Doctor's Search

ბროკოლი და ისპანახი აუმჯობესებს მეხსიერებას

December 28, 2016 Posted By Vipmed.ge

ილინოისის კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ბროკოლი და ისპანახი და ასევე კვერცხის გული აუმჯობესებს მეხსიერებას და დადებით ზეგავლენას ახდენს ტვინის ყველა ნაწილზე. სპეციალისტებმა ჩაატარეს ცდები და დაადგინეს, რომ ამ ინგრედიენტებში დიდი რაოდენობითაა ლუთეინის კომპონენტი. ექსპერიმენტის იმ მონაწილეებს, რომლებიც ბროკოლსა და ისპანახს მიირთმევდნენ, აღენიშნათ ამ ელემენტის კონცენტრაციის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, რაც ზემოქმედებს ე. წ. ,,დაკრისტალებულ ინტელექტზე’’. ამ კვლევამ გამოავლინა, რომ ამ ანტიოქსიდანტის ზრდა ხელს უწყობს ადრე მიღებული ცოდნის დაკრისტალებას.

ექსპერიმენტისთვის შეარჩიეს 60 – დან 75 წლამდე ასაკის მოხალისეები. თავიდან ყველა მონაწილემ შეასრულა დავალება ,,დაკრისტალებული ინტელექტის’’ გამოვლენაზე. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გაზომეს ლუთეინის პროცენტი სისხლში და ჩაატარეს MPT. მოხალისეებზე დაკვირვებისას, უნივერსიტეტის სპეციალისტები დაინტერესდნენ ტვინის საფეთქლის წილით, რომელიც პასუხისმგებელია დაკრისტალებულ ინტელექტზე.

ტესტების კვლევისა და შემოწმების შემდეგ, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ლუთეინის მაღალი მაჩვენებლის მქონე ადამიანებს ტესტირებისას მეტი სწორი პასუხი ჰქონდათ დაბალი მაჩვენებლის მქონე მოხალისეებისგან განსხვავებით. გარდა ამისა, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ტესტების უკეთესი შედეგების მქონე მონაწილეებს თავის თვინში მეტი რუხი ნივთიერება ჰქონდათ, რომელიც უშუალოდ ზემოქმედებს დაკრისტალებული ინტელექტის ჩამოყალიბებაზე.

გამოვლინდა რა ექსპერიმენტის დადებითი შედეგები, კლინიცისტებმა განაცხადეს, რომ ეს ანტიოქსიდანტი ამცირებს ანთებით პროცესებს ტვინში და აუმჯობესებს ინფორმაციის გადატანას ნერვული უჯრედების მიერ.

შეგახსენებთ, რომ კოლეგებმა ფლორიდის კვლევითი ცენტრიდან ჩაატარეს მსგავსი ცდები. გამოცდის შედეგად მათ დაადგინეს, რომ ლუთეინი თავიდან აგვაცილებს ასაკობრივ მაკულარულ დეგენერაციას, რაც განაპირობებს მხედველობის გაუარესებას ხანდაზმულებში. მათი მონაცემების მიხედვით, ეს ნივთიერება ეხმარება ადამიანს ახალგაზრდული და ელასტიური კანის შენარჩუნებაში.

წყარო


ასევე იხილეთ: