Doctor's Search

კბილის ანტიბაქტერიული იმპლანტი თვითონ ჩაიზრდება ძვალში

January 5, 2017 Posted By Vipmed.ge

პირის ღრუს ინფექციები კბილის იმპლანტების მოცილების მთავარი მიზეზია. ესპანეთში, ბასკეთის უნივერსიტეტის მეცნიერები ბეატრის პალას ხელმძღვანელობით, დაკავებულნი არიან იმპლანტების ახალი საფარის შემუშავებით, რომელიც იმავდროულად ებრძვის ბაქტერიებს და ხელს შეუწყობს ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნას იმპლანტის გარშემო. ამ დროისთვის უკვე შექმნილია სამი სხვადასხვა საფარველი, რომელთაგან ერთ-ერთი უკვე პატენტის მიღების სტადიაზეა.

ბეატრიზ პალამ განაცხადა, რომ დაახლოებით შემთხვევათა 10 %-ში, გვიწევს მოწოდებული კბილის პროტეზების მოცილება ინფექციის ან დარღვევების გამო ოსტეოინტეგრაციის პროცესში. ამგვარად, პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია შევქმნათ ახალი საფარველი, რომელიც დაეხმარება იმპლანტს ყბის ძვალში ინტეგრირებაში და მას ასევე ექნება ანტიბაქტერიული თვისებები – იმის გათვალისწინებით, რომ ბაქტერიები თანდათან გამოიმუშავებენ ასეთი საფარის მიმართ მდგრადობას. მანამდე მეცნიერთა ჯგუფს უკვე შექმნილი ჰქონდა საფარის ნიმუშები, რომლებიც  ეხმარებოდა ძვალს იმპლანტის გარშემო ზრდაში და პროტეზის ფიქსაციაში. მათთვის შემდგომი ნაბიჯი იყო ამ საფარველისთვის აუცილებელი თვისებების მინიჭება, რომელთა მეშვეობითაც ისინი ინფექციასთან ბრძოლას შეძლებდნენ.

ამ პრობლემის გადასაჭრელად მკვლევარებმა გამოიყენეს ზოლ-გელ სინთეზის მეთოდი, რომლის დროსაც ჯერ იქმნება კოლოიდური ხსნარი, რომელშიც წარმოდგენილია ჰიდროქსიდების (ზოლ) ნაწილაკები, ხოლო შემდეგ ამ ხსნარს გელად აქცევენ. ამ პროცესის პრეკურსორი გახდა სილიკონი, რომელიც ცნობილია თავისი ოსტეოინდუქციურობით (მის გარშემო ძვლის ზრდის პროვოცირების უნარით). ბოლო ეტაპზე სპეციალისტებმა გელში ჩაამატეს სხვადასხვა ანტიბაქტერიული აგენტი და შედეგად მიიღეს სამი სხვადასხვა საფარი. ერთ-ერთი მათგანი დამზადდა ინფექციის პროფილაქტიკისთვის ანუ შეიქმნა ისეთი მასალისგან, რომელიც იშლება ხანგრძლივი დროის მანძილზე და თანდათან  ათავისუფლებს ანტიბაქტერიულ ნივთიერებას. კიდევ ერთი – უკვე გამოვლენილი ინფექციის სამკურნალოდ კი პირიქით – დამზადდა სწრაფად დაშლადი მასალისგან. ბოლო საფარველი, რომელზეც ესპანელები ახლა პატენტს იღებენ, გამიზნულია სტომატოლოგიურ კლინიკაში გამოსაყენებლად. მას დაიტანენ იმპლანტის ნაწილზე, სადაც შენიშნულ იქნა ინფექცია, მაგრამ იმპლანტის მოშორების აუცილებლობა არ არის.

ახალი საფარველები ჯერ-ჯერობით არ არის მზად კლინიკურ პრაქტიკაში გამოსაყენებლად – მეცნიერებს კერ კიდევ წინ აქვთ დიდი სამუშაო, სანამ მათი გამოგონების ბაზარზე გატანას შეძლებენ. ჯერ კიდევ ადრეა საუბარი საცდელ, კლინიკურ კვლევებზეც კი.

მასალა მოამზადა ნათია მაისურაძემ (MD).

წყარო


ასევე იხილეთ: