Doctor's Search

მაია ჭიოკაძე MD.

Maia-Chiokadze

საკონტაქტო ინფორმაცია
universi
რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი უნივერსი
ლუბლიანას ქ. 2/6, თბილისი, საქართველო
ტელ: (+995 32) 253 23 11, (+995 32) 253 23 12
მობ.: +995 599 211 001
ელ. ფოსტა: mchiokadze@yahoo.com

დაბადების თარიღი: 12.02.1968

სპეციალობა: ექიმი მეან -გინეკოლოგი

სამუშაო ადგილი: რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი “უნივერსი”

განათლება:

  • 2016 ივ. ჯავახიშვილის თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის  დოქტორანტურა  მეანობა-გინეკოლოგიის სპეციალიზაციით
  • 2006 – 1999სპეციალიზაცია მეანობა-გინეკოლოგიაში  (სახელმწიფო სერტიფიკატი).
  • 1992–1995 – ინტერნატურა და კლინიკური ორდინატურა გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის სპეციალიზაციით. კ. ჩაჩავას სახ. პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი.
  • 1986–1992 – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

დიპლომის შემდგომი განათლება:

  • 4-29/03/2018  ტრეინინგი მეანობა-გინეკოლოგიასა და რეპროდუქციულ მედიცინაში.  ვენის საუნივერსიტეტო კლინიკა (ვენა, ავსტრია)
  • 2013 – ტრეინინგი მეანობა–გინეკოლოგიაში. ზალცბურგის პარაცელსის საუნივერსიტეტო კლინიკა (ავსტრია).
  • 2009 – ტრეინინგი სექსუალურ ჯანმრთელობასა და რეპროდუქციულ მედიცინაში. ჟენევის ფონდი სამედიცინო განათლებისა და კვლევისათვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჟენევა, შვეიცარია).
  • 2009 – ტრეინინგი მეანობა–გინეკოლოგიაში. ვენის საუნივერსიტეტო კლინიკა (ავსტრია).
  • 2005 – ზალცბურგის ვეილ–კორნელის საერთაშორისო სამედიცინო სემინარი მეანობა–გინეკოლოგიაში (ავსტრია).
  • 2004 – დიპლომის შემდგომი განათლების კურსი რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის სპეციალიზაციით. თელ ავივის უნივერსიტეტის სეკლერის სამედიცინო ფაკულტეტი (ისრაელი).

პროფესიული გამოცდილება:

  • 2012 დან დღემდე რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი  „უნივერსი“.
  • 2001–2011 – სამკურნალო–დიაგნოსტიკური ცენტრი „მიკროგენი“. ექ. გინეკოლოგ–ენდოკრინოლოგი.
  • 1995–2001 – კ. ჩაჩავას სახ. პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი, პოლიკლინიკური განყოფილება. ექ. გინეკოლოგ–ენდოკრინოლოგი.

სამეცნიერო მოღვაწეობა: თანაავტორი 3 სამეცნიერო სტატიისა.

კონგრესზე მონაწილეობა:

  • ევროპის გინეკოლოგ–ონკოლოგთა საერთაშორისო კონგრესის მონაწილე და პოსტერული პრეზენტაციის ავტორი მილანი, იტალია, 2011.
  • საკვერცხეების პირველადი უკმარისობა, აუტოიმუნური ოოფორიტი. . მოხსენების ავტორი. თბილისის საერთაშორისო კონფერენცია, 2014.

სამეცნიერო ინტერესთა სფერო:

  • ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა;
  • იმუნოლოგიური უნაყოფობა ორსულობის განმეორებითი დანაკარგების იმუნოლოგიური მიზეზების კვლევა (ენდომეტრიუმის იმუნური უჯრედების პოპულაციებისა და მათი დისბალანსის შესწავლა);
  • საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე პროცესების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

პრაქტიკული საქმიანობის სფერო:

  • გინეკოლოგიური და რეპროდუქციულ–ენდოკრინოლოგიური დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, უნაყოფობის მიზეზების დადგენა და მკურნალობა;
  • ფიზიოლოგიური და პოსტოპერაციული (საკვერცხეების ორმხრივი ამოკვეთა) კლიმაქტერული პერიოდის და საკვერცხეების ნაადრევი განლევის სინდრომის მართვა;
  • ორსულობის დანაკარგების (თვითნებითი აბორტები, მკვდრადშობადობა) მიზეზების დადგენა და მკურნალობა;
  • განმეორებითი ორსულობის დანაკარგების პროფილაქტიკა;
  • პუბერტატული პერიოდის პრობლემების მართვა (მენსტრუალური ციკლის დარღვევები, იუვენილური  სისხლდენები, აკნოზური გამონაყარი, ჭარბთმიანობა);
  • რეპროდუქციული ორგანოების სიმსივნეების ადრეული დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა (კოლპოსკოპია, PAP-ტესტი, კრიოდესტრუქცია, დიათერმოკოაგულაცია და ა.შ.)

მიღებული გრანტები:

2017-2018 – რუსთაველი-DAAD-ის ერთობლივი სადოქტორო კვლევითი გრანტები. იენის საუნივერსიტეტო კლინიკის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „პლაცენტა“, გერმანია.

კომპიუტერული უნარჩვევები:
Windows, MS Office, Internet, Email – მომხმარებლის დონეზე

უცხო ენები:
ქართული – მშობლიური
რუსული – სრულყოფილად
ინგლისური – სრულყოფილად
გერმანული – თავისუფლად

მსგავსი ინფორმაცია