Doctor's Search

გიორგი ჩახუნაშვილი MD. PhD. D.Sc

Giorgi Chakhunashvili

საკონტაქტო ინფორმაცია
cicishvili
ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა
ქ. თბილისი, საქართველო. ლუბლიანას ქ. 21
ტელ.: +995 322 24 70 401
მობ.: +995 593–33–71–54
ელ-ფოსტა: euscigeo@yahoo.com
forum
ინტერვიუ ექიმთან

Chakhunashvili-Interview

დაბადების თარიღი: 07.06.1954 წ.

სპეციალობა: პედიატრია, ბავშვთა კარდიოლოგია-რევმატოლოგია.

სამეცნიერო წოდება/თანამდებობა:
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიათა აკადემიკოსი.

  • ი. ციციშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის სამედიცინო დახმარების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურის პროგრამ – დირექტორი ბ/კარდიოლოგია-რევმატოლოგიაში.
  • საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნები მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.
  • საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.
  • ევრომეცნიერების საქართველოს ეროვნული სექციის თავმჯდომარე (სტრასბურგი-საფრანგეთი).

განათლება:

  • 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი.
  • 1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მინიჭებით;
  • 1992 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი;
  • 1993 წელს აირჩიეს თსსუ პედიატრიული კათედრის დოცენტად; (მიენიჭა დოცენტის წოდება).
  • 1996 წლიდან 2007 წლამდე იყო თსსუ პედიატრიაში სპეციალიზაციის კათედრის პროფესორი; (1999 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება)
  • 2009-2013 -IB Euro-Caucasian University-ს სრული პოფესორი
  • 2009 – დღემდე, საქართველოს კრიტიკული მედიცინი ინტიტუტის სრული პოფესორი.

 სამუშაო გამოცდილება:

  • 2017 – დღემდე თსსუ-ის “კლინიკის პროფესორი
  • 2016 – დღემდე შპს GGMC-ის დირექტორი
  • 2015 – დღემდე შპს №2 პედიატრიული კლინიკის დირექტორი
  • 2013 – დღემდე შ პ ს „ბაზი“–ის დირექტორის მოადგილე
  • 2011-2016 წწ – ი. ციციშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის სამედიცინო დახმარების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ხოლო დღემდე კონსულტანტი სპეციალობებში -პედიატრია. ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგია.
  • 2006 წლიდან-დღემდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურის პროგრამ – დირექტორი ბ/კარდიოლოგია-რევმატოლოგიაში.
  • 2009-2011 შ.პ.ს გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის დირექტორის მოადგილე.
  • 1997-2009 წწ – თსსუ პედიატრიული კლინიკის დირექტორის მოადგილე;
  • 1996-2006 წწ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიაში სპეციალიზაციის კათედრის პროფესორი;
  • 1993-1996 წწ – თსსუ პედიატრიული კათედრის დოცენტი;
  • 1981-1993 წწ – თსსი პედიატრიის N1 კათედრის ასისტენტი.

ამასთან ერთად:

  • 2008 წლიდან ევრომეცნიერების საქართველოს სექციის თავმჯდომარე;
  • 2006-2008წ საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, ხოლო 2008 წლიდან ვიცე-პრეზიდენტი;
  • საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, 2013 წლიდან ვიცე-პრეზიდენტი;
  • 2009 წლიდან საქართველოს პედიატრთა აკადემიის საბჭოს მდივანი;
  • 2003 წელს კი საქართველოს პედიატრთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი;
  • 1992 წლიდან საქართველოს ,,ბავშვთა კარდიოლოგთა’’ ასოციაციის პრეზიდენტი;
  • 2003 წლიდან სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის პრეზიდენტი, რომლის საქველმოქმედო აქციებშიც საქართველოში 1998-2013 წ.წ. გაისინჯა 97 ათასზე მეტი ბავშვი;
  • 2002 წელს არჩეული იქნა ქ. თბილისის მთავარ პედიატრად;
  • 2009 წლიდან ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მეცნიერებათა მსოფლიო აკადემიის ექსპერტთა საბჭოს წევრი;
  • 2005 წლის 1 ივნისიდან OGASH-ის აკადემიის აკადემიკოსი.
  • 2006 წლიდან ინტერკონტინენტალები მედიკო-სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის IAMSS-ის აკადემიკოსი;
  • მსოფლიო OGASH-ის ხელმძღვანელი ჯგუფის წევრ კორესპონდენტი;
  •  OGASH-ის საერთაშორისო ექსპერტი;
  • საქართველოს ეკონომიკური აღორძინების კავშირის წევრი;
  • ევრომეცნიერების წევრი;
  • საერთაშორისო კარდიო-რევმატოლოგთა საზოგადოების წევრი;
  • საქართველოს საერთაშორისო კარდიომიოპათიის საზოგადოების გამგეობის წევრი;
  • ევროპის ბავშვთა კარდიოლოგიის საზოგადოების წევრი;
  • ევროპის კარდიოლოგიის საზოგადოების წევრი;
  • საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული საქართველოს სამეცნიერო ინტელექტუალური საბჭოს წევრი;
  • ასოციაცია ჰარმონიას თანადამფუძნებელი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის სათათბირო ორგანოს   საზოგადოებრივი საბჭოს წევრი;
  • 1994 წ.წ.-დღემდე თსსუ სადისერტაციო საბჭოების წევრი: კარდიოლოგია, რევმატოლოგია, პედიატრია, მეან-გინეკოლოგია, რეაბილიტაცია, კურორტოლოგია. (1997 -1999 წ.წ.-ში გრიფით “პედიატრია” – სწავლული მდივანი, 1998 წლიდან დღემდე გაზეთ “სოციალური პედიატრია” და სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალ “სოციალური, ეკოლოგიური და კლინიკური პედიატრია”-Social, Ecological & Clinical Pediatrics Journal of the Georgian Foundation of Social Pediatry ISSN 1987-9865 – დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი;
  • 2007 წლიდან დღემდე სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალ “ბავშვთა კარდიოლოგიის” – Pediatric Cardiology Journal of the Georgian Pediatric Cardiology Association ISSN 1987-9857 – დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი;
  • 2007 წლიდან საერთაშორისო ფონდის “უსაფრთხოება და ბავშვი” პრეზიდენტი (ოფისებით თბილისში (საქართველო) და ნიუორკში (ა.შ.შ.));
  • 2008 წლიდან საერთაშორისო ფონდის “CODATA”- საქართველოს სექციის სამედიცინო დეპარტამენტის თავმჯდომარე;
  • 2009 წლიდან ევრომეცნიერების საქართველოს სექციის მედიცინისა და სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე;
  • 2009 წლიდან პროგრამების FP7 - CORDIS  ექსპერტი.

დახელოვნებისა და კვალიფიკაციის კურსები:

უკრაინაში (კიევი), რუსეთში (მოსკოვი, ვოლგოგრადი, როსტოვი), შვეიცარიაში (ჟენევა), შვედეთი (სტოქჰოლმი), გაერთიანებულ სამეფოში (ბირმინგემი), ა.შ.შ.(ოლბანი, ბოსტონი), თურქეთში (ანკარა), საბერძნეთში (ათენი), საქართველო-ა.შ.შ.(თბილისი).

სამეცნიერო ინტერესების სფერო:

გულ-სისხძარღვთა სისტემის განვითარების ფიზიოლოგია, კერძოდ:
ბავშვთა და მოზარდთა გულ-სისხძარღვთა სისტემის ფიზიოლოგიური თავისებურებები ნორმისა და პათოლოგიათა დროს, ჰიპერტენზიათა და ათეროსკლეროზის პრობლემა, ქართული სამკურნალო პრეპარატები და მათი მოქმედების მექანიზმები, სპორტსმენთა ფიზიკური განვითარების ნორმატივები,რევმატოლოგია,იმუნოლოგია,გერონტოლოგია,გერიატრია,ვალეოლოგია, სანოლოგია, ასევე კლინიკურ-ეპიდემიოლოგიური კვლევები, მათემატიკური მეთოდების გამოყენება ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის პრობლემატიკის განხილვისას.
აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ მეცნიერებთან რომელთა რიგებშია: შვეიცარია, იტალია, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, ა.შ.შ., ჩეხეთი, საბერძნეთი, ესტონეთი, უკრაინა, ავსტრია და ა.შ.

სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა:
50-ზე მეტი საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა – როგორც წესი, ორგანიზატორის, სექციის თავმჯდომარის ან მომხსენებლის როლში.
საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარისა ან პრეზიდენტის რანგში ჩატარებულია ადგილობრივი და საერთაშორისო 28 კონფერენცია და 19 სიმპოზიუმი.

პატენტები და სალიცენზიო მოწმობები:
16 საქპატენტის საავტორო უფლება

მიღებული ჯილდოები:

  • 2009 წ. “Top 100 Educatores-2009″
  • 2012 წ. “ღირსების ორდენი”
  • 2017 წ. “2017 წლის რჩეული საქართველოში”

პუბლიკაცია:
გახლავთ მრავალი წიგნის, კრებულის, ჟურნალის რედაქტორი, რედკოლეგიის წევრი.

საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობა და მონაწილეობა:
ჯამში 28 მათ შორის: პროექტის ხელმძღვანელობა-18(8 საერთაშორისო), მონაწილე -10.

ენების ცოდნა:
ქართული – მშობლიური
რუსული – სრულყოფილად
ინგლისური – კარგად

დამატებითი ინფორმაცია: www.sppf.info


მსგავსი ინფორმაცია