Doctor's Search

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს სირბილის სარგებლიანობა

January 27, 2017 Posted By Vipmed.ge

ამერიკელი მეცნიერების ჯგუფმა გამოავლინა სირბილის რამოდენიმე უპირატესობა ცხოვრების ჯდომით წესთან შედარებით. რეგულარული სირბილის ვარჯიშები დაეხმარება ადამიანს თავიდან აიცილოს არა მხოლოდ  ტკივილი მუხლებში ან სახსრების ანთება, არამედ დადებითად იმოქმედებს თავის ტვინის მუშაობაზე. მკვლევარები ხანგრძლივი დროის მანძილზე აკვირდებოდნენ მამრობითი და მდედრობითი სქესის  18-დან 35 წლის ასაკობრი კატეგორიის წარმომადგენლების ჯანმრთელობას, როგორც ნახევარსაათიან გარბენამდე ისე გარბენის შემდეგ. მოხალისეებს უზომავდნენ იმ ნივთიერებების დონეს, რომლებიც მიუთითებენ მუხლის სითხეში ანთებითი პროცესის მიმდინარეობას და მდებარეობენ სახსრებში. გამოვლინდა, რომ გარბენის შემდეგ ასეთი მაჩვენებლების დონე რამოდენიმეჯერ უფრო დაბალი იყო ვიდრე ამ მონაცემთა მნიშვნელობა გარბენამდე.

ექსპერიმენტის შედეგები ნიშნავს, რომ სირბილს შეუძლია არა მარტო მნიშვნელოვნად შეანელოს მუხლში ხრტილოვანი ქსოვილის დეფორმაციის პროცესი, არამედ გახდეს შესანიშნავი პროფილაქტიკა სახსრების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებისა – როგორიც არის ოსტეოართროზი.

გარდა ამისა, სპორტდარბაზის რეგულარული წვევა, თუნდაც კვირაში ერთხელ, ეხმარება არსებითად შემცირდეს სიკვდილის ნაადრევი დადგომის ალბათობა. დასვენების დღეებში სპორტით დაკავება ამცირებს ლეტალური შედეგის რისკს 30%-ით, ხოლო ისინი ვინც ისარგებლებენ  სატრენაჟორო დარბაზით ყოველდღე – 35%-ით. მსგავსი კვლევები ჩატარდა სიდნეის უნივერსიტეტისა და ჰარვარდის სამედიცინო სკოლის სპეციალისტების მიერ. აგრეთვე გვაცნობებენ, რომ სირბილს შეუძლია ტვინის სხვადასხვა მხარეების კავშირის გაუმჯობესება, და ამის  ფონზე  შემეცნებითი უნარის ამაღლება. ასეთი მტკიცება შედგენილი იყო მრტ-ის შედეგების საფუძველზე, რომელიც ჩაუტარდა ადამიანების ორ ჯგუფს. პირველი ჯგუფი შედგებოდა მორბენალებისგან, ხოლო მეორე – მათგან ვინც ირჩევს ცხოვრების ნაკლებად მოძრავ წესს. მოხალისეთა ასაკი 18-დან 25 წლამდე, ოღონდ, არ ზუსტდება, რატომ მონაწილეობდნენ ექსპერიმენტში მხოლოდ ახალგაზრდები.

წყარო


ასევე იხილეთ: