Doctor's Search

ლალი ფხალაძე MD. PhD.

lali-pkhaladze

საკონტაქტო ინფორმაცია 
Khomasuridze-Institute
 იოსებ ჟორდანიას სახ. რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი, ხელმძღვანელი პროფ. არჩილ ხომასურიძე 
თბილისი, საქართველო. თევდორე მღვდლის ქ. N13 
ტელ: (995 32) 2 24 00 99; (995 32) 2 24 00 98 
მობ: +995 599 58 41 09 
ელ-ფოსტა: lpkhaladze@yhoo.com 
forum

დაბადების თარიღი: 18.10.1967

სპეციალობა: რეპროდუქტოლოგია, გინეკოლოგია

აკადემიური ხარისხი: მედიცინის აკადემიური დოქტორი

სამუშაო ადგილი/თანამდებობა: “იოსებ ჟორდანიას სახ. რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი, ხელმძღვანელი პროფ. არჩილ ხომასურიძე”, კლინიკური დირექტორი, ექიმი–რეპროდუქტოლოგი-გინეკოლოგი

სამეცნიერო ხარისხი და განათლება:

  • 2006 წ. – მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი;
  • 2002 წ. სექტემბერი – მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის დიპლომი (#003294). მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი სადისერტაციო ნაშრომზე „ადრენო-გენიტალური სინდრომის პოსტპუბერტატული ფორმების კლინიკა და დიაგნოსტიკა“;
  • 1993 – 1995 წ.წ. – დიპლომი – კლინიკური ორდინატურა, სპეციალობა – რეპროდუქტოლოგია, ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი;
  • 1997 – 2000 წ.წ. – დიპლომი (AA #0059975), ინგლისური ენის მთარგმნელ-რეფერენტი, ინგლისური ენის სპეციალობა, ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • 1986 – 1992 წ.წ. დიპლომი (AA #816289), კვალიფიკაცია – ექიმი, სპეციალობა – სამკურნალო საქმე, სამკურნალო ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

დიპლომები, სახელმწიფო და საერთაშორისო სერტიფიკატები:

  • 2012 წ. 12 დეკემბერი – სახელმწიფო სერტიფიკატი (I ა 44 011831). სპეციალობა – მეანობა-გინეკოლოგია;
  • 2001 წ. 30 აგვისტო -სახელმწიფო სერტიფიკატი (H-# 674193). სპეციალობა –რეპროდუქტოლოგია;
  • 2009 წ. ივლისი – აგვისტო – საერთაშორისო სერტიფიკატი. საერთაშორისო ტრენინგი-„აივ/შიდსი პრევენცია, ეპიდემიოლოგია, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, სამედიცინო და კლინიკური მონცემების მენეჯმენტი“, სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტი, სან-დიეგოს სამხედრო სამედიცინო ცენტრი, კალიფორნია, ამერიკის შეერთებული შტატები;
  • 2006 წ. დეკემბერი – საერთაშორისო სერტიფიკატი. ტრენერთა რეგიონული ტრენინგი-„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საორიენტაციო პროგრამა „მოზარდების ჯანმრთელობა ჯანდაცვის მუშაკებისათვის“, თბილისი, საქართველო;
  • 2004 წ. ნოემბერი – საერთაშორისო სერტიფიკატი. ტრენერთა ტრენინგი თანასწორთა განათლებაში (გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი UNFPA), თბილისი, საქართველო;
  • 2001 წ. – საერთაშორისო სერტიფიკატი. ჯონ-ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ტრენინგი-„ოჯახის დაგეგმვა, კონსულტირება, რეპროდუქციული ჯანმრთელობა“, თბილისი, საქართველო;
  • 2001 წ. ივნისი – საერთაშორისო სერტიფიკატი. ჯონ-ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ტრენინგი-„ტრენინგის ხელოვნება რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში“, თბილისი, საქართველო;
  • 2000 წ. აპრილი – მაისი – საერთაშორისო სერტიფიკატი. საერთაშორისო უმაღლესი ტრენინგი- „რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა“, კარლსკრონის უნივერსიტეტი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA), შვედეთი;
  • 1998 წ. თებერვალი -აპრილი – საერთაშორისო სერტიფიკატი. საერთაშორისო ტრენინგი- „ოჯახის დაგეგმვა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა“, დებრეცენის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა, უნგრეთი;
  • 1999 წ. იანვარი – ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (98GE 0027 PKH 0011) აკადემიური ტესტირება, კემბრიჯის უნივერსიტეტი, ბრიტანეთის საბჭო, ავსტრალიის საგანმანათლებლო სისტემა, თბილისი, საქართველო.

სამუშაო გამოცდილება:

  • 2014 წ. იანვარი – დღემდე – „იოსებ ჟორდანიას სახ. რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი, ხელმძღვანელი პროფ. არჩილ ხომასურიძე“, კლინიკური დირექტორი, ექიმი–რეპროდუქტოლოგი-გინეკოლოგი;
  • 2006 წ. – დღემდე – “საქართველოს სამედიცინო ჯგუფი”, დირექტორი;
  • 1995 წ. – 2014 წ. იანვრამდე – ი. ჟორდანიას სახ.ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტი, პოლიკლინიკური განყოფილება, ექიმი–რეპროდუქტოლოგი;
  • 1993 – 1995 წ.წ. – ი. ჟორდანიას სახ.ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტი,რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის განყოფილება, ექიმი–ორდინატორი;
  • 1992 – 1993 წ.წ. – რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო, ენდოკრინოლოგიური განყოფილება, ექიმი–ინტერნი.

საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებში მონაწილეობა:

  • 2018 წ. ლისაბონი, პორტუგალია – სექსუალური მედიცინის მსოფლიო შეხვედრა, ევროპის სექსოლოგთა  მე-20 კონგრესი, სექსუალური მედიცინის საერთაშორისო საზოგადოების 21-ე მსოფლიო შეხვედრა, მომხსენებელი;
  • 2017 წ. თბილისი, საქართველო – საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია. თანამედროვე რეპროდუქტოლოგიის მიღწევები. ქირურგიის როლი. რა შეიცვალა წელიწადში. მომხსენებელი;
  • 2017 წ. ბარსელონა, ესპანეთი – ევროპის გინეკოლოგთა საზოგადოების მე-12 კონგრესი (ESG), მომხსენებელი;
  • 2017 წ. რომი, იტალია – ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის მე-17 კონგრესი (IAHR ), მომხსენებელი;
  • 2016 წ. თბილისი, საქართველო – საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია, თანამედროვე რეპროდუქტოლოგიის მიღწევები. ქირურგიის როლი. მომხსენებელი;
  • 2016 წ. ვროცლავი, პოლონეთი – ევროპის გინეკოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის მე-8 ალბერტ ნეტტერის დღეები;
  • 2016 წ. კიევი, უკრაინა – უკრაინის მეან- გინეკოლოგთა მე- 14 ყრილობა, მომხსენებელი;
  • 2016 წ, ბარსელონა, ესპანეთი – ენდომეტრიოზის და საშვილოსნოს პათოლოგიების მე-2 კონგრესი;
  • 2016 წ. ფლორენცია,იტალია – გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების მე-17 კონგრესი (ISGE), მომხსენებელი;
  • 2015 წ. პრაღა, ჩეხეთი – ევროპის გინეკოლოგთა საზოგადოების მე-11 კონგრესი (ESG), მომხსენებელი;
  • 2015 წ. ბერლინი,გერმანია – ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის მე-16 კონგრესი (IAHR);
  • 2014 წ. კაპრი, იტალია – ევროპის გინეკოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის მე-7 ალბერტ ნეტტერის დღეები, იტალიის გინეკოლოგ- ენდოკრინოლოგთა ასოციაციის 1 ევროპული სემინარი;
  • 2014 წ. რომი,იტალია – ევროპის რეპროდუქტოლოგთა და ემბრიოლოგთა საზოგადოების (ESHRE) სიმპოზიუმი -,,საკვერცხეების პოლიკისტოზი“;
  • 2014 წ. ჩაქვი,საქართველო – მედიკოსთა XXXIV საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია ,„თანამედროვე კლინიკური მედიცინა – მიღწევები და უახლესი ტექნოლოგიები“, მომხსენებელი;
  • 2013 წ. ვენეცია, იტალია – მე-15 მსოფლიო კონგრესი ადამიანის რეპროდუქციაში (IAHR);
  • 2013 წ. ბაკურიანი,საქართველო – მედიკოსთა XXXIII საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია „თანამედროვე კლინიკური მედიცინა – მიღწევები და უახლესი ტექნოლოგიები“, მომხსენებელი;
  • 2012 წ. თბილისი,საქართველო – ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის I საერთაშორისო კონფერენცია „ჯანმრთელი ოჯახი, ჯანმრთელი ორსული, ჯანმრთელი შთამომავლობა“;
  • 2002 წ. ბათუმი,საქართველო – II საერთაშორისო კონფერენცია „სიმწიფიდან სიბერემდე“, „ორსული ქალის უსაფრთხო ფარმაკოთერაპია“, მომხსენებელი;
  • 2012 წ. მაპუტო,მოზამბიკი – საერთაშორისო სამხედრო კონფერენცია-აივ/შიდსი, მომხსესნებელი;
  • 2011 წ. მილანი,იტალია – გინეკოლოგ-ონკოლოგთა ევროპული საზოგადოების (ESGO) მე-17 საერთაშორისო კონფერენცია;
  • 2005 წ. თბილისი,საქართველო – I საერთაშორისო კონფერენცია ობეზიტოლოგიაში, მომხსენებელი;
  • 2003 წ. თბილისი – I ქართული საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „გინეკოლოგიური დაავადებებისადმი თანამედროვე მიდგომა, პროფილაქტიკა, მკურნალობა“, მომხსენებელი.

სამეცნიერო შრომები:

  • 25 სამეცნიერო შრომა,
  • 1 სახელმძღვანელო,
  • სახელმწიფო გაიდლაინი,
  • 50-ზე მეტი სამეცნიერო – პოპულარული სტატია.

 

  1. „ადრენო-გენიტალური სინდრომი“, ლ. ფხალაძე, ზ. საბახტარაშვილი, ჯ. ქრისტასაშვილი, მ. უშიკიშვილი. ჟურნალი „რეპროდუქტოლოგია“, 1999წ. #3-4, გვ. 12-15.
  2. „ადრენო-გენიტალური სინდრომის მსუბუქი ფორმების კლინიკო-ჰორმონული თავისებურებანი“, ლ. ფხალაძე, ზ. საბახტარაშვილი, ჯ. ქრისტასაშვილი, ნ. ტაბატაძე. ჟურნალი „რეპროდუქტოლოგია“, 1999წ. #7-8, გვ.19-22.
  3. „რეპროდუქციული დარღვევები თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰიპერპლაზიის გვიან გამოვლენილი ფორმების დროს“, ლ. ფხალაძე, ზ. საბახტარაშვილი, ჯ. ქრისტასაშვილი, ნ. ტაბატაძე. აბსტრაქტების კრებული, XVI მსოფლიო კონგრესი მეანობასა და გინეკოლოგიაში, ვაშინგტონი, ამერიკის შეერთებული შტატები, სექტემბერი, 2000წ.
  4. „ადრენო-გენიტალური სინდრომის მსუბუქი ფორმების თავისებურებები უშვილო ქალებში“, ლ. ფხალაძე, ზ. საბახტარაშვილი, ჯ. ქრისტასაშვილი. „საქართველოს სამედიცინო მოამბე“, 2001წ. #12, გვ. 56-59.
  5. „ფუნქციონალური ჰორმონული სინჯების მნიშვნელობა ადრენო-გენიტალური სინდრომის მსუბუქი და ფარული ფორმების დიაგნოსტიკაში“, ლ. ფხალაძე, ზ. საბახტარაშვილი, ჯ. ქრისტასაშვილი. „საქართველოს სამედიცინო მოამბე“, 2001წ. #12, გვ. 60-63.
  6. „თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰიპერპლაზიის რბილი ფორმები რეპროდუქციულ კლინიკაში“, ლ. ფხალაძე, ა. ხომასურიძე, ზ. საბახტარაშვილი, აბსტრაქტების კრებული, მე-9 მსოფლიო კონგრესი გინეკოლოგიურ ენდოკრინოლოგიაში, ჰონგ-კონგი, დეკემბერი 2-5, 2001წ. ტომი 15, გამოშვება #5, გვ. 60.
  7. „საკვერცხეების პოლიცისტოზის კლინიკო-ჰორმონული თავისებურებები თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დისფუნქციის გვიან გამოვლენილი ფორმების დროს“, ლ. ფხალაძე. „საქართველოს სამედიცინო მოამბე“, 2002წ. #1, გვ. 72-75.
  8. ადრენო-გენიტალური სინდრომი (რბილი ფორმები), ლ. ფხალაძე, ზ. საბახტარაშვილი, ჯ. ქრისტასაშვილი. სახელმძღვანელო, 2005წ.
  9. „ჰიპერანდროგენემია და ლიპიდების მეტაბოლიზმი“, ლ. ბრეგვაძე, ზ. საბახტარაშვილი, ლ. ფხალაძე, თ. გულბანი. „საქართველოს სამედიცინო მოამბე“, მოამბე“, 2001წ. #3, გვ. 33-36.
  10. “ადრენო-გენიტალური სინდრომის პოსტპუბერტატული ფორმების როლი რეპროდუქციული დარღვევების განვითარებაში”, ლ. ფხალაძე, ზ. საბახტარაშვილი, ჯ. ქრისტასაშვილი. პირველი ქართული საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „გინეკოლოგიური დაავადებებისადმი თანამედროვე მიდგომა, პროფილაქტიკა და მკურნალობა“, სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 11 მარტი, 2005წ. გვ.29-31.
  1. „ციპროტერონ-აცეტატის სხვადასხვა დოზების ეფექტურობა ჰიპერანდროგენული ნიშნების სამკურნალოდ მოზარდ გოგონებში ადრენო-გენიტალური სინდრომის გვიან გამოვლენილი ფორმების დროს“, ჯ. ქრისტასაშვილი, ა. ხომასურიძე, ლ. ფხალაძე, ს. კვალიაშვილი, ლ. ცხოვრებაშვილი. აბსტრაქტების კრებული, მე-12 მსოფლიო კონგრესი ადამიანის რეპროდუქციაში, ვენეცია, იტალია, მარტი 10-13, 2005წ. ტომი 2, გვ. 89-93.
  2. “ადრენო-გენიტალური სინდრომის პუბერტატში გამოვლენილი ფორმები”, . ფხალაძე, ზ. საბახტარაშვილი, ჯ. ქრისტასაშვილი. პირველი საერთაშორისო კონფერენცია-“ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა”, სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 6-8 მაისი, 2006წ. გვ. 59-65.
  3. “პროგესტერონის ნატურალური ანალოგების გამოყენების მიზანშეწონილობა მოზარდ გოგონებში სხვადასხვა სახის რეპროდუქციული დარღვევებით”, ჯ. ქრისტესაშვილი, ნ. ჩოფიკაშვილი, ლ. ფხალაძე, ნ. მინდელი. პირველი  საერთაშორისო კონფერენცია –“ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა”, სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 6-8 მაისი, 2006წ. გვ. 67-73.
  4. “ახალგაზრდების ინფორმირება-განათლება სგგი და აივ/შიდსის პრევენციის მიზნით პატრიოტულ ბანაკებში”, ლ. ფხალაძე, ვ. ბაზიარი, ხ. ყუფარაძე. პირველი საერთაშორისო  კონფერენცია – “ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა”, სამეცნიერო შრომების კრებული,  თბილისი, 6-8 მაისი, 2006წ.გვ.171-173.
  5. „ციპროტერონ-აცეტატის ან დროსპირენონის ეფექტურობა აკნეზე პაციენტებში ადრენო-გენიტალური სინდრომის გვიან გამოვლენილი ფორმებით“, ჯ. ქრისტესაშვილი, ლ.ფხალაძე, ს. კვალიაშვილი, ნ. კვაშილავა. აბსტრაქტების კრებული, მე-13 მსოფლიო კონგრესი ადამიანის რეპროდუქციაში, ვენეცია, იტალია, 2009წ. მარტი 5-8.
  6. “46XYYოვოტესტიკულარული სქესობრივი განვითარების დარღვევის (ჭეშმარიტი ჰერმაფროდიტიზმი) კლინიკური შემთხვევის აღწერა”, ჯ. ქრისტესაშვილი, მ. ჭიპაშვილი, ლ. ფხალაძე. ჟურნალი ”რეპროდუქტოლოგია”, 2011წ. #1, გვ.7.
  7. „მოზარდობის პერიოდში საკვერცხეების პოლიცისტოზის გამო ნამკურნალევ გვიანი რეპროდუქციული ასაკის ქალებში საკვერცხეების ოვარიული რეზერვის შეფასება“, ქ. ბელთაძე, ლ. ბარბაქაძე, ა. ხომასურიძე, ლ.ფხალაძე.  Giornale Italiano di Ostetricia e Ginecologia, ტომი.36 , #6, 2015, გვ..468–471.
  8. „ოვარიული რეზერვის შეფასება ინ ვიტრო განაყოფიერების გამოსავლის პრედიქციის მიზნით“, ლ. ბარბაქაძე, ა. ხომასურიძე, ჯ. ქრისტესაშვილი, ლ.ფხალაძე. Giornale Italiano di Ostetricia e Ginecologia, ტომი. 36, #6, 2015, გვ. 465–467.
  9. „ადრენოგენიტალური სინდრომის ფონზე განვითარებული საკვერცხეების პოლიცისტოზის კლინიკური და ჰორმონული მახასიათებლები“, ლ. ფხალაძე, ა. ხომასურიძე, ჯ. ქრისტესაშვილი, CIC Edizioni Internationali, Giornale Italiano di Ostetricia e Ginecologia, ტომი 37 #4. გვ.187-189, 2015.
  10. „თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზიის არაკლასიკური ფორმების თავისებურებები მოზარდ გოგონებში“, ლ. ფხალაძე, ჯ. ქრისტესაშვილი. CIC Edizioni Internationali, Giornale Italiano di Ostetricia e Ginecologia, ტომი 38 #1, გვ.182-185, 2016.
  11. „მიო-ინოზიტოლი მოზარდებში საკვერცხეების პოლიცისტოზის მკურნლობის დროს“, ლ. ფხალაძე, ლ. ბარბაქაძე, ნ. კვაშილავა. ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ჟურნალი, ტომი 2016 (2016), http://dx.doi.org/10.1155/2016/1473612
  12. „საკვერცხეების ლაპარასკოპიული დრილინგი და დემედულაცია – ქირურგიული მკურნალობის განსხვავებული მიდგომები პაციენტებში საკვერცხეების პოლიცისტოზითრ”. ჩარექიშვილი, ლ. ფხალაძე. IAHR 2017, ადამიანის რეპროდუქციის მე-17 კონგრესი, რომი, იტალია, 15-18 მარტი, 2017. 
  13. „ჰიპერანდროგენემია და ლიპიდური პროფილი“, ლ. ფხალძე, ლ. ბრეგვაძე. ESG 2017, ევროპის გინეკოლოგთა ასოციაციის მე-12 კონგრესი, ბარსელონა, ესპანეთი, 18-21 ოქტომბერი,2017.
  14. ენდომეტრიოზით გამოწვეული დისპარეუნიის მკურნალობა დიენოგესტით. ლ. ფხალაძე, ა. ხომასურიძე, ზ. მარშანია. სექსუალური მედიცინის მსოფლიო შეხვედრა, ევროპის სექსოლოგთა  მე-20 კონგრესი, სექსუალური მედიცინის საერთაშორისო საზოგადოების 21-ე მსოფლიო შეხვედრა, 28 თებერვალი – 3 მარტი, 2018, ლისაბონი,  პორტუგალია.
  15. ანტიმიულერული ჰორმონი, როგორც საკვერცხეების პოლიცისტოზით დაავადებული  პაციენტების მკურნალობის ეფექტურების შეფასების  სასარგებლო მარკერი. ლ. ასანიძე, ლ. ფხალაძე, ჯ. ქრისტესაშვილი, ლ. ბარბაქაძე. ISGE 2016,  ენდოკრინოლოგიური გინეკოლოგიის მე-18 მსოფლიო კონგრესი, ფლორენცია, იტალია, 07-10 მარტი, 2018.  

სამეცნიერო აკადემიის, საზოგადოების წევრობა:

  • ევროპის გინეკოლოთა ასოციაცია (ESG);
  • ენდოკრინოლოგ-გინეკოლოგთა საერთაშორისო საზოგადოება (ISGE);
  • სექსუალური მედიცინის ევროპული საზოგადოება (ESSM);
  • ნაყოფიერებისა და უნაყოფობის საერთაშორისო ფედერაცია (IFFS);
  •  საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაცია (GARM).

პედაგოგიური გამოცდილება:

  • 2015 წ. – დღემდე – ამერიკის საერთაშორისო სააგენტოს განვითარების ფონდის( USAID ) პროექტის – „წყალი, სანიტარია, ჰიგიენა აჭარაში“ – განათლების კომპონენტის ტრენერი;
  • 2002 – 2011 წ.წ. – UNFPA/WHO პროექტი”მხარდაჭერა რეპროდუქციული სამსახურების გაუმჯობესებისათვის”–ტრენერი;
  • 2004 – 2006 წ.წ. – ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების აკადემია, ექიმთა კვალიფიკაციის კურსები რეპროდუქტოლოგიაში, ლექტორი;
  • 2004 – 2006 წ.წ. -ტრენინგები სოციალურ–მარკეტინგსა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში ფარმაცევტებისათვის, CSMA/USAID, ტრენერი;
  • 2004 წ. – ტრენინგები თანასწორთა განათლებაში თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტების სტუდენტებისათვის CSMA/USAID, ტრენერი;
  • 2005 – 2006 წ.წ. – ტრენინგები თანასწორთა განათლებაში მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის პატრიოტულ ბანაკებში CSMA/USAID, ტრენერი;
  • 2005 წ. – დღემდე – ტრენინგები სამხედრო პირთათვის –აივ/შიდსის და სგგდ პრევენცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო–ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი, ტრენერი.

კომპიუტერული უნარჩვევები:
Windows, MS Office, Internet, Email – მომხმარებლის დონეზე

ენების ცოდნა:
ქართული – მშობლიური
რუსული – სრულყოფილად
ინგლისური – სრულყოფილად


მსგავსი ინფორმაცია