Doctor's Search

საკეისრო კვეთის პირველი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა 1337 წელს

January 16, 2017 Posted By Vipmed.ge

პირველი საკეისრო კვეთა, რომლის შემდეგაც დედაც და ბავშვიც გადარჩა, დიდი ალბათობით, ჩატარდა პრაღაში 1337 წელს. საკეისრო კვეთის ოპერაციები ადრეც ტარდებოდა, თუმცა ისინი ხშირად დედის სიკვდილით მთავრდებოდა. ეს დაკავშირებული იყო სისხლის დიდ დანაკარგთან, ტკივილთან, სტრესთან ან ჭრილობის ინფიცირებასთან. კიდევ ერთი გავრცელებული მოვლენაა – ბავშვის ამოყვანა ბუნებრივი მშობიარობისას გარდაცვლილი დედის სხეულიდან.

ანტონინ პარიზეკმა, ჩეხეთის კარლოვის უნივერსიტეტიდან, დაადგინა, რომ 1337 წლის თებერვალში სამყაროს მოევლინა ვენცელ I, ლუქსემბურგის ჰერცოგი. ის დაიბადა გრაფ იოან ლუქსემბურგელის და მისი ცოლის ბეატრის ბურბონის ოჯახში.

მეცნიერებმა მიაკვლიეს საარქივო დოკუმენტებს, საიდანაც  გამომდინარეობდა, რომ 17 წლის ბეატრისს მძიმე მშობიარობა ჰქონდა. ექიმებმა, რომლებიც მშობიარობას იღებდნენ, გადაწყვიტეს, რომ ის გარდაიცვალა და ბავშვი უნდა ამოეყვანათ და მოენათლათ.

ბეატრისი ტკივილისგან გონს მოვიდა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ შოკმა,რომელიც მან განიცადა, დაიცვა ბეატრისი ძლიერი სისხლდენისგან და ამან  გადაარჩინა. ის გამოჯანმრთელდა ოპერაციის შემდეგ და კიდევ 46 წელი იცოცხლა. ბეატრისმა ვენცელ პირველის გარდაცვალებიდან კიდევ 16 დღე იცოცხლა. ორივე მათგანი 1383 წლის დეკემბერში გარდაიცვალა.

ადრე თვლიდნენ, რომ წარმატებული საკეისრო შვეიცარიაში 1500 წელს გაკეთდა. იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთ რელიგიურ ტექსტში ისეთ ოპერაციებზეა საუბარი, რომლებიც ჩვენს ერამდე მეორე საუკუნით თარიღდება, პარიზეკი და სხვა მკვლევარები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რასაც იმით ხსნიან, რომ ოპერაციის ჩატარების ფაქტის დოკუმენტური დადასტურება არ არის მიკვლეული.

მასალა მოამზადა ნათია მაისურაძემ (MD).

წყარო


ასევე იხილეთ: