Doctor's Search

კლინიკა “დეამედი”

ესთეტიკური მედიცინისა და ჯანმრთელობის ცენტრი

Deamed

2018 წლის აპრილში, დეა პაპასკირის ხელმძღვანელობით თბილისში გაიხსნა ახალი, თანამედროვე და პროგრესული კლინიკა „დეამედი“

ესთეტიკური მედიცინის და ჯანმრთელობის ცენტრი „დეამედი“ აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ტექნოლოგიებით. კლინიკაში მუშაობენ დიდი გამოცდილების მქონე კვალიფიციური ექიმები და აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ პაციენტზე კომფორტულ გარემოში პროფესიონალებმა იზრუნონ.

 

დღეისათვის პაციენტებისთვის აღარაა საკმარისი მხოლოდ ხარისხიანი სამედიცინო სერვისი. ჩვენ უზრუნველყოფთ თითოეული პაციენტის მაქსიმალურ კომფორტს, ინდივიდუალურ ყურადღებას და აბსულუტურ კონფიდენციალობას.

ესთეტიკური მედიცინისა და ჯანმრთელობის ცენტრი “დეამედი” გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას:

  • თმის ტრანსპლანტაცია (გადანერგვა);
  • თმის ცვენის დიაგნოსტიკა/მკურნალობა;
  • ქირურგია;
  • ფლებოლოგია (ვენების მკურნალობა);
  • სტომატოლოგია;
  • დერმატოლოგია;
  • დერმატოკოსმეტოლოგია
  • ენდოკრინოლოგია.

ჩვენი კლინიკის ყველაზე დიდი უპირატესობა გახლავთ ის რომ კლინიკაში მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციის და დიდი გამოცდილების მქონე ექიმები, მათ შორის ორი მედიცინის დოქტორი და ერთი პროფესორი. პერსონალს გააჩნია 16 წლიანი გამოცდელება თმის გადანერგვის სფეროში, რაც განაპირობებს პაციენტისთვის სასურველ შედეგს.

სამწუხაროდ დღეს არის მცდელობები, რომ თმის გადანერგვა წარმოაჩინონ როგორც მარტივი, კოსმეტოლოგიური მანიპულაცია, რომლის შესრულებაც თითქოსდა ასისტენტებსაც შეუძლიათ. სინამდვილეში თმის ტრანსპლანტაცია ეს არის ქირურგიული ოპერაცია, თუნდაც მცირეინვაზიური, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ფიზიოლოგიასა და ანატომიაში ჩარევასთან. ამიტომ მას უნდა ასრულებდეს მხოლოდ პროფესიონალი ქირურგი, რომელიც მუდმივად იმაღლებს კვალიფიკაციას.

A Clinic Where Surgeons, Not Technicians, Perform the Surgery

შედეგები:
კლინიკის ექიმები:

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

Deamedკლინიკა “დეამედი”

მის.: თბილისი, ბერბუკის ქ. N 8
ტელ.: +995 591 50 90 90 (Viber; Whatsapp), +995 32 2 25 25 20 

ბათუმი, მელიქიშვილის N 102 ბ
ტელ.: +995 558 50 90 90 

ელ. ფოსტა: info@deamed.ge
ვებ-გვერდი: http://www.deamed.ge/
Facebook: https://www.facebook.com/deamed.ge/