Doctor's Search

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი

head001

ჩვენი სავიზიტო ბარათი – პროფესიონალიზმია!

✔ მაღალკვალიფიციური და კეთილგანწყობილი სამედიცინო პერსონალი
✔ მაღალი დონის მომსახურება
✔ სასიამოვნო გარემო
✔ ლაბორატორიული და ფუნქციურ-დიაგნოსტიკური კვლევის სრული სპექტრი
✔ მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტები და უახლესი მეთოები.

 

 

ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა – სიცოცხლის გადარჩენის რეალური შანსია. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა ჩაიტაროთ კონსულტაციები უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტებთან – მამოლოგიური, თორაკალური, თავ-კისრის, აბდომინური, პროქტოლოგიური, უროლოგიური, გინეკოლოგიური, კანისა და რბილი ქსოვილების პათოლოგიის დროს, მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია დაავადების მკურნალობის უახლესი მეთოდების შესახებ, ექიმთან ერთად განსაზღვროთ და დაგეგმოთ მკურნალობის ეტაპები.

კლინიკაში პირველი ვიზიტისთანავე პაციენტი ექცევა მომსახურე პერსონალის მუდმივი ყურადღების ცენტრში, კომფორტულ, კეთილგანწყობილ და მეგობრულ გარემოში.
ჩვენ გვყავს მაღალკვალიფიციური ექთნების და ასისტენტების გუნდი, რომელებიც დაუღალავად ზრუნავს თქვენს კეთილდღეობაზე.

ჩვენ გვაქვს ამბიცია ვიყოთ ლიდერები ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დარგში. გვაქვს შესაძლებლობა შევთავაზოთ პაციენტებს ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის მოწინავე სერვისები. მუდმივად ვაუმჯობესებთ მომსახურების დონეს. მუდმივად ვზრუნავთ პაციენტის ინტერესებზე და ჩვენს ავტორიტეტზე.

ჩვენ გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას:
✔ ონკოლოგია-ონკოქირურგია
✔ მამოლოგია
✔ ონკო-გინეკოლოგია
✔ თავისა და კისრის ქირურგია
✔ ენდოსკოპიური ქირურგია და გინეკოლოგია
✔ ზოგადი ქირურგია
✔ უროლოგია
✔ ქიმიოთერაპია
✔ ამბულატორიული მომსახურება
✔ კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)
✔ ექოსკოპია
✔ რენტგენოლოგია
✔ ენდოსკოპია
✔ მამოგრაფია
✔ ლაბორატორია
✔ ციტოლოგია

ჩვენი კლინიკის სპეციალისტები გახლავთ:

საკონტაქტო ინფორმაცია:

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი
თბილისი, 0159 საქართველო.
დიღმის მასივი, ლუბლიანას ქ. 5
(ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო III სართ.)
ტელ.: +995 322 516 800
ელ.ფოსტა: oncology@ico.ge