Doctor's Search

ალმიბა / ALMIBA

გამოყენების ინსტრუქცია

almiba

120 მლ ხსნარი

შემადგენლობა: 1მლ შეიცავს-აქტიური ნივთიერება: L-კარნიტინი 400 მგ; დამხმარე ნივთიერება: სორბიტოლი, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, არომატიზატორი „წითელი ხილი“.

გამოყენების ჩვენება:

  • ახალშობილთა სამშობიარო ტრავმისა და ასფიქსიის შემდგომი პერიოდი;
  • ახალშობილთა ჰიპოტროფია და ჰიპოტონია;
  • ახალშობილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომი;
  • დღენაკლი ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან პარენტერალურ კვებაზე და ჰემოდიალიზზე;
  • სხეულის მასის დეფიციტი ბავშვებსა და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში;
  • კარნიტინის პირველადი, ან მეორადი დეფიციტი ახალშობილებში, ბავშვებში და მოზრდილებში;
  • კარნიტინის მეორადი დეფიციტი იმ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იმყოფებიან ჰემოდიალიზზე და აქვთ შემდეგი სიმპტომები: გამოხატული, მუდმივი კუნთოვანი სპაზმი, ჩონჩხის კუნთების სისუსტე, მიოპათია, კუნთოვანი მასის შემცირება, არტერიული ჰიპოტენზიის, ანემიის სიმპტომები, რომლებიც არ ექვემდებარებიან მკურნალობას ან ესაჭიროებათ დიდი დოზით ერითროპოეტინები, კარდიომიოპათია;
  • თავის ტვინის სისხლისმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული მოშლა;
  • მიოკარდიუმის მეტაბოლიზმის მოშლა გიდ-ის დროს (სტენოკარდია, ინფარქტისშემდგომი მდგომარეობა);
  • ფიზიკური გამოფიტვა, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში (ანაბოლიკის და ადაპტოგენის სახით). 

გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი:

მხოლოდ შიგნით მისაღებად. დოზირებისთვის გამოიყენება დოზირებული შპრიცი.

დოზირება დამოკიდებულია მეტაბოლიზმის თანდაყოლილი მოშლის ხარისხზე და პაციენტის მდგომარეობის სიმძიმეზე. რეკომენდებული ყოველდღიური დოზა დამოკიდებლია პაციენტის ასაკსა და წონაზე.

0-1 წელი 200-600 მგ.        0,5-1,5 მლ

 

3-7 წელი 1000-1600 მგ.        2,5-4,0 მლ

12 წლის ზემოთ ბავშვებსა და მოზრდილებში რეკომენდირებული დოზა შეადგენს 50-100 მგ/კგ წონაზე;

აუცილებლობის შემთხვევაში კურსი შეიძლება გაიზარდოს 150 მგ/კგ;

სტენოკარდია და პოსტინფარქტული მდგომარეობა-2-6 გრ;

თავის ტვინის სისხლისმიმოქცევის მოშლის ქვემწვავე, ან აღდგენითი პერიოდი, დისცირკულატორული ენცეფალოპათია-1 გრ; მკურნალობის კურსი 1-3 თვე;

ალმიბას დღიური დოზა შეიძლება გაიყოს 2-3 მიღებაზე, ბოლო მიღება სასურველია საღამოს 5 საათამდე.

უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:

შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.

შენახვის პირობები:

ინახება ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 25 °С ტემპერატურაზე, არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

კვებითი და ენერგეტიკული ღირებულება (კალორიულობა) 100 გრ-ზე:

ცილები-2,2 გრ; ნახშირწყლები-1,8 გრ; ცხიმები-0,1 გრ; 31 კკალ/129 კჯ

გამოშვების ფორმა:

120 მლ ხსნარი ფლაკონში, ფლაკონი მუყაოს შეფუთვაში, მზომ შპრიცთან ერთად.

მწარმოებელი:

Miquel Y Garriga S.L., Joaquim Costa, 18 1 a, 08930 MONGAT, Barcelona, Spain
Tel: +93469 22 66
Grand Medical Group AG -ისთვის, Switzerland.