Doctor's Search

LIV Hospital-ის სხივური მედიცინის ცენტრი

logo

სხივური მედიცინის ცენტრმა ფუნქციონირება 2016 წელს დაიწყო. იგი აღჭურვილია უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით, რაც საშუალებას იძლევა ვუზრუნველყოთ ზედმიწევნით ზუსტი და შედეგზე ორიენტირებული მკურნალობის კურსი.

 

„სხივური მედიცინის ცენტრში“ ფუნქციონირებს სხივური თერაპიისა და ბირთვული მედიცინის დეპარტამენტები.

პირველად საქართველოში, სხივური თერაპიის მიმართულებით, პაციენტებისთვის საერთაშორისო სტანდარტების სერვისის მისაწოდებლად, „სხივური მედიცინის ცენტრში“ მოწვეულია და ანხორციელებს სამედიცინო მენეჯმენტს უცხოელ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი – მსოფლიოში აღიარებული სხივური თერაპევტის, პროფესორ მერდან ფაიდას ხელმძღვანელობით.

პროფესორი მერდან ფაიდა რადიაციულ ონკოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს „Nijad Bilge” მფლობელია.

თურქეთიდან მოწვეული Liv Hospital-ის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა ჯგუფი შედგება ექიმებისგან, სამედიცინო ფიზიკოსებისგან და რადიაციული თერაპიის ტექნიკოსებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ მკურნალობის მაღალ დონეს.

პროფესორ მერდან ფაიდას უშუალო ხელმძღვანელობით მიმდინარეობს თითოეული პაციენტის მკურნალობის კურსის განხილვა „ტუმორ ბორდზე“ – ქართველი და უცხოელი რადიოთერაპევტების, ქიმიოთერაპევტების, რადიოლოგების, კლინიკური ონკოლოგების, ქირურგების, მორფოლოგების და სხვა მონაწილეობით.

სწორად დაგეგმილი მკურნალობა განაპირობებს მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მიღებას მინიმალური გართულებებითა და გვერდითი მოვლენებით. პაციენტებს საშუალება ეძლევთ ქვეყნიდან გაუსვლელად, ჩვენს ცენტრში მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების მკურნალობა სხივურ თერაპიაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კლინიკაში მოსულმა პაციენტებმა და მათმა ახლობლებმა თავი იმედიანად და უსაფრთხოდ იგრძნონ, რისი გარანტიც პროფესიონალი ექიმების ინტერნაციონალური გუნდია.

წარმატებულ უცხოურ კლინიკასთან თანამშრომლობა ასევე ემსახურება ქართველი ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებას, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, კლინიკურ კვლევებში მონაწილეობის მიღებას, ერთობლივი კონფერენციებისა და სემინარების ჩატარებას.

მომსახურება

რადიოთერაპიული მეთოდები ხაზოვანი ამაჩქარებლის VERSA HD-ს გამოყენებით

  • 3D კონფორმული რადიოთერაპია:

3D CRT არის სამგანზომილებიან გამოსახულებაზე დაფუძნებული მკურნალობის მეთოდი, რომელიც მოიცავს სიმსივნისა და რისკის ორგანოების მულტისექციურ კონტურირებას. მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენებით სიმსივნური წარმონაქმნის მაღალი დოზით სხივდება სხვადასხვა კუთხიდან.

  • ინტენსივობა-მოდულირებული რადიოთერაპია:

რიგ შემთხვევებში სიმსივნე და ჯანმრთელი ქსოვილები შეიძლება ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყოს განთავსებული. ასეთ შემთხვევაში, 3D გამოსახულების მიღების შემდეგ, კონფორმული რადიოთერაპიისაგან განსხვავებით, ამაჩქარებლის მიერ გამომუშავებული სხივების ინტენსივობის კონტროლი ხორციელდება დიდი სიზუსტით. ამ პრინციპზე დამყარებულ მკურნალობის მეთოდს ინტენსივობა-მოდულირებული რადიოთერაპია (IMRT) ეწოდება. IMRT-ის ტექნიკის გამოყენებით, შესაძლებელია სიმსივნის მაქსიმალურად მაღალი დოზით დასხივება, ირგვლივ მდებარე ჯანმრთელ ქსოვილების მაქსიმალური დაცვით.

  • გამოსახულებით მართული რადიოთერაპია:

აღნიშნული მეთოდი გულისხმობს მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პროცესში გადაღებული სურათების ყოველდღიურ შედარებას, სამიზნის ზუსტი ლოკალიზების მიზნით. მკურნალობის პროცესში მიღებული გამოსახულებების საშუალებით ხდება სამიზნე მოცულობის კონტროლი, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის მაღალ ხარისხს.

  • სტერეოტაქსიური რადიოქირურგია (SRS) და სხეულის სტერეოტაქსიური რადიოთერაპია (SBRT):

სტერეოტაქსიური რადიოქირურგია და რადიოთერაპია გამოიყენება სიმსივნისა და სპეციფიური ვასკულარული მალფორმაციების სამკურნალოდ. ეს მეთოდი იყენებს მაღალი დოზის კონცენტრირებულ მაიონიზირებელ რადიაციულ გამოსხივებას ფოკუსური სისტემის გამოყენებით 1-5 ფრაქციაში. აღნიშნული მანიპულაციისას ჯანმრთელ ქსოვილებზე მოსული რადიაციის დოზა მინიმალურია რამდენიმე სესიის შემდეგაც. გამოცდილი სპეციალისტის მიერ სწორად შერჩეული სტერეოტაქსიური რადიოქირურგიული მკურნალობა არის ტრადიციული ოპერაციული ჩარევის ტოლფასი.

  • მოცულობითი ინტენსივობა-მოდულირებული რკალური თერაპია:

მოცულობითი ინტენსივობა-მოდულირებული რკალური თერაპია (VMAT) წარმოადგენს გამოსახულებით მართული ინტენსივობა-მოდულირებული რადიოთერაპიის (IG-IMRT) გაუმჯობესებულ ვარიანტს. მკურნალობა ხორციელდება მცირე დროში (დაახლოებით 4 წუთში). აპარატი ბრუნავს პაციენტის ირგვლივ, რის შედეგადაც ხდება სიმსივნის დიდი სიზუსტით დასხივება ავტომატურ რეჟიმში, ირგვლივ მყოფი ორგანოების და ქსოვილების მაქსიმალური დაცვით.

  • სხივური თერაპია ელექტრონებით:

სხივური თერაპია ელექტრონებით იყენებს ხაზოვანი ამაჩქარებლის მიერ წარმოქმნილ ელექტრონების ნაკადს. სამედიცინო დანიშნულებით გამოყენებულ ელექტრონთა ენერგია ვარირებს 4-15 MeV-ის ფარგლებში. ელექტრონების მიერ გადაცემული ენერგია ქსოვილებში გარკვეულ მანძილზე გავრცელებისას თანდათან მცირდება. ეს თვისება იძლევა ელექტრონების ენერგიის ზედაპირული სიმსივნეების (მაგალითად კანის სიმსივნის შემთხვევაში) სამკურნალოდ გამოყენების საშუალებას, მონოთერაპიული ან სხივური თერაპიის სხვა მეთოდთან კომბინაციაში.

ჩვენი კლინიკის ექიმები გახლავთ:

საკონტაქტო ინფორმაცია:

„სხივური მედიცინის ცენტრი“
0186, თბილისი, საქართველო
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია N4
ტელ: +995 322 42 99 99; +995 599 72 99 90
ელ-ფოსტა: info@rmc.ge
Facebook: https://www.facebook.com/RMC.Georgia/
Web: lhrmc.ge

სამუშაო საათები:
ორშაბათი – პარასკევი 09:00 – 17:00
შაბათი 09:00 – 17:00
კვირა 09:00 – 17:00