Doctor's Search

სამხრეთ კორეაში გამოიგონეს ნაბახუსევის ნაყინი

January 8, 2017 Posted By Vipmed.ge

სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შემოგვთავაზეს ნაბახუსევთან ,,მებრძოლი’’ ნაყინი, რომელიც შესაძლოა ყველაზე სასიამოვნო აღმოჩნდეს არსებულ ვარიანტებს შორის. მათ შექმნეს ნაყინი Gyeondio – bar. გრეიფრუტის გემოს მქონე ეს დესერტი უკვე გაყიდვაშია.

ნაყინის მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ ის ნამდვილად გვეხმარება ნაბახუსევთან ბრძოლაში. მის შემადგენლობაში შედის ,,გოვენიის’’ წვენი, რომელიც ასევე ცნობილია ,,კანფეტის ხის’’ სახელწოდებით. კანფეტის ხის წვენი ოდითგანვე გამოიყენება კორეულ მედიცინაში სწორედ იმ არასასიამოვნო სიმპტომების მოსაცილებლად, რომლებიც დაკავშირებულია სპირტიანი სასმელის დიდი რაოდენობით მოხმარებასთან.

2012 წელს, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ამპელოფრინის შეყვანა, რომელიც არის კანფეტის ხის მცენარეულ ექსტრაქტში არსებული, მოქმედი ნივთიერება, თრობას აქრობდა ვირთაგვებში. ნაყინი ,,გიეონდიო – ბარი’’ შეიცავს 0,7% გოვენიის ექსტრაქტს. ჯერ-ჯერობით ნაყინი იყოდება მხოლოდ სამხრეთ კორეაში და სხვა ქვეყნებში მისი მიწოდება არ ხდება.

მეცნიერები სულ უფრო ხშირად მიმართავენ უძველეს რეცეპტებს. პაპირუსებში, რომლებიც აღმოჩენილ იქნა 100 წლის წინ, მათ შეძლეს ნაბახუსევის წამლის აღმოჩენა. უცნობია, რამდენად ეფექტური იყო ეს მეთოდი, მაგრამ ძველი ბერძნები სთავაზობდნენ ადამიანებს, რომლებიც ნაბახუსევის შედეგებით იტანჯებოდნენ, ყელზე ეტარებინათ ალექსანდრიის ლავრის ფოთლებისგან მოწნული გვირგვინი.

მასალა მოამზადა ნათია მაისურაძემ (MD).

წყარო


ასევე იხილეთ: