროდ თ. თამაზაშვილი მალევე ჩამოშორდა კლინიკურ საქმიანობას და მუშაობა დაიწყო ნიუ-იორკში გვამური დონაციის კომპანიაში, სადაც ის დღესაც წარმატებით მოღვაწეობს. 2005 წელს კი ალექსი მახარაშვილმა საქართველოში დააფუძნა კლინიკა “ჰეალაინი” სადაც მისივე ხელმძღვანელობით დაინერგა თმის გადანერგვის მასშტაბური ოპერაციები FuE (უნაკერო) მეთოდით, გრძელი თმის გადანერგვა, წარბის ულვაშისა და წვერის გადანერგვა, თმის გადანერგვა ნაწიბურებში, თმის გადანერგვა წვერიდან და სხეულის სხვა ნეწილებიდან. იგი არის მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და ორიგინალირი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 

ალექსი მახარაშვილმა არაერთი ექიმი მოამზადა თმის გადანერგვის სფეროში. მისი მოსწავლეები იყვნენ: დეა პაპასკირი, ნოდარი კაკიაშვილი (რუსეთი), ირაკლი ბებიაშვილი (საქართველო), აზერ მელიკოვი (აზერბაიჯანი), პეტარ კოსტოვი (ბულგარეთი), ფატიმა დოევა (რუსეთი), ნინა ფიშერი (გერმანია), ჟალი სულეიმანოვა (აზერბაიჯანი), რადოსტინა პლაჩკოვა (ბულგარეთი), ვასილი ციბერნა (მოლდოვა), ერვანდ მარგარიანი (უკრაინა), ნიდალ მოედი (ისრაელი) და სხვა.

 

მსგავსი ინფორმაცია