Doctor's Search

კლინიკა ჯერარსის აქცია სოფელ აფენში

April 15, 2019 Posted By Vipmed.ge

კლინიკა ჯერარსი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით გასვლით აქციებს ახორციელებს.

ამჯერად, აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციები და კვლევები სოფელ აფენის მოსახლეობას ჩაუტარდა.

კონსულტაციები კლინიკა ჯერარსის წამყვანი სპეციალისტების მიერ იქნა გაწეული, რომელთა შორის არიან: ბავშვთა გულის თანდაყოლილი მანკების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ბერიშვილი, კარდიოლოგები საბა გელაშვილი, შალვა სუდაძე. ასევე, ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ღლონტი, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკისა და ინტერვენციული რადიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი სპანდერაშვილი და ნევროლოგი ლევან ბახუტაშვილი.

სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც კლინიკა ჯერარსის უშუალო საქმიანობას უკავშირდება, განურჩევლად ყველა ადამიანისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაა.

კლინიკა მომავალშიც კვლავ განაგრძობს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით გასვლით აქციებს.