Doctor's Search

Elite Surgeons International / ESI

ESI

პირველად ჩვენს რეგიონში – ავსტრალიელი და ევროპელი ქირურგები საქართველოში ჩაატარებენ უნიკალურ ოპერაციებს!

პაციენტების გამგზავრება საზღვარგარეთ საოპერაციოდ აღარ არის საჭირო!

Elite Surgeons International არის უმაღლესი კატეგორიის, პაციენტზე ორიენტირებული ქირურგიული ცენტრი, სადაც მთელი ყურადღება გადატანილია პაციენტზე, მკურნალობის ხარისხზე, ასევე მის კომფორტსა და სიცოცხლის მაღალი ხარისხის შენარჩუნებაზე.

 

პირველად რეგიონში – ექსკლუზიური პროექტი – მოწინავე, დიდი გამოცდილების მქონე ქურურგები ყოველთვიურად ესტუმრებიან ჩვენს ქვეყანას და 1 კვირის განმავლობაში ჩაატარებენ უნიკალურ ოპერაციებს.

World Elite Surgeons-ის ექიმები ჩამოდიან იმისთვის, რომ ჩვენი და მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებმა საერთაშორისო სტანდარტების – განსაკუთრებული, ელიტური, VIP ქირურგიული სერვისები მიიღონ საქართველოში და ამისთვის მათ არ დასჭირდეთ გერმანიაში, ამერიკაში და დასავლეთის სხვა განვითარებულ ქვეყნებში გამგზავრება.

საერთაშორისო სტანდარტების ქირურგიული სერვისები გულისხმობს პაციენტის წინასაოპერაციო მომზადებას, ქირურგიულ ოპერაციას და ოპერაციის შემდგომ ადეკვატურ მოვლასა და რეაბილიტაციას.

ჩვენის მხრივ მათ ვახვედრებთ საქართველოში არსებულ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ კლინიკებს, სადაც გვექნება პაციენტის სრულყოფილი პერიოპერაციული (პრე-, ინტრა- და პოსტოპერაციული) მართვის შესაძლებლობა.

დარწმუნებულნი იყავით, რომ პროფესიონალთა გუნდი უზრუნველყოფს თქვენს ჯანმრთლობას, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და ინფორმაციის კონფიდენციალობას. ჩვენთვის პრიორიტეტულია სამედიცინო სერვისის ხარისხი და გარანტირებული საუკეთესო კლინიკური გამოსავალი.

World Elite Surgeons-ის ექიმების ვიზიტის პერიოდში 1 დღე დაეთმობა საქველმოქმედო ოპერაციებს, როდესაც მოწვეული ქირურგები არ აიღებენ ჰონორარს. საქველმოქმედო ოპერაციები ჩაუტარდებათ მრავალშვილიან დედებს და სოციალურად დაუცველ პაციენტებს.

ჩვენი მისია
ჩვენი მიზნები
რა გზებით ვაღწევთ ამას?
გთავაზობთ შემდეგი სახის ქირურგიულ ოპერაციებს:
ESI-ს დამფუძნებლები

Elite Surgeons International – თქვენი ჯანმრთელობის გარანტი!

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ESIElite Surgeons International / ESI

მიცკევიჩის ქ. 27ბ, 0194 თბილისი, საქართველო
მობ.: +995 595 00 45 59
ვებ-გვერდი: www.elitesurgeonsinternational.com
Facebook: https://www.facebook.com/EliteSurgeonsInternational/