ჯალალიშვილი გია – ექიმი ტრავმატოლოგი

ჯალალიშვილი გია – ექიმი ტრავმატოლოგი  ჯალალიშვილი გია – ექიმი ტრავმატოლოგი

დაბადების თარიღი:
24.03.1963

სპეციალობა:
მტევნისა და ტერფის ქირურგი – ორთოპედ – ტრავმატოლოგი.

სამეცნიერო წოდება/ანამდებობა:
მტევნისა და ტერფის ქირურგიის სექტორის ხელმძღვანელი.

სამუშაო ადგილი:
“ტატიშვილის” კლინიკა, კლინიკა “მედიქლაბ ჯორჯია”, კლინიკა “იუნონა”, “ავერსის” კლინიკა, “PSP–ს ნიუ ჰოსპიტალი”, “მედულა”, თბილისი ონკოლოგიური დისპანსერი, დიაგნოსტიკური სერვისი “ევრომედი”, “ჯეოჰოსპიტალს – მარტინ დ. აბელოფის” ლაბორატორია.

ანათლება:
1984 –1989 წ.წ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

დიპლომისშემდგომი განათლება:
სტაჟირება: ანკარაში, ბუქარესტში

სერტიფიკატები: 
სახელმწიფო სერტიფიკატი ტრავმატოლოგია– ორთოპედიაში 30.08.2001
Certificate of AO Foundation Education in AO Trauma Intramedullary Nailing Seminar – 26-27.09.2009, Tbilisi Georgia;
Certificate of training in “Hand and Foot Surgery”, , 12.06.2010, Ministry of Health, Republic of Turkey;
Contributions Course Certificate in AO Trauma Course – Principles in Operative Fracture Management, 26.09.2010, Tbilisi Georgia;
Certificate of EACCME (European Accreditation Council for Continuing Medical Education) in AO Trauma Course – Principles in Operative Fracture Management 27.09.2010, Tbilisi, Georgia;
Certificate of AO Trauma in AO Trauma Course – Management of Fractures of the Hand and Wrist 09.11.2010; Bucharest, Romania;
Certificate of EACCME (European Accreditation Council for Continuing Medical Education) in AO Trauma Course – Management of Fractures of the Hand and Wrist, 09.11.2010, Bucharest, Romania.

პუბლიკაციები:
5 გამოგონების ავტორი, 12 დაბეჭდილი შრომის ავტორი

იმ დაავადებებისა და დაზიანებების ჩამონათვალი, რომელთა მკურნალობა ხდება გია ჯალალიშვილის მიერ:
1. ოპერაციის შემდგომი პერიოდი – მეტალოკონსტრუქციის ამოღება;
2. აქილევსის მყესის დაჭიმულობით გამოწვეული დეფორმაციები -აქილოპლასტიკა;
3. მყესების ტენოლიზი;
4. გამშლელი, მომხრელი მყესების, ნერვების, იოგების, სასახსრე ჩანთების აღდგენა მტევნის/ტერფის დონეზე;
5. მტევანზე/ტერფზე მიო/ტენოტომია, კაფსულოტომია;
6. მადელუნგის დეფორმაცია – სხივის ძვლის ირიბი ძვალკვეთა;
7. სხივის ძვლის/ იდაყვის ძვლის, მტევნის/ტერფის ძვლების ახალი და ხანდაზმული მოტეხილობა – ღია რეპოზიცია, შიდა ოსტეოსინთეზი;
8. ნავისებური ძვლის ოსტეოსინთეზი;
9. მაჯის და მტევნის და ტერფის, მაჯის, ნებისა და მეტატარზალური ძვლების ახალი და ხანდაზმული ამოვარდნილობა;
10. მტევნისა და ტერფის დამატებითი ძვლები, ფალანგები რეზექცია;
11. სინდაქტილია, პოლიდაქტილია;
12. მტევნისა და ტერფის კანის პლასტიკა;
13. მტევნის/ტერფის რბილქსოვილოვანი და ძლოვანი სიმსივნეები;
14. ქუსლის ძვლის დეზი, რეზექცია;
15. მტევანზე / ტერფზე  ეგზოსტოზის მოცილება, ექსკოხლეაცია;
16. შუათანა ნერვის კომპრესიული ნეიროპათია მაჯის არხში – მაჯის არხის სინდრომი (carpaltunnel syndrome) – მაჯის მომხრელი მყესების საბმელის კვეთა (ღია წესით);
17. დეკერვენის დაავადება – მყესბუდის გახსნა;
18. მასტენოზირებელი ლიგამენტიტი (“მოტკაცუნე თითი”) – იოგის კვეთა;
19. ჩაქუჩისებური თითი – ძირითადი ფალაგის თავის რეზექცია;
20. ამპუტაცია მტევნის/ტერფის დონეზე;
21. სხივ-მაჯის, მტევნისა და ტერფის სახსრების “თაგვები” – თაგვების ამოღება;
22. ჰიგრომა – ჰიგრომის მოცილება;
23. მტევნის/ტერფის სახსრების ენდოპროტეზირება;
24. მტევნის/ტერფის ფალანგთა სახსრების ართროდეზები;
25. წინამხრის, მტევნისა და ტერფის შეძენილი და თანდაყოლილი დეფორმაციები – რეკონსტრუქციული ოპერაციები;
26. წინამხრის მტევნის/ტერფის დამაგრძელებელი ძვალკვეთა აპარატის დადებით;
27. მტევნის და ტერფის გრძელი ძვლის დიაფიზის დეფექტის პლასტიკა ტრანსპლანტანტით;
28. წინამხრის, მტევნისა და ტერფის თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიები;
29. იშემიური კონტრაქტურების შემდგომი ნარჩენი მოვლენები – რეკონსტრუქციული ოპერაციები;
30. კიენბიოკის დაავადება – ექსკოხლეაცია, ჩანაცვლება ტრანსპლანტატით.

დამატებითი ინფორმაცია:
ASSH (American Society for Surgery of the Hand) -ის წევრი;
SICOT (Société Internationale de Chirurgie Orthopedique et de Traumatologie) - The World Orthopaedic Organisation -ის წევრი;
აფხაზეთის ომის მონაწილე

მისამართი:
თბილისი, საქართველო
ტაშკენტის ქ. 22ა
მობ.: 599 15 08 09;
ელ-ფოსტა: gioaresh@yahoo.com

გაუზიარე მეგობრებს

ჯალალიშვილი გია – ექიმი ტრავმატოლოგი
ჯალალიშვილი გია – ექიმი ტრავმატოლოგი
ჯალალიშვილი გია – ექიმი ტრავმატოლოგი
ჯალალიშვილი გია – ექიმი ტრავმატოლოგი
ჯალალიშვილი გია – ექიმი ტრავმატოლოგი
ჯალალიშვილი გია – ექიმი ტრავმატოლოგი

27 Responses to ჯალალიშვილი გია – ექიმი ტრავმატოლოგი

  1. tornike says:

    გამარჯობათ , ვარ 17 წლის ბიჭი, ვარჯიშობდი სამოყვარულოდ სპორტულ ტანვარჯიშზე და ტრენაჟორებზე, მივიღე ტრამვა, დამიდგინდა ოსტეოქონდროზის რამდენიმე ფორმა ერთ-ერთი ლისთესი 2-3 მმით, მაინტერესებს ინკურნება თუ არა ეს დაავადება, არამედ კუნთების გაძლიერებით ტკივილგამაყუჩებლებით არა , ზუსტად მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი ლისთეზის განკურვნა ანუ თავის ადგილზე ჩასმა და არა კუნთების გაძლიერებით ცურვით და ათასი რამით ტკივილების მოხსნა,, მადლობთ წინასწარ

    • გია ჯალალიშვილი says:

      გამარჯობათ თორნიკე – მე გალავართ მხოლოდ მტევნისა და ტერფის ქირურგი. თქვენს პრობლემაზე კომპეტენტურ პასუხს გაგცემთ ზაზა აზმაიფარაშვილი – 5.99.56.58.65
      პატივისცემით, გია ჯალალიშვილი

  2. tsotne says:

    გამარჯობა ბატონო გია. რამდენიმე თვის წინ მივიღე მაჯის ტრავმა. რადგან თვეების მანძილზე ხელი არ მომირჩა, მივედი ექიმთან, მაგრამ რამდენიმე ექიმმა ერთდროულად და ურთიერთგამომრიცხავი რამდენიმე დიაგნოზი დამისვა… ამიტომ ბუნებრივია არ ვიცი რომელი დიაგნოზი ჩავთვალო სწორად და შესაბამისად როგორი მკურნალობა ავირჩიო. ამ სიტუაციაში ალბათ ჯობია თქვენ მოგმართოთ როგორც მაღალი დონის სპეციალისტს. რას მირჩევდით? გმადლობთ.

    • გია ჯალალიშვილი says:

      დამერწმუნეთ, სიამოვნებით დაგეხმარებით, სხივ – მაჯის სახსარი ჩემი საყვარელი ადგილია, ახლავე ვიცი რაც გექნებათ. თუ საჭიროდ ჩათვლით, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ კვირა საღამოს და გეტყვით სად შევხვდებით და როდის 5.99.15.08.09. თუ გსურთ და ტექნიკურად შეძლებთ, შეგიძლიათ თქვენი რენტგენი დაასკანეროთ და გამომიგზავნოთ იმეილზე – gioaresh@yahoo.com და წინასწარ გეტყვით რა გაქვთ.
      პატივისცემით, გია ჯალალიშვილი

  3. ნატო says:

    გამარჯობათ ბატონო გია,ერთი წლის წინ გავიკეთე ორივე ტერფის პირველ თითზე hallus valgus-ის გამო ოპერაცია.ამ ხნის განმავლობაში მაწუხებს,მაქვს ძლიერი ტკივილი.გავიკეთე ტერფის Rგრაფია და ასეთი პასუხი მივიღე:მარცხენა ტერფის პირველი მეტეტარზალური ძვალი მკვეთრად დამოკლებულია.ორივე ტერფზე აღინიშნება ძირითადი ფალანგის გადახრა 25გრადუსი.შეიძლება თუ არა ამ მდგომარეობის გამოსწორება და სად მოგმართოთ კონსულტაციისთვის?

  4. ნატო says:

    მადლობა პასუხისთვის.აუცილებლად შეგეხმიანებით.ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ.

  5. მაია says:

    გამარჯობათ ბატონო გია, გუშინ მოულოდნელად დაჯდომის დროს ამომივარდა მუხლი, სასწრაფოთი გადამიყვანეს მე-5 საავადმყოფოში და დიდი წვალების შემდეგ ისევ ჩამისვევს მუხლი. დღეს სიარულის დროს მაქვს შეგრძნება რომ იგივე დამემართება და ასევე ბარძზაყში ვგრძნობ ტკივილს. რას მირჩევთ, რითი შეიძლება განპირობებული იყოს ჩემი ეს მოულოდნელი მუხლის ამოვარდნა? მადლობას გადაგიხდით წინასწარ.

    • გია ჯალალიშვილი says:

      გამარჯობათ! მინდა მოგახსენოთ, რომ ჩემი სპეციალობა მოიცავს მხოლოდ მტევანსა და ტერფს. მუხლის პრობლემის თაობაზე ჩემი პასუხი არაკომპეტენტური იქნება. ამასთან დაკავშირებით გირჩევთ მიმართოთ ”მედიქლაბ ჯორჯიაში ვაჟა გაფრინდაშვილს, ან ლევან ნაჭყებიას
      ვწუხვარ, რომ ვერ შევძელი თქვენი დახმარება
      პატივისცემით, გია ჯალალიშვილი

  6. teo says:

    გამარჯობა ბატონო გია. ხონდროდისტროფიის დიაგნოზი დაუსვეს ბავშვს მიმსგავსებული სიმპტომების გამო, არანაერი გამოკვლევა არ ჩაუტარებიათ. დაიბადა 40 სანტიმეტრი და ერთ თვეში მოიმატა 13 სანტიმეტრი. რას ფიქრობთ, თქვენი აზრით ხონდროდისტროფიით დაავადებული ბავშვი მოიმატებდა 13 სანტიმეტრს ერტ თვეში? 1 კვირის წინ ბავშვი მყავდა ჩამოყვანილი თბილისში პროფესორთან გადავუგე ნეიროსონოგრაფია და სახსრებზე რენდგენი. ნეიროსონოგრაფიამ აჩვენა რომ ბავშვს ყველაფერი წესრიგში აქვს და არ საჭიროებს მედიკამენტურ მკურნალობას. რენდგენმა კატეგორიულად უარყო ქონდროდისტროფია რადგან არანაერად არ ემთხვეოდა ამ დიაგნოზის არცერთ სიმპტომს. შესაძლოა სხვა რაიმე დისპლაზია იყოსო. გენეტიკოსმაც ნახა და ნაკეცები არც ხელზე და არც პეხზე არ იყო შესაბამისი ამ პათოლოგიას, ჩვეულებრივ ჯანმრთელი ბავშვის მსგავსად აქვს 3 ნაკეცი ხელზე. მაგრამ დასკვნაში მაინც ჩაწერა ქონდროდისტროფია სავარაუდოდ თავის დაზგვევის გამო. თუ თქვენ შეგიძლიათ რენდგენის სურათების საფუძველზე რაიმე დიაგნოზი დასვათ ან მირჩიოთ რით დავეხმარო ბავშვს რომ შემდეგ დაგვიანებული არ იყოს მკურნალობა გამოგიგზავნით მეილზე რენდგენის სურათებს და იქნებ ძეძლოთ თქვენ მაინც დამაკვალიანოთ და გამარკვიოთ რა ხდება. ბავშვი არის ორთვინახევრის და სიგრძეში არის 55 სმ როცა 40 სმ დაიბადა და წონით არის 5.800

    • ია says:

      Gamarjobat. Mainteresebs sad sheidzleba vnaxo eg ortopedi tqven tu icit iqneb damexmarot. Chems shvilzec mitxres aqondroplazia, ogond 100%it ara.yvelgan viyavi magram eg ortopedi ar vici. Iqneb momcerot dzalian gtxovt, romel klinikashi mushaobs.madloba cinascar.

      • გია ჯალალიშვილი says:

        გამარჯობათ.
        chondrodystrophia, -ae, f (syn.: achondroplasia, chondrodystrophia congenita, chondrodystrophia hypoplastica): ( ) qondrodistrofia (sin.: aqondroplazia, Tandayolili qondrodistrofia, hipoplaziuri qondrodistrofia) _ xrtilis gaZvalebis procesis memkvidreobiTi darRveva mucladyofnis periodSi (gadacemis dominanturi tipi), rac ganapirobebs grZeli lulisebri Zvlebis zrdis SeCerebas; Sedegad _ Camoyalibdeba cerodena niSandoblivi garegnobiT: normaluri an didi Tavi, normaluri tani, gaSverili muceli da dundulebi, uproporcio mokle kidurebi, inteleqti _ normaluri. ( ) хондродистрофия (син.: ахондроплазия, врождённая хондродистрофия, гипопластическая хондродистрофия) _ наследственное нарушение процесса окостенения хрящей во внутриматочном периоде развития (доминантное наследование), обусловливающее впоследствии прекращение роста длинных костей и оформление карликового роста: нормальная либо большая голова, нормальное туловище, выпячивающиеся живот и ягодицы, непропорционально короткие в сравнении с туловищем конечности, нормальный интеллект.
        ჯემალ ჭუმბურიძე რამდენიმე კლინიკაში მუშაობს (ტატიშვილის ცენტრში, ღუდუშაურში) ჯობია დაუკავშირდეთ მობილურზე – 5.77.499.752

  7. გია ჯალალიშვილი says:

    chondrodystrophia, -ae, f (syn.: achondroplasia, chondrodystrophia congenita, chondrodystrophia hypoplastica): ქონდროდისპლაზია (სინონიმებია აქონდროპლაზია, თანდაყოლილი ქონდროდისტროფია, ჰიპოპლაზიური ქონდროდისტროფია – ეს არის ხრტილის გაძვალების პროცესის მემკვიდრეობითი დარღვევა მუცლადყოფნის პერიოდში (გადაცემის დომინანტური ტიპი), რაც განაპირობებს გრძელი ლულისებრი ძვლების ზრდის შეჩერებას. შედეგად ჩამოყალიბდება ცეროდენა ნიშანდობლივი გარეგნობით: ნორმალური, ან დიდი თავი, ნორმალური ტანი, გაშვერილი მუცელი და დუნდულოები, უპროპორციო მოკლე კიდურები, ინტელექტი – ნორმალური.
    ამ დაავადების დიაგნოსტირება ხდება გენეტიკოსისა და ორთოპედების მიერ (გირჩევდით გენეტიკოსს – ჯენარო ქრისტესაშვილს და ორთოპედს ჯემალ ჭუმბურიძეს). თუმცა თუ გარეგნულად ეს გამოვლენილი არ არის, არ მესმის რატომ დადგა ამ დაავადების კვლევის აუცილებლობა.
    პატივისცემით, გია ჯალალიშვილი

  8. ეკა says:

    გამარჯობათ ბატონო გია. მყავს 15წლის შვილი,რომელსაც აქვს შარკო-მარის დაავადება. 8წლის ასაკში ჩატარებული აქვს ტერფძირების ფასციოტომია,ბოლო პერიოდში სიარული მნიშვნელოვნად გაურთულდა.აქვს ტერფების დეფორმაცია,ტერფის თაღის დამახასიათებელი აწევით,თითების ჰიპერდორზიფლექსიით,დორზალური ამოვარდნილობითა და ჩაქუჩისებრი დეფორმაციებით.შენარჩუნებულია დიდი წვივის წინა კუნთის ტონუსი,რაც აღრმავებს ინვერსიულ დეფორმაციას.მანუალური კორექციისადმი ყველა დეფორმაცია რიგიდულია. მყესების რეფლექსები – დუნე.სიარული პრაქტიკულად შეუძლებელია,მცდელობისას ეყრდნობა ტერფების წინა – ლატერალურ მხარეებს. დეფორმაციები ნორმალური სიარულის და ფეხსაცმლის ტარების საშუალებას არ იძლევა.მაინტერესებს რა სახის ოპერაცია ესაჭიროება,საჭიროა თუ არა ძვლების ჩასწორება?წინასწარ დიდი მადლობა.

    • გია ჯალალიშვილი says:

      ზეპირად რამის თქმა თქვენს შემთხვევაში ძნელია. ერთი სიტყვით ამ ოპერაციას შეიძლება რეკონსტრუქცია დაარქვას. ზუსტი პასუხის გაცემა შემეძლება მხოლოდ პაციენტის ნახვის შემდეგ.
      პატივისცემით,

  9. ეკა says:

    გამარჯობათ ბატონო გია. ტერფის რენდგენის საფუძველზე მეუღლეს დაუდგინეს დეზი, აწუხებს ტკივილები ქუსლის არეში. მაინტერესებს თუ ემხრობით დარტყმით ტალღოვან თერაპიას და თუ კეთდება თქვენთან.

    • გია ჯალალიშვილი says:

      საღამო მშვიდობისა, ქ/ეკა. ”დეზის” მკურნალობა 2 სახისაა – არაოპერაციული და ოპერაციული.
      არაოპერაციული მკურნალობა მოიცავს ანთების საწინააღმდეგო მკურნალობას და შემდეგ აუცილებლად სპეციალურ სუპინატორს. მაგრამ რაც არ უნდა მკურნალობა ჩაიტაროთ (თუნდაც ულტრაბგერით, ეს ”დეზი” არ გაქრება. ხაზს ვუსვამ – არაოპერაციული მეთოდებით მისი გაქრობა არ ხდება. ამ დროს პაციენტს ანთებითი პროცესი უმცირდება და/მაგრამ საკმარისია პაციენტმა დატვირთვა (სიარული) განაახლოს, რომ (ლოგიკურია) ისევ იწყება ტკივილი.
      იმისათვის, რომ პაციენტს პრობლემა მოეხსნას, ბუნებრივია, ესაჭიროება ოპერაცია.
      თუმცა ისე არ გამიგოთ, თითქოს ოპერაციას ”გაიძულებდეთ”. არა, ეს სურვილი თვითონ პაციენტმა უნდა გამოთქვას …
      დასკვნა – პირველ რიგში პაციენტი მიდის ტერფის ექიმთან, ზუსტდება დიაგნოზი, შემდეგ იკეთებს სპეციფიკურ სუპინატორებს (იმას თუ რომელი და რანაირი, განახებთ თუ მობრძანდებით კონსულტაციაზე), და თუ მან იგრძნო შვება, ამით კმაყოფილდება, თუ არა – თავისი სურვილით იკეთებს ოპერაციას სპეციალური აპარატის დახმარებით (”ეოპით”).
      თუ თქვენ საჭიროდ მიიჩნევთ, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და ჩაეწეროთ კონსულტაციაზე.
      პატივისცემით, გია ჯალალიშვილი

      • ეკა says:

        დიდი მადლობა ბატონო გია, ალბათ ზემოთ რა ნომერიც არის მითითებული, იქ უნდა დაგიკავშირდეთ. კონსულტაციის დროზე ტელეფონით შეგითანხმდებით.

  10. ana says:

    გამარჯობა ბატონო გია, ბავშვი არის 2 წლის და 9 თვის, ცერა თითს ვერ შლის ბოლომდე, რამოდენიმეჯერ გაშალა მაგრამ ისევ მოეხარა, მაინტერესებს რა შეიძლება გაკეთდეს ამ შემთხვევში და დაგვიანებული ხომ არ არის რაიმე ზომების მიგება.წინასწარ დიდი მადლობა!

  11. გია ჯალალიშვილი says:

    ამას ქვია მასტენოზირებელი ლიგამენტიტი. მისი მკურნალობა აუცილებელია, თან შედარებით ”მალე” მისი დაგვიანების შემთხვევაში მკურნალობა უშედეგო ხდება და ცერა თითი მთელი ცხოვრება ხდება უმოძრაო – http://www.turner.ru/kist_ligamentit.html.
    თქვენ კი ნამდვილად გირჩევთ მობრძანდეთ კონსულტაციაზე :)

  12. Miranda says:

    gamarjoba batono gia. var 51 tzlis.erti tzelia dzalian shematzuxa pexebma,tkivilis mizezi aris kuslis dzvlis dezi.orive pexze.marjvenaze gamotzeuli makvs dezi,mtkivneuli.martzxenaze, dasatzkisi.tkivili magla amivida da siaruls mishlis.goreli kalbatoni var. rodis sheidzleba tkveni naxva da sad? aversshi var dazgveuli.chemi postaa mirandajolbordi@mail.ru. tel-593026262.gtxovt mipasuxot.

  13. გია ჯალალიშვილი says:

    სრულფასოვანი პასუხის გაცემისთვის აუცილებელია თქვენი გასინჯვა და რენტგენების დათვალიერება. მომავალ კვირაში მიღება მექნება მხოლოდ სამშაბათს ”იუნონაში” (ჭავჭავაძის გამზ. 60) 1 – დან 3 საათამდე, ან ხუთშაბათს ტატიშვილის ცენტრში (ვაკის ფილიალში) 4 საათისთვის (ზუსტად დროს გეტყვიან მენეჯერები – შეგიძლიათ სამუშაო საათებში დარეკოთ ამ ტელეფონზე და ჩაეწეროთ – 2.91.32.42)
    პატივისცემით, გია ჯალალიშვილი

  14. ნანა says:

    მოგესალმებით,
    ბატონო გია ჩემს შვილს (22 წლის) ფრჩხილის ბუდის ანთების შედეგად, ხელის ცერა თითზე (7 წლის ასაკში) ამოუვიდა მახინჯი ფრჩხილი. მაინტერესებს თუ აკეტებთ თქვენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად პლასტიკურ ოპერაციას?

    პატივისცემით,
    ნანა

  15. გია ჯალალიშვილი says:

    გამარჯობათ, ქ/ნანა. მინდა გიპასუხოთ, რომ ამ ოპერაციის უშედეგობის გამო ვცდილობ არ გავაკეთო (მით უმეტეს თქვენს შემთხვევაში დიდი დროის გასვლის გამო) – ამ თემაზე შეგიძლიათ მიმართოთ საშა კალანტაროვს ”კარაპს მედლაინში”, იქნებ მან მეტი იმედი მოგცეთ

  16. ნანა says:

    გმადლობთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>