Doctor's Search

ბეკანტი / Bekant

გამოყენების ინსტრუქცია

Bekant

გამოშვების ორი ფორმა: 30 კაფსულა ბლისტერზე; 125 მლ სუსპენზია

შემადგენლობა:

ერთი კაფსულა შეიცავს-აქტიური ნივთიერება: ბეტა-1,3/1,6-D-გლუკანი 250 მგ; ვიტამინი C-50 მგ; თუთიის გლუკონატი-2,50 მგ; დამხმარე ნივთიერება: მიკროკრისტალური ცელულოზას შემავსებლები, მაგნიუმის სტეარატი.

1 დოზა (5 მლ) შეიცავს-აქტიური ნივთიერება: ბეტა-1,3/1,6-D-გლუკანი 267 მგ; ვიტამინი C-100 მგ; თუთიის გლუკონატი-5 მგ; 1 მლ შეიცავს – აქტიური ნივთიერება: ბეტა-1,3/1,6-D-გლუკანი 53,4 მგ; ვიტამინი C-20 მგ; თუთიის გლუკონატი-1 მგ; დამხმარე ნივთიერებები:მიკროკრისტალური ცელულოზას შემავსებლები, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა; ნატრიუმის ბენზოატი; კალიუმის სორბატი; ლიმონის მჟავა; ვანილის არომატიზატორი; დისტილირებული წყალი.

გამოყენების რეკომენდაცია: გამოიყენება კვების რაციონთან ორგანიზმის გაძლიერების მიზნით (განსაკუთრებით სეზონური, ვირუსული ინფექციებისას და მრდ-ისას) და ანთებითი პროცესების განვითარების საპროფილაქტიკოდ; აგრეთვე იმუნური სისტემის ფუნქციონალური მდგომარეობის ნორმალიზებისათვის, მწვავე და ქრონიკული ინფექციური და ანთებითი მდგომარეობებისას (ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ანთება, მათ შორის ლარინგოფარინგიტი, ბრონქიტი, პნევმონია; უროგენიტალური სისტემის მხრივ: ცისტიტი, პიელონეფრიტი, ვაგინიტი. გენიტალური ჰერპესი, ციტომეგალოვირუსული ინფექცია, ქლამიდიოზი, მიკოპლაზმოზი; სხვა ანთებითი დაავადებები: მორეციდივე ჰერპესი, ქრონიკული ფურუნკულოზი, ნაწლავური ინფექციები; სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის დაავადებები (მათ შორის ვირუსული ჰეპატიტი B და C)).

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზები:

კაფსულა:

ინფექციებისას და ანთებითი პროცესების დროს ინიშნება 2 კაფსულა დღე-ღამეში, ხოლო პროფილაქტიკის მიზნით 1 კაფსულა. კაფსულა უნდა იქნეს მიღებული ჭამამდე 30 წუთით ადრე, ან ჭამის შემდეგ და მიიღება მთლიანად, ½ ჭიქა წყლის მიყოლებით.

სუსპენზია:

5 მლ 2-ჯერ დღეში. გამოყენების წინ აუცილებელია შენჯღრევა. გამოყენების წინ აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. არ შეიძლება მისი გამოყენება სრულფასოვანი და დაბალანსირებული საკვების მაგივრად! არ შეიძლება დოზის გადაჭარბება! გამოყენების სარეკომენდაციო პერიოდია 1 თვე, შემდგომში მის გამოყენებას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად. გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია. არ შეიძლება მისი მიღება დაბალანსირებული საკვების მაგივრად. არ შეიძლება დოზის გადაჭარბება.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები:

ორსულობისას და ძუძუთი კვებისას გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა ალერგიული რეაქციები.

შენახვის პირობები:

ინახება ბნელ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ბიოლოგიურად აქტიური დანამატია, არ მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ელემენტებს.

შენახვის ვადა: 3 წელი

გამოშვების ფორმა:

15 კაფსულა ბლისტერზე, 2 ბლისტერი მუყაოს შეფუთვაში.

120 მლ ხსნარი ფლაკონში, ფლაკონი მუყაოს შეფუთვაში, მზომ შპრიცთან ერთად.

მწარმოებელი (კაფსულა):

Grand Medical Poland Sp. Zo.o. Michaela Faradaya 2,

03-233 Warsaw, Poland Tel.: +48 22 35 00 270, fax +48 22 35 00 277

Grand Medical Group AG -ისთვის, Switzerland.

მწარმოებელი (სუსპენზია):

Miquel Y Garriga S.L., Joaquim Costa, 18 1 a, 08930 MONGAT, Barcelona, Spain,
Tel: +93469 22 66
Grand Medical Group AG -ისთვის, Switzerland.