Doctor's Search

ჯანმო-მ გამოაქვეყნა დაავადებათა ახალი საერთაშორისო კლასიფიკაცია

June 19, 2018 Posted By Vipmed.ge

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) გამოუშვა დაავადებათა ახალი საერთაშორისო კლასიფიკაცია (დსკ-11).

დსკ შეიცავს ტრავმების, დაავადებებისა და სიკვდილის მიზეზების დაახლოებით 55 000 უნიკალურ კოდს. ასეთი კლასიფიკაცია ქმნის საერთო ენას მთელი მსოფლიოს მედიკოსებისთვის, საშუალებას აძლევს რა სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს გაუზიარონ ერთმანეთს სამედიცინო ინფორმაცია.

„დსკ წარმოადგენს ჯანმო-ის სიამაყის განსაკუთრებულ საგანს. ის საშუალებას გვაძლევს უკეთესად გავიგოთ დაავადებებისა და სიკვდილის მიზეზები, აგრეთვე, მივიღოთ განსაზღვრული ზომები იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ადამიანების ტანჯვა და გადავარჩინოთ მათი სიცოცხლე“. – ამბობს დოქტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი (Tedros Adhanom Ghebreyesus), ჯანმო-ს გენერალური დირექტორი.

დსკ-11 მუშავდებოდა ათზე მეტი წლის განმავლობაში. დსკ-ს განახლებული ვერსია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია წინა ვერსიებთან შედარებით. ის პირველადაა წარმოდგენილი სრულად ელექტრონული სახით და გააჩნია გაცილებით უფრო მოხერხებული ფორმატი. მის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდა ჯანდაცვის სფეროს მრავალი მუშაკი, რომლებმაც კონფერენციაზე წარმოადგინეს თავიანთი წინადადებები. მთლიანობაში კი დსკ-ს ჯგუფმა ჯანმო-ს შტაბ-ბინაში მიიღო 10 000-ზე მეტი წინადადება განსაზღვრული დებულებების გადახედვის შესახებ.

დსკ-11 წარმოდგენილი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ანსამბლეაზე (World Health Assembly), რომელიც შედგება 2019 წლის მაისში, ჯანმო-ს წევრი-სახელმწიფოების მიერ მისაღებად და ძალაში შევა 2022 წლის იანვარში. ამჟამად ეს ვერსია ქვეყნდება წინასწარ გასაცნობად, რამაც საშუალება უნდა მისცეს მონაწილე-ქვეყნებს შეადგინონ თავიანთი გეგმები ახალი ვერსიის გამოყენებაზე, მოამზადონ მათი თარგმანები და შეასწავლონ ისინი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს მთელ ქვეყანაში.

დსკ, აგრეთვე, გამოიყენება სადაზღვევო კომპანიების მიერ, რადგან კომპენსაციის ოდენობები დამოკიდებულია დსკ-ს კოდზე. გარდა ამისა, დსკ-ს იყენებენ ჯანდაცვის ეროვნული პროგრამების ხელმძღვანელები; სპეციალისტები მონაცემების შეგროვების დსრგში, აგრეთვე, სპეციალისტები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ პროგრესს გლობალური ჯანდაცბის დარგში და რომლებიც განსაზღვრავენ რესურსების განაწილებას ჯანდაცვის სისტემისთვის.

ახალი ვერსია (დსკ-11), აგრეთვე, ასახავს პროგრესს მედიცინაში და მეცნიერულ მიღწევებს. მაგალითად, კოდები, რომლებიც მიეკუთვნებიან მდგრადობას ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი, მეტწილად შეესაბამებიან ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი მდგრადობაზე ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის გლობალურ სისტემას (GLASS).

დსკ-11, აგრეთვე, დაგვეხმარება ჯანდაცვის სფეროში უსაფრთხოების შესახებ მონაცემების უკეთეს შეგროვებაში, ხოლო ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია განვსაზღვროთ და შევამციროთ ზოგიერთი ფაქტორის, რომელიც ზემოქმედებს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, – მაგალითად, საავადმყოფოებში მუშაობის ორგანიზაციის ზოგიერთი პოტენციურად საშიში სახის გავლენა.

ახალი დსკ, აგრეთვე, მოიცავს ახალ თავებს, რომლებიც მიეძღვნა ტრადიციულ მედიცინას: მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში იყენებს ტრადიციულ მედიცინას, ის დღემდე არ ყოფილა კლასიფიცირებული ამ სისტემაში. კიდევ ერთი ახალი თავი – სექსუალური სიჯანსაღის შესახებ – აერთიანებს მოშლილობებს, რომლებიც ადრე კლასიფიცირებული იყვნენ სხვა ხერხებით (მაგალითად, გენდერული შეუსაბამობა ადრე ითვლებოდა ფსიქიკურ მოშლილობად) ან სხვაგვარად იყვნენ აღწერილი. კარში შეჩვევის გამომწვევი მოშლილობების შესახებ დამატებულია ისეთი მოშლილობა, როგორიცაა თამაშომანია.

„საკვანძო პრინციპს კოდების გადახედვის დროს წარმოადგენდა კოდირების სტრუქტურისა და ელექტრონული ინსტრუმენტარიუმის გამარტივება, რაც გაუადვილებს ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტებს მოშლილობების რეგისტრაციას“, – ამბობს დოქტორი რობერტ იაკობი (Robert Jakob), ჯანმო-ს ტერმინოლოგიისა და კლასიფიკაციის სტანდარტების ჯგუფის ხელმძღვანელი.

დოქტორი ლუბნა ალანსარი (Lubna Alansari), ჯანმო-ს გენერალური დირექტორის დამხმარე ჯანდაცვის სისტემის მაჩვენებლების გაზომვის დარგში, ამბობს, რომ დსკ წარმოადგენს სამედიცინო ინფორმაციის ქვაკუთხედს, ხოლო დსკ-11 წარმოგვიდგენს დაავადებების შესახებ წარმოდგენების განახლებულ ვერსიას.

 წყარო: http://www.who.int/