Doctor's Search

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით, აკადემიური და ტექნიკური პერსონალის ძალისხმევით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, 2015 წლის 25 მარტს დაარსდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაღალტექნოლოგიური და მრავალპროფილიანი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, რომლის მთავარ პრიორიტეტად განისაზღვრა სტუდენტთა განათლების დონის ამაღლება, მათთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება და კლინიკური გამოცდილების გაზიარება.

ჩვენი დევიზი – „ტრადიციებით მომავლისკენ,“ სათანადო მაღალი სტანდარტის სამედიცინო და საგანმანათლებლო ბაზის გარეშე, წარმოუდგენელია.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა სამედიცინო ნოვაციების დანერგვის ადგილია. „საუნივერსიტეტო“ – ეს მხოლოდ ჟღერადი ეპითეტი როდია; ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა, რადგან სწორედ აქ ხდება, ერთი მხრივ მომავალი ექიმების ჩამოყალიბება, ხოლო მეორე მხრივ – პაციენტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა მაღალი დონის გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით. ეს ის ადგილია, სადაც ბევრი კლინიკისთვის მომავალი, იდეის დონეზე არსებული ოცნება დღევანდელ რეალობას წარმოადგენს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკაში მზადებას გადის 6 000 – ზე მეტი ქართველი, 2 000 – მდე უცხოელი სტუდენტი და ასობით რეზიდენტი, კლინიკა სრულად არის ადაპტირებული სასწავლო მიზნებისთვის. განთავსებულია 20-მდე კლინიკური დეპარტამენტი/მიმართულება (კათედრა), რომელთა განკარგულებაშია 5 სალექციო აუდიტორია და 70 სასწავლო ოთახი.

თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ორიენტირებულია საერთაშორისო აღიარებული მტკიცებითი მედიცინის სტანდარტებით მომსახურებაზე. ეს არის 145 საწოლზე გაშლილი თანამედროვე, მაღალი სტანდარის სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და სარეაბილიტაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი სტაციონარი, სადაც მოღვაწეობენ საქართველოსა და უცხოეთში აღიარებული პროფესორები, მედიცინის სხვადასხვა სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლები, რომელიც მომავალი სამედიცინო კადრის აღზრდის პარარელურად, მაღალკვალიფიციურ საექიმო მომსახურებას უწევენ საქართველოს მოსახლეობას.

კლინიკა სამედიცინო უნივერსიტეტის ორ ათეულამდე სასწავლო დეპარტამენტის კლინიკური ბაზაა; ეს კი ნიშნავს , რომ აქ მაღალხარისხიანი დიპლომამდელი და დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების მიღების პარარელურად, სტუდენტები და რეზიდენტები ორგანულად არინ ჩართულნი სამედიცინო საქმიანობაში. ასეთი ინტეგრაცია პროფესიული დახელოვნებისკენ მიმავალი საყოველთაოდ აპრობირებული უტყუარი და საიმედო გზაა.

კლინიკაში არის ყველა პირობა თანამედროვე კლინიკური და აკადემიური საქმიანობის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკური, ეპიდემიოლოგიური ინტერდისციპლინური კვლევების შესრულებისათვის, რაც საუნივერსიტეტო განათლების ორგანული კომპონენტია.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას:

  • მიმღები განყოფილება (EMERGENCY)
  • ამბულატორია
  • ლაბორატორია
  • რადიოლოგია და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
  • თერაპია და ინტერვენციული კარდიოლოგია
  • შინაგანი მედიცინა
  • ტრავმატოლოგია-ორთოპედია
  • ოფთალმოლოგია
  • ონკოლოგია
  • ალერგოლოგია
  • ოტორინოლარინგოლოგია
  • ნევროლოგია
  • ზოგადი ქირურგია
  • ნეიროქირურგია
  • ყბა-სახის ქირურგია
  • სისხლძარღვთა ქირურგია
  • უროლოგია
  • პროქტოლოგია
  • ენდოკრინოლოგია
  • მეანობა-გინეკოლოგია
  • კათეტერიზაციის ლაბორატორია
  • სპორტული მედიცინა და რეაბილიტაცია
  • ანესთეზიოლოგია-რეანიმაცია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები გახლავთ:


საკონტაქტო ინფორმაცია

pirveli clinika

თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
0141 თბილისი, საქართველო. გუდამაყრის ქ. 4
ტელ.: +995 322 61 01 01; +595 74 64 40
ელ. ფოსტა: 1clinic.tsmu@gmail.com
ვებ-გვერდი: http://tsmuclinic.ge/
Facebook: https://www.facebook.com/TSMUclinic/