Doctor's Search

ანა რეხვიაშვილი MD. PhD.

Ana-Rekhviashvili

საკონტაქტო ინფორმაცია 
aladashvili-clinic
ა. ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა 
თბილისი, საქართველო, 0102. დ. უზნაძის ქ N 103 
მობ.: +995 599 39 19 20 
ელ-ფოსტა: anna_rekhviashvili@hotmail.com 
forum
დაბადების თარიღი: 21. 08. 1977 წ.

სპეციალობა: ექიმი – კარდიოლოგი. მედიცინის დოქტორი.

სამეცნიერო წოდება: მედიცინის დოქტორი, პროფესორი.

სამუშაო ადგილი:

  • ექიმი-კარდიოლოგი; არტერიული ჰიპერტენზიის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი. ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკა. მისამართი: უზნაძის ქ. 103. 0102. თბილისი, საქართველო.
  • კარდიოლოგიის მიმართულების რეზიდენტურის პროგრამის ხელმძღვანელი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლი¬ნი¬კური საავადმყოფოს ბაზაზე.
  • პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის შინაგან დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი.
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – შინაგან დაავადებათა III კათედრა, მიწვეული პედაგოგი.

განათლება/ კვალიფიკაცია/ ხარისხი/ სერტიფიცირება:

  • 2016 ევროპის ჰიპერტენზიის სერტიფიცირებული კლინიკური სპეციალისტი.
  • 2009 დისერტაციის დაცვა და მინიჭებული ხარისხი: მედიცინის აკადემიური დოქტორი.
  • 2007-2009 ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მედიცინის ფაკულტეტი. აკად. მ. წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიის ინსტიტუტი.
    დოქტორანტურის კურსი, სპეციალობით “კარდიოლოგია”.
  • 2007 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭო. სახელმწიფო სერტიფიკატი № 006384. ნებადართული სპეციალობა – კარდიოლოგია.
  • 2004-2006 ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მედიცინის ფაკულტეტი. აკად. მ. წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიის ინსტიტუტი. ასპირანტურა სპეციალობით “კარდიოლოგია”.
  • 1995-2002 ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მედიცინის ფაკულტეტი. სპეციალობა: ზოგადი პროფილის ექიმი – მკურნალი. (დიპლომი წარჩინებით AH № 01915). მინიჭებული კვალიფიკაცია – ექიმის.

სამუშაო გამოცდილება:

  • 2011-2012 ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფო. ექიმი-კარდიოლოგი.
  • 2010 მიწვეული მეცნიერ-თანამშრომელი – კონტინუუმის გულის ინსტიტუტი, ბეს იზრაელის სამედიცინო ცენტრი, ალბერტ აინშტაინის სამედიცინო კოლეჯი. ნიუ იორკი, აშშ.
    სამეცნიერო პროექტების მთავარი მკვლევარი კლინიკურ კარდიოლოგიაში. გულის ინსტიტუტი, ბეს იზრაელის სამედიცინო ცენტრი, ალბერტ აინშტაინის სამედიცინო კოლეჯი. ნიუ იორკი, აშშ.
    პრაქტიკული კურსი ალბერტ აინშტაინის სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებთან – “სამეცნიერო კვლევის დაგეგმვა, მართვა, შედეგების ანალიზი, პრეზენტაციის ხელოვნება”. ალბერტ აინშტაინის სამედიცინო კოლეჯი. ნიუ იორკი, აშშ.
  • 2008 -2009 ექიმი-კარდიოლოგი, მ. წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიის ცენტრი. თბილისი, საქართველო.
  • 2007 -2009 კლინიკური პედაგოგი პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმთათვის – “როგორ გამოვიყენოთ მაღალი არტერიული წნევის მართვისა და მკურნალობის გაიდლაინი ყოველდღიურ სამედიცინო კლინიკურ პრაქტიკაში”. საქართველოს არტერიული ჰიპერტენზიის საზოგადოება. არტერიული ჰიპერტენზიის ეროვნული რეკომენდაციის შექმნაზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი.
    კლინიკური პედაგოგი სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგებისათვის – ჯანსაღი ცხოვრების წესი; მარილი და ჰიპერტენზია; ჯანსაღი კვება.
    ტრენერი – ლექციათა კურსი პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმთათვის “ექიმი და პაციენტი – პარტნიორობა დიალოგის გზით”. ადაპტირებული ვერსია ლინუს გაიზლერის ლექციათა კურსისა “Arzt und Patient – Begegnung im Gespräch” by Linus Geisler, 2006.
  • 2003 -2004 უმცროსი ექიმი, კარდიოლოგი, მ. წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიის ცენტრი. თბილისი, საქართველო.

ტრეინინგები:

  • 2015 ევროპის ჰიპერტენზიის საზოგადოების ტრენინგის კურსი არტერიული ჰიპერტენზიის კლინიკური კვლევების დაგეგმვასა და წარმოებაში. პარიზი, საფრანგეთი.
  • 2013 ევროპის ჰიპერტენზიის საზოგადოების “Advanced Course of Hypertension”. სენტ მორიცი, შვეიცარია. (სერტიფიკატი).
  • 2010 ტრეინინგის კურსი კლინიკურ კარდიოლოგიაში. კონტინუუმის გულის ინსტიტუტი, ბეს იზრაელის სამედიცინო ცენტრი. ნიუ იორკი, აშშ. (ცნობა, გაცემული კლინიკის დირექტორის მიერ).
  • 2010 ტრეინინგის კურსი “კვლევაში მონაწილე პირთა პროტექცია”. ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის ექსტრამურული კვლევის ოფისი. ნიუ იორკი, აშშ. სერტიფიკატის № 479077.
  • 2007 ევროპის ჰიპერტენზიის საზოგადოების საზაფხულო სკოლა. ოლიმპია, საბერძნეთი.
  • 2002 ტრეინინგი კარდიოლოგიაში. ინტერვენციული კარდიოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი. მოსკოვი, რუსეთი. (ცნობა, გაცემული კლინიკის დირექტორის მიერ)

პროფესიული საქმიანობა:

  • 2017 მიწვეული პროფესორი. ჰავანას უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ჰავანა, კუბა.
  • 2016 მიწვეული პროფესორი. ამსტერდამის აკადემიური სამედიცინო ცენტრი, ნიდერლანდები.
  • 2015-2018 არტერიული ჰიპერტენზიისა და სისხლძარღვთა კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური დეპარტა¬მენ¬ტის უფროსი. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლი¬ნი-კური საავადმყოფო.
  • 2015-2016 ექიმი-კარდიოლოგი, ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური დეპარტა¬მენ¬ტის უფროსი. შინაგანი დაავადებების მიმართულების კლინიკური მენეჯერი. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლი¬ნი-კური საავადმყოფო.
  • 2013-2015 ექიმი-კარდიოლოგი, ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური დეპარტა¬მენ¬ტის უფროსი. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლი¬ნი¬კური საავადმყოფო.
  • 2011 – 2012 წ. –  ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფო. ექიმი – კარდიოლოგი.
  • 2009 – 2010 წ. – მიწვეული მეცნიერ თანამშრომელი (კლინიკური კარდიოლოგია) – კონტინუუმის გულის ინსტიტუტი, ბეზ ისრაელის სამედიცინო ცენტრი. ალბერტ აინშტაინის სამედიცინო კოლეჯი. (ნიუ იორკი. აშშ).
  • სამეცნიერო პროექტების მთავარი მკვლევარი კლინიკურ კარდიოლოგიაში. კონტინუუმის გულის ინსტიტუტი, ბეზ ისრაელის სამედიცინო ცენტრი. ალბერტ აინშტაინის სამედიცინო კოლეჯი. (ნიუ იორკი. აშშ).
  • პრაქტიკული კურსი თემაზე: „სამეცნიერო კვლევის დაგეგმვა, მართვა, შედეგების ანალიზი, პრეზენტაციის ხელოვნება“. ალბერტ აინშტაინის სამედიცინო კოლეჯი. (ნიუ იორკი აშშ).

პროფესიულ საზოგადოებათა წევრობა:

  • 2018-დან საქართველოს არტერიული ჰიპერტენზიისა და სისხლძარღვთა შემსწავლელი საზოგადოების პრეზიდენტი.
  • 2011-დან საზოგადოება “აზიის პულსი”-სა და კორეის “სისხლძარღვთა კვლევის სამუშაო ჯგუფი”-ს წევრი.
  • 2011-დან ათეროსკლეროზის საერთაშორისო საზოგადოების წევრი.
  • 2011-დან ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ჰიპერტენზიის და ინსულტის საბჭოების წევრი.
  • 2007-დან “მსოფლიო ქმედება მარილი და ჯანმრთელობა” საზოგადოების წევრი.
  • 2007-დან ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი.
  • 2007-დან ამერიკის ჰიპერტენზიის საზოგადოების წევრი.
  • 2007-დან ევროპის ჰიპერტენზიის საზოგადოების წევრი.

მიღებული ჯილდოები:

  • 2012 “საუკეთესო მომხსენებლის პრიზი” – გამარჯვებული კლინიკური მედიცინის სექციაში. ევროპის ჰიპერტენზიის საზოგადოების და კარდიოვასკულური პრევენციის 22-ე შეხვედრა. ლონდონი, ბრიტანეთი.
  • 2008 “საუკეთესო მომხსენებლის პრიზი” – გამარჯვებული არტერიული ჰიპერტენზიის მე-2 საერთაშორისო კონგრესის და საფრანგეთის ჰიპერტენზიის საზოგადოების 28-ე შეხვედრის კლინიკური ჰიპერტენზიის, გენეტიკისა და ენდოკრინოლოგიის სექციაში. პარიზი, საფრანგეთი.
  • 1997 – 2002 ივანე ბერიტაშვილის სახელობის სტიპენდიანტი. ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი. მედიცინის ფაკულტეტი

მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში:
40-მდე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და მომხსენებელი 2007 წლიდან.

სამეცნიერო პუბლიკაციები:
80-ზე მეტი სამეცნიერო გამოქვეყნებული შრომა ნაციონალურ და საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალებში.

უცხო ენები:
ქართული – მშობლიური;
რუსული – თავისუფლად;
ინგლისური – თავისუფლად;
გერმანული – დამაკმაყოფილებლად;

კომპიუტერული უნარჩვევები:
Windows, MSoffice, Internet, Email


მსგავსი ინფორმაცია