Doctor's Search

დიზურინორმი / Disurinorm

გამოყენების ინსტრუქცია

Disurinorm

250 მლ სუსპენზია

შემადგენლობა: 1 დოზა (10 მლ) შეიცავს-აქტიურ ნივთიერებებს: 9,05გრ ჰიდროლატს მიღებულს 2,25გრ ჭინჭრის ფესვების მშრალი ექსტრაქტისგან (Urtíca dióica); 0,16გრ მცოცავი პალმის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტისგან (Serenoa repens fructus); 0,25გრ ცხენისწაბლას თესლის მშრალი ექსტრაქტისგან (Aesculus hippocastanum dry extract); 0,315გრ გოგრის მშრალი ექსტრაქტისგან (Cucúrbita pеpo dry extract).

1 მლ შეიცავს – აქტიურ ნივთიერებებს: 905მგ ჰიდროლატს მიღებულს 225მგ ჭინჭრის ფესვების მშრალი ექსტრაქტისგან (Urtíca dióica); 16მგ მცოცავი პალმის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტისგან (Serenoa repens fructus); 25 მგ ცხენისწაბლას თესლის მშრალი ექსტრაქტისგან (Aesculus hippocastanum dry extract); 31,5 მგ გოგრის მშრალი ექსტრაქტისგან (Cucúrbita pеpo dry extract).

დამხმარე ნივთიერებები: პოლიეთილენგლიკოლი, ქსანტანის გუმი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ლიმონის მჟავა, ვანილის და თხილის არომატიზატორი, სუკრალოზა, გასუფთავებული წყალი.

გამოყენების რეკომენდაციები: რეკომენდებულია წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომა) I-II სტადიისა და პროსტატიტების დროს შარდის გამოყოფის ისეთი დარღვევების პროფილაქტიკისთვის, როგორიცაა გართულებული, მტკივნეული და ხშირი შარდვა, მათ შორის ღამის პერიოდში, შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება(ნარჩენი შარდის არსებობა), შარდვის გადაულახავი სურვილი.

უკუჩვენება: შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.

გამოყენების წესები და რეკომენდებული დღიური დოზა: 10 მლ 2 ჯერ დღეში. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას!

განსაკუთრებული მითითება: არ გამოიყენება ბავშვებში.

შენახვის პირობები და სხვა ინფორმაცია: ინახება ორიგინალურ შეფუთვაში მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე. არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

გამოშვების ფორმა: 250მლ ხსნარი ფლაკონში. ფლაკონი მუყაოს კოლოფში მზომ ჭიქასთან ერთად.

მწარმოებელი:
Miquel Y Garriga S.L., Joaquim Costa, 181 a, 08930 MONGAT, ბარსელონა, ესპანეთი,
ტელ:+93469  22 66
გრანდ მედიკალ გრუპ  ა.გ-სთვის,  შვეიცარია.