Doctor's Search

GGRC-ს კონფერენცია “უშვილობა 35+”

January 9, 2020 Posted By Vipmed.ge

ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი GGRC –ს ეგიდით და საქართველოს უროლოგთა, მეან-გინეკოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა ასოციაციების მხარდაჭერით 2020 წლის 1თებერვალს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „უშვილობა 35+“.

კონფერენციაზე მსმენელების წინაშე წარსდგებიან რეპროდუქციული მედიცინის დარგში მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ექიმები, ისრაელიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, ასევე ქართველი და უცხოელი ექსპერტები; გაიმართება პროფესორ ვლადისლავ კორსაკისა და ნინო მუსერიძის ერთობლივი წიგნის პრეზენტაცია. მეორე ნაწილი კი სპეციალურად დარეგისტრირებული პირებისათვის დაეთმობა ვორქშოფს ემბრიო-ტრანსფერის შესახებ.

კონფერენციაზე საპატიო სტუმრებად მოწვეული არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, რეპროდუქციული სერვისების მიმწოდებელი კლინიკები და მომიჯნავე პროფილის მედიკოსები.

კონფერენცია აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, კონფერენციის ყველა რეგისტრირებულ მონაწილეს მიენიჭება 6 (I ტიპის) upg ქულა და გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მონაწილეებისათვის

– ადგილმდებარეობა: შერატონ გრანდ მეტეხი პალასი, თბილისი

– თარიღი: 1 თებერვალი, 2020 წელი

– სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური

კონფერენციაზე დასწრების საფასური სიმბოლურია და შეადგენს 10 ლარს, თანხა მთლიანად ირიცხება უშვილო წყვილების დახმარების ფონდში “შენთვის”, თქვენ კი საწევრო გადასახადის ასახვისთანავე გენიჭებათ ფონდის წევრის სტატუსი.

რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ გადახვიდეთ: რეგისტრაცია>>