Doctor's Search

“დასაქმების ფორუმი -2018”

November 5, 2018 Posted By Vipmed.ge

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს სტუდენტების და კურსდამთავრებულების დასაქმება და პროფესიული განვითარება. თსსუ–ს ინტერესებშია დამსაქმებელს შევთავაზოთ კონკურენტული და კვალიფიციური კადრები. გვაქვს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური, რომელიც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობს.

სამსახურს ფორმირებული აქვს დასაქმების მსურველი სტუდენტების და კურსდამთავრებულისგან შემდგარი მონაცემთა ბაზა და ვაკანსიების შემთხვევაში მათ სთავაზობს დასაქმებას სხვადასხვა პოზიციებზე.

2018 წლის 16 ნოემბერს 11:00-15:00 სთ-ზე , თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით იგეგმება ,,დასაქმების ფორუმი-2018“, რომელიც გაიმართება თსსუ-ის პირველი კორპუსის ბიბლიოთეკის სივრცეში. თითოეულ მონაწილეს დაეთმობა სპეციალური სივრცე სადაც შესაძლებლობა ექნება განათავსოს ბანერი (ზომები შეთანხმებით) საინფორმაციო ბუკლეტი, ფლაერი და სხვა.

ნებისმიერ კლინიკას, სადაზღვევო და ფარმაცევტულ კომპანიას დაწესებულებაში სხვადასხვა პოზიციებზე ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ ფორუმში, რაც საშუალებას მოგცემთ, როგორც ადგილზე გასაუბრებით ასევე მონაცემების (CV) დატოვებით შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი კანდიდატურა, როგორც მედიცინის, სტომატოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის,ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტების, ასევე რეზიდენტებისა და ლიცენზირებული მედიკოსების სახით.

ფორუმში მონაწილეობა უფასოა, როგორც სამედიცინო დაწესებულებისათვის ასევე დასაქმების მსურველთათვის.

საკონტაქტო ინფორმაცია: mishadiakonidze@tsmu.edu
ტელ: 577551505