Doctor's Search

სპეციალისტები მიუახლოვდნენ აუტიზმის სამკურნალო საშუალების შექმნას

January 17, 2017 Posted By Vipmed.ge

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ, ისეთი ინსტრუმენტალური გამოკვლევის მეშვეობით, როგორიც არის ეეგ, გამოვლენილი იქნა ადრე უცნობი ბიომარკერი ბავშვებში დიაგნოზით აუტისტური სპექტრის აშლილობა, რომლებიც იტანჯებოდნენ  Dup15q სინდრომით.

დაავადების ასეთი სახესხვაობის წარმოშობის მიზეზი არის მე-15-ე ქრომოსომის მონაკვეთის გაორება. ეს არის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გენეტიკური ანომალია, რომელიც დაკავშირებულია მსგავს პათოლოგიასთან. კლინიცისტების მიერ უფრო და უფრო ხშირად დგინდება აუტიზმის ფორმირების გენეტიკური ფაქტორები. მაგრამ სპეციფიური რეკომენდაციები ასეთი ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის ამჟამად არ არსებობს.

მეცნიერებმა ჩაატარეს თავის ტვინის ელექტრონული აქტივობის შესწავლა 11 ბავშვი იყო ასეთი სინდრომით, 10 მათი თანატოლი აუტიზმით, მაგრამ სპეციფიური სინდრომის გარეშე და 9  სრულიად ჯანმრთელი ბავშვი. კვლევის Dup15q სინდრომიან მონაწილეებს გამოუვლინდათ დამახასიათებელი თვისება, რომელიც არ აღმოაჩნდათ კვლევის სხვა დანარჩენ მონაწილეებს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლები იმედს ამყარებენ იმაზე, რომ მათი აღმოჩენა დაიკავებს საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს აუტიზმის დიაგნოსტირებისა და თერაპიის ახალი მეთოდიკის შემუშავებაში.

ადრე იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეისწავლეს, მსგავსი დიაგნოზის მქონე პატარებში ტვინის მოქმედების გამოკვლევების მეშვეობით, იმის განსაზღვრა უშველიდათ თუ არა მკურნალობა სკოლამდელი ასაკის ბავშვებს. ჩაუტარდა ანალიზი აუტიზმით დაავადებული ბავშვების თავის ტვინის მრტ-სკანირების შედეგებს, როგორც თერაპიის ჩატარებამდე ისე მის შემდეგ, რომლებზეც გამოვლენილი იყო სამკურნალო მეთოდიკის ეფექტურობა.

თავის ტვინის იმ მიდამოების შესწავლის დროს, რომელიც მონაწილეობს სოციალური მონაცემების დამუშავებაში, კერძოდ ორბიტოფრონტალური ქერქი, მეცნიერებმა შესძლეს მკურნალობაზე პაციენტების რეაქციის პროგნოზირება.

წყარო

 


ასევე იხილეთ: