Doctor's Search

“არტურ ლაგოვსკი”-ს ვეტერინარული კლინიკა

AL Logoმრავალთა წარმოდგენით იდეალურ ოჯახს არ შეუძლია არსებობა ოთხფეხა მეგობრის გარეშე. რამდენ სიხარულს გვანიჭებს ჩვენი პატარა მეგობარი. ჩვენი მეგობარი რომ გრძნობდეს თავს კომფორტულად და გვახარებდეს, მათ სჭირდებათ არა მარტო სითბო, მზრუნველობა და მოფერება, არამედ სათუთი მოვლა!

არტურ ლაგოვსკის ვეტერინარული კლინიკა არის მრავალპროფილიანი და მზად არის დაგეხმაროთ სათუთ მოვლაში და მკურნალობაში. აქ თქვენ შეგხვდებიან სათანადო მიღებით და აღმოუჩენენ თქვენს ოთხფეხა მეგობარს მაღალკვალიფიციურ მომსახურეობას.

არტურ ლაგოვსკის ვეტერინარული კლინიკა დაარსდა 2012 წელს თებერვალში. მისი დამფუძნებელი გახლავთ ექიმი-ვეტერინარი, კლინიკის მთავარი ქირურგი – არტურ ლაგოვსკი

 

კლინიკის ძირითადი მიმართულება გახლავთ – ქირურგია, ორთოპედია, ტრავმატოლოგია, აბდომინალური ქირურგია.

გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:

  • რენტგენი
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა
  • ქირურგია
  • თერაპია
  • სტაციონარი

კლინიკის წამყვანი სპეციალისტები გახლავთ:

  • არტურ ლაგოვსკი ( მთავარი ქირურგი)
  • ზოია ლაგოვსკაია ( თერაპევტი)
  • ირაკლი ნაღჩემაშვილი ( რენტგენოლოგი)

არტურ ლაგოვსკის ვეტერინარული კლინიკა გისურვებთ ჯანმრთელობას!

საკონტაქტო ინფორმაცია:
არტურ ლაგოვსკის ვეტერინარული კლინიკა
ქ. თბილისი, საქართველო
აფქაიძის ქ. №7 (სპორტის სასახლის უკან)
პირადი მობ.: +995 514 000 189
ელ-ფოსტა: a.lagovski@gmail.com