Doctor's Search

მაია ბერიძე MD. PhD.

Maia-Beridze

საკონტაქტო ინფორმაცია
pirveli clinika
თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
თბილისი, საქართველო. გუდამაყრის ქ. 4
ტელ.: +995 32 261 01 01
მობ.: +995 568 34 96 02
ელ-ფოსტა: postdoc2002@yahoo.com
forum

დაბადების თარიღი: 19.09.1963

სპეციალობა: ნევროლოგია

სამუშაო ადგილი/თანამდებობა: პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა – ნერვული დეპარტამენტის ხელმძღვანელი

სამეცნიერო წოდება: პროფესორი

განათლება:

  • 1984 – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, დიპლომი KV #146107;
  • 1984-1986 – კლინიკური ორდინატურა ნევროლოგიაში, ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი, სერტიფიკატი # 387-13/1-1987;
  • 1991 – უმაღლესი საკვალიფიკაციო კურსი ნევროლოგიაში, დიპლომი # 1143-15/V-1991;
  • 1995-1997 – თბილისის სახელმწიფო უცხო ენების ინსტიტუტი, ინგლისური დეპარტამენტი, სინქრონული თარგმანის უმაღლესი კურსები, კვალიფიკაცია-თარჯიმან- რეფერენტი, სერტიფიკატი #-805;
  • 1995 – უმაღლესი კომპიუტერული კურსები, სერტიფიკატი #AA1-000-03;
  • 1999 – აშშ ტოეფელის ტესტი- 200 კომპიუტერული ქულა.

უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია:

  • 2002 – (ოქტომბერი) კლინიკური კვალიფიკაცია ავსტრიის კრემსის უნივერსიტეტის ნევროლოგიურ კლინიკაში დასპონსორებული ევროპის ნევროლოგიური ფედერაციის (EFNS) მიერ კონკურსის საფუძველზე (Donau-Universitat krams, Dept. of Neurology,Landesnervenklinik, Haupstrasse 2,A-340, Maria Gugging, Austria);
  • 2002 – (აპრილი/მაისი) კლინიკური კვალიფიკაცია ნევროლოგიაში თურქეთის ნუმუნეს სახელობის სასწავლო-კლინიკურ ჰოსპიტალში დასპონსორებული თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ (Ankara Numune Training and Research Hospital, Ankara Turkey);
  • 2002 – (მაისი, ივნისი, ივლისი) კლინიკური კვალიფიკაცია ნევროლოგიაში, ტელავივის უნივერსიტეტი, იხილოვის სახელობის ჰოსპიტალი, ტელავივი, ისრაელი; დასპონსორებული მაშავის პროგრამით კონკურსის საფიძველზე (Sourasky Medical Center, Ichilov Hospital, Dept. Neurology, Tel Aviv, Israel);
  • 2002 – (მაისი) კვალიფიკაცია ნეირომეცნიერებაში, ედინბურგის უნივერსიტეტის ნეიროფსიქოლოგიის სკოლა, ედინბურგი, დიდი ბრიტანეთი (The University of Edinburgh, 7 George Square EH8 9JZ) (ინგლისის სამეფო საზოგადოების სამეცნიერო-სასწავლო გრანტი).

დისერტაციები:

  • 1999 წ. – ზოგიერთი იმუნოლოგიური მაჩვენებელი მწვავე იშემიური ინსულტის დროს და მათი ცვლილებები იმუნომოდულატორ პლაფერონ-ლბ-ს გამოყენებით; მედიცინა, გრიფი: ნერვული სნეულებანი, ნორმალური ფიზიოლოგია 14.00.13; 14.00.17; საქართველოს აკადემიურ ექსპერტთა საბჭო B.03.13ც, #2, პროტოკოლი # 4-38; 15.06.1999; მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის დიპლომი # 002332, თბილისი, 1999წ.
  • 2006 წ. – პროაპოპტოზური ფაქტორების და ენდოგენური ბიოპროტექტორული სისტემის ზოგიერთი მაჩვენებლის როლი მწვავე ცერებრული იშემიის ევოლუციაში, მედიცინა: გრიფი: ნეირომეცნიერება 03.00.14; საქართველოს აკადემიურ ექსპერტთა საბჭო, პროტოკოლი #5, 13.10. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის დიპლომი # 001731, თბილისი, 2006წ.

პროფესიული გამოცდილება:

  • 1984-1986 – კლინიკური ორდინატორი ნევროლოგიაში, მე-9 კლინიკური საავადმყოფოს ნევროლოგიური განყოფილება;
  • 1987-1988 – ექიმი-ნევროლოგი, #2 საავადმყოფო/პოლიკლინიკური გაერთიანების ნევროლოგიური სტაციონარის ექიმი;
  • 1998 – 2004 – დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორის თანაშემწე;
  • 1999-2006 – ნევროლოგიის კათედრის ასისტენტი, ნევროლოგიური განყოფილება, დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემია;
  • 2004-2006 – საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის მედიკო-ბიოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
  • 2006- 2009 – ნევროლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
  • 2004-2009 – ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგი;
  • 2009-2015 – თსსუ ნეირომედიცინის დეპარტამენტის ნევროლოგიის პროპედევტიკის და ტოპიკური დიაგნოსტიკის ასოცირებული პროფესორი;
  • 2009-2010 – თბილისის ცენტრალური რკინიგზის საავადმყოფოს ნევროლოგიური დეპარტამენტის კლინიკური ხელმძღვანელი;
  • 2010-2015 – შპს “დეკა”-ს ნევროლოგირი დეპარტამენტის ნევროლოგი (კონსულტანტ პროფესორი);
  • 2014- დღემდე – თსსუ ნევროლოგიის რეზიდენტურის პროგრამ-დირექტორი;
  • 2015 – თსსუ ნევროლოგიის პროფესორი, Nთსსუ N1 საუნივერსიტეტო კლინიკის ნერვული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტები:

  • 2001-2004 წ.წ. – საერთაშორისო სამეცნიერო ფონდის INTAS გრანტი შვეიცარიელ და უნგრელ მეცნიერებთან ერთად ერთობლივი სამეცნიერო პროექტი “Ras participation in Neurological diseases”, CR3 კვლევითი ჯგუფის ხელმძღვვანელი, რომელიც იკვლევდა იშემიური ტოლერანტობის ფენომენს კლინიკური ინსულტების დროს.
  • 2003-2004 წ.წ. – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დასპონსორებული პროექტი ,,WHO Survey”, პროექტის ადმინისტრაციული მდივანი, მთავარი მთარგმნელი, მონაცემების შეყვანის მენეჯერი.
  • 2003-2004 წ.წ. – შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მიერ დასპონსორებული პროექტი “ინსულტის რისკ-ფაქტორების კვლევა საქართველოს პოპულაციაში”, მკვლევარი.
  • 2005-2006 წ.წ. – ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების გრანტი British Royal Society Grant Project “Dual Task impairment in different types of dementia” , მთავარი მკვლეევარი
  • 2007-2010 წ.წ. – როსტოკის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით მიმდინარე, ევროკომისიის დასპონსორებული საერთაშორისო სამეცნიერო-კლინიკური პროექტი “SIFAP- Stroke in Young Fabry Patients”, მკვლევარი.
  • 2012-2014 წ.წ. – ნოტინგემის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით მიმდინარე საერთაშორისო სამეცნიერო-კლინიკური პროექტი “ENOS-Efficacy of Nitric Oxide in Stroke (ENOS) Trial”, კვლევის კოორდინატორი საქართველოში, მთავარი მკვლევარი.
  • 2014-18 წ.წ. – ნოტინგემის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით მიმდინარე საერთაშორისო სამეცნიერო-კლინიკური პროექტი “TARDIS- Triple Anti-aggregation in Ischemic Stroke”, კვლევის კოორდინატორი საქართველოში.
  • 2014-2018 წ.წ. – ნოტინგემის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით მიმდინარე მულტიცენტრული საერთაშორისო სამეცნიერო კლინიკური კვლევა “TICH – Tranexamic Acid in Cerebral Haemorrhage”, კვლევის კოორდინატორი საქართველოში.

საერთაშორისო, მე-3 ფაზის კლინიკური კვლევები:

  • 2011-2015 – საერთაშორისო, მულტიცენტრული, ორმაგი ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი მე-3 ფაზის კლინიკური კვლევა პაციენტებში გაფანტული სკლეროზით 105MS301,105MS302, მთავარი მკვლევარი, სპონსორი ფარმაკომპანია Biogen Idec. აშშ.
    2012-2014 – საერთაშორისო, მულტიცენტრული, ორმაგი ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი მე-3 ფაზის კლინიკური კვლევა პაციენტებში გაფანტული სკლეროზის რემისიული ფორმით GTR 001, GATE, მთავარი მკვლევარი, სპონსორი ფარმაკომპანია Synthon, ბელგია.
  • 2013-2018 – საერთაშორისო, მულტიცენტრული, ორმაგი ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი მე-3 ფაზის კლინიკური კვლევა პაციენტებში გაფანტული სკლეროზის რემისიული ფორმით LAQ-MS-305 (CONCERTO), მთავარი მკვლევარი, სპონსორი ფარმაკომპანია TEVA, ისრაელი.
  • 2015-2018 – საერთაშორისო, მულტიცენტრული, ორმაგი ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი მე-3 ფაზის კლინიკური კვლევა პაციენტებში გაფანტული სკლეროზის რემისიული და მეორადად პროგრესული ფორმით RPC001 (RECEPTO), მთავარი მკვლევარი, სპონსორი ორგანიზაცია PSI, შვეიცარია.

უწყვეტი სამედიცინო განათლების განხორციელებული პროგრამები:

1. ინსულტი: პირველადი და მეორადი პრევენცია, მწვავე ინსულტების დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე ალგორითმი.
2. მწვავე ინსულტის მართვის თანამედროვე პრინციპები.
3. კრიტიკული მდგომარეობები ნევროლოგიაში და მათი მენეჯმენტის ზოგიერთი ასპექტი.
4. ურგენტული ნევროლოგიური მდგომარეობები და მათი მართვის თანამედროვე პრინციპები.
5. ცერებროვასკულური კატასტროფა და მისი მენეჯმენტის ზოგიერთი ასპექტები.
6. თავის ტკივილის დიფერენციალური დიაგნოზი და თანამედროვე მენეჯმენტი .
7. გადაუდებელი დახმარება.

პუბლიკაციები:

  • 92 ადგილობრივი და საერთაშორისო პუბლიკაცია რეფერირებად და უცხოეთის იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებში,
  • 46 სრული სამეცნიერო სტატია
  • 43 რეზიუმე. 

მონოგრაფია:
1 –რ. შაქარიშვილი, მ. ბერიძე —მწვავე ცერებრული იშემია, კლინიკური ნეიროქიმიის ნარკვევები (252 გვერდი), გამომცემლობა ,,ბიომედი”, 2009წ.

სამეცნიერო კონფერენციები და კონგრესები:
51 საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენცია და სამუშაო შეხვედრა

სამთავრობო და სხვა ჯილდოები:

  • საქართველოს ეროვნული პრემია, სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის,,ინსულტის დაძლევის სტრატეგია თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების პირობებში” ლაურეატის დიპლომი და ვერცხლის მედალი-2010წელი
  • რაიტთერაპიის საერთაშორისო ფედერაციისგან მადლობის სერტიფიკატი-2007წ.
  • როტარიანელთა კლუბის მადლობის სერტიფიკატი-2014წ.
  • თსსუ საუნივერსიტეტო კლინიკა შპს “დეკას”-ს 2014 წლის საუკეთესო ნევროლოგის სერტიფიკატი

პროფესიული ასოციაციები:

  • საქართველოს ნევროლოგთა ასოციაციის წევრი, ევროპის ნევროლოგთა საზოგადოების ფედერაციის წევრი (EFNS);
  • ნევროლოგიის მსოფლიო ფედერაციის წევრი (World Federation of Neurology);
  • საქართველოს ნეირომეცნიერებათა ასოციაციის პრეზიდიუმის წევრი, ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO) წევრი;
  • ევროპის ნეირომეცნიერებათა ფედერაციის (FENS) წევრი;
  • საქართველოს რაიტთერაპიის ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი;
  • არასრულყოფილი ოსტეოგენეზით დაავადებულთა დახმარების ასოციაციის “შუშის ბავშვები” –წევრი.

 

მსგავსი ინფორმაცია