Doctor's Search

გალაქტიონ მახვილაძის დენტალური იმპლანტოლოგიის ცენტრი

gala dent

დენტალური იმპლანტოლოგია სტომატოლოგიის ყველაზე პოპულარული და სწრაფად მზარდი მიმართულებაა. აქტიურად მუშაობა ამ დარგში, როგორც პრაქტიკული, ასევე მეცნიერული კვლევების თვალსაზრისით, სათავეს მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს. შვედი მეცნიერი, ექიმი ორთოპედი პერ ინგვარ ბრანემარკი ცდებს ატარებდა ბოცვრებზე, როცა აღმოაჩინა, რომ ტიტანისგან დამზადებული კონსტრუქციის მარტივად ამოღება ბოცვრების ბარძაყის ძვლიდან, რამდენიმე ხნის შემდეგ შეუძლებებლი გახდა. ამ პროცესს მან „ოსტეოინტეგრაცია“ უწოდა და სწორედ ამის შემდეგ დაედო საფუძველი თანამედროვე იმპლანტოლოგიას. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება სხვადახვა კვლევები. დღეისათვის ცნობილია რამდენიმე ასეული კომპანია,რომლებიც დენტალური იმპლანტებს აწარმოებენ.

 საქართველოში პირველი ოპერაციები დენტალურ იმპლანტაციაში გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ჩატარდა. მეორე ათწლეულია, რაც განსაკუთრებით გააქტიურდა ამ მიმართულებით მუშაობა. მნიშვნელოვნად გაიზარდა, როგორც ამ დარგში მომუშავე სპეციალისტების, ასევე ქვეყანაში იმპლანტის მწარმოებელი ფირმების და მათი ოფიციალური წარმომადგენლობების რაოდენობა.

თავისთავად დენტალური იმპლანტოლოგია, ხშირად აღიქმება, როგორც დამოუკიდებელი ქირურგიული მანიპულაცია. სწორედ ამიტომ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იმპლანტის მოთავსება ადამიანის ყბის ძვალში-რასაც იმპლანტაციის ოპერაცია წარმოადგენს, არის მხოლოდ ორთოპედიული სტომატოლოგიის ქირურგიული ეტაპი და არავითარ შემთხვევაში პირიქით!!!

10974464_663504397104834_6173470110452628859_o სრულად წარმოუდგენელია, რომ სტომატოლოგიის რომელიმე მიმართულებამ დამოუკიდებლად იარსებოს სხვა მომიჯნავე დარგის გარეშე. პაციენტების ნებისმიერი პრობლემის მოგვარებისათვის ყოველთვის საჭიროა ყველა მიმართულების სტომატოლოგის ჩართვა. ჰიგიენისტები, სტომატოლოგი თერაპევტები, ორთოდონტები, ქირურგები, ორთოპედები, იმპლანტოლოგები, პაროდონტოლოგები თანაბარი მნიშვნელობითაა აუცილებელი არამარტო საქმის შესასრულებლად, არამედ მკურნალობის დაგეგმვის პროცესში, რათა პაციენტებმა მიიღონ არა მხოლოდ პრობლემის ნაწილობრივი მოგვარება, არამედ სრულფასოვანი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება ხანგრძლივად გარანტირებული შედეგებით.

10996138_666858170102790_3008584459968004645_n

სწორედ, ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა კლინიკა, რომელიც ამ პრინციპით მიუდგებოდა ყველა საქმეს. ვინაიდან ჩემი პირადი საქმიანობა დენტალური იმპლანტოლოგიაა, ცენტრსაც ეს სახელი დავარქვით. თუმცა, პაციენტებს სტომატოლოგიური მკურნალობის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

10442496_663955283726412_4833124016054530516_n

ამისათვის, კლინიკა დაკომპლექტებულია კვალიფიციური ექიმებით და უმაღლესი სტანდარტის სტომატოლოგიური მასალებით.

ძირითადი აქცენტი გადატანილი გვაქვს  ხარისხზე, რაშიც ჩვენთან მოსულ პაციენტებს თავადვე შეუძლიათ დარწმუნდნენ.

ჩვენი კლინიკის ექიმები გახლავთ:

 

პატივისცემით,
გალაქტიონ მახვილაძე
ცენტრის ხელმძღვანელი
ყბა-სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
“გალაქტიონ მახვილაძის დენტალური იმპლანტოლოგიის ცენტრი”.
სულხან ცინცაძის ქ. N 73 (ყოფილი საბურთალოს ქუჩა)
თბილისი, საქართველო
მობ.: 597 26 87 87, 599 56 89 07.
ელ-ფოსტა: gala_dent@yahoo.com