Doctor's Search

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად თეთრი ხალათების საპროტესტო აქცია

November 18, 2019 Posted By Vipmed.ge

სამედიცინო ინტერნეტ პორტალი VIPMED.GE უერთდება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ აქციას.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად „თეთრი ხალათების ” აქცია თბილისსა და საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გაიმართა.

მთელი საქართველოს მასშტაბით, ექიმებმა მდუმარე აქციით სოლიდარობა გამოუცხადეს ქართველ ექიმს და საოკუპაციო ძალების მიერ მისი უკანონოდ დაკავება გააპროტესტეს.

9 ნოემბერს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა, ვაჟა გაფრინდაშვილი, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს და ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

აღშფოთებას გამოვთქვამთ ექიმის უკანონი დაკავების გამო, რომელიც პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა და სოლიდარობას ვუცხადებთ მას. ვუერთდებით  სამშვიდობო „თეთრი ხალათების” აქციას და მოვითხოვთ ჩვენი კოლეგის გათავისუფლებას, რომელიც უსამართლოდაა დაკავებული.

სამედიცინო ინტერნეტ პორტალი VIPMED.GE ადმინისტრაცია.