Doctor's Search

მადონა ჯუღელი OSCE-ს საერთაშორისო საგამოცდო კომისიის წევრი გახდა

October 17, 2019 Posted By Vipmed.ge

მადონა ჯუღელი პირველი ქართველი ექიმია, რომელიც OSCE-ს საერთაშორისო საგამოცდო კომისიის წევრი გახდა!

მადონა ჯუღელი, როგორც საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი და ტრენერი ​OSCE-ის საგამოცდო პროცესში იღებდა მონაწილეობას. გამოცდა საფრანგეთის ქალაქ ლიონში ჩატარდა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 150-ზე მეტი ექიმი იღებდა მონაწილეობას.

​მადონა ჯუღელი საგამოცდო პროცესში ექსპერტის სტატუსით იყო მიწვეული, სადაც OSCE-ს პროგრამაში მონაწილე კოლეგების ნამუშევრები შეაფასა.

ამასთან ერთად, მადონა ჯუღელმა, როგორც პირველმა ქართველმა ექსპერტმა კოლპოსკოპიის საერთაშორისო ფედერაციისგან საჩუქრად უახლესი კოლპოსკოპი მიიღო. ექიმის თქმით, ახალი ხელსაწყოები დაეხმარება EVEX-ის ბაზაზე შექმნას საერთაშორისო ტრენინგ-ცენტრი, სადაც ქართველ კოლეგებთან ერთად, უცხოელი ექსპერტები ჩაატარებენ ტრენინგებს.

OSCE-ს გამოცდა, ეს არის გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონალური ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზის ქვეყნებში კიბოს პრევენციას. კერძოდ, კოლპოსკოპიისა და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის მსოფლიო ფედერაციასთან ერთად, გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონალურმა ორგანიზაციამ წამოიწყო რეგიონალური პროგრამა, რომელიც იწყება 6 თვიანი ონლაინ ტრენინგით, სადაც ჩართულია 150-მდე მონაწილე 17 ქვეყნიდან, 6 თვიანი ონლაინ ტესტებისა და სწავლების შემდეგ უკვე საერთაშორისო გამოცდა “ოსკი” ბარდება. ეს გამოცდა ტარდება კიბოს კვლევის მსოფლიო ცენტრისა და კოლკოსკოპისთა საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით.

გამოცდა საერთაშორისო სტანდარტებით სერტიფიცირებას გულისხმობს.

მადონა ჯუღელმა საერთაშორისო ექსპერტის სტატუსი რამდენიმე წლის წინ მიიღო, მას შემდეგ ქართველი გინეკოლოგი და მეცნიერი აქტიურადაა ჩართული კოლეგების გადამზადების პროცესში.

WHO (World Health Organization), IARC International Agency for Research on Cancer, UNFPA – ეს იმ საერთაშორისო ორგანიზაციათა ჩამონათვალია, რომელთა ეგიდითაც OSCE-ს გამოცდები ტარდება.


ასევე იხილეთ: