Doctor's Search

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ეგიდით თბილისში საერთაშორისო სიმპოზიუმი ტარდება

August 21, 2018 Posted By Vipmed.ge

2018 წლის 8 სექტემბერს, “მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის” ეგიდით ტარდება საერთაშორისო სიმპოზიუმი “ენდოსკოპიური ქირურგიისა და რეპროდუქციული მედიცინის ახალი მიმართულებები ონკოლოგიაში”.

სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იქნებიან მსოფლიოს წამყვანი მეან-გინეკოლოგები და რეპროდუქტოლოგები ისრაელიდან და იტალიიდან. კონფერენციაზე მოწვეული იქნებიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

სიმპოზიუმზე მოხსენებით წარსდგებიან:

მილანის ნაციონალური ონკოლოგიური ინსტიტუტის პროფესორები

თელ-ავივის უნივერსიტეტის მედიცინის მიმართულების პროფესორები

ჰერცელიას და იხილოვის სამედიცონო ცენტრების ინ ვიტრო დეპარტამენტის ხელმძღვანელები

კონფერენციას წარუძღვებიან რეპროდუქციული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მსოფ. ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტი პერინატალურ მედიცინაში, დიდი ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის წევრი, პირველი სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ასათიანი და ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი ნუკრი კინტრაია.

ქართველ მეან-გინეკოლოგებს, რეპროდუქტოლოგებს, ენდოკრინოლოგებს, კლინიკურ ონკოლოგებს, ანდროლოგებს, რადიოლოგებს, უროლოგებს და ქირურგებს საშუალება ეძლევათ, დაესწრონ სიმპოზიუმს სრულიად უფასოდ.

სიმპოზიუმის ჩატარების ადგილი:
ჰოლიდეი ინნ თბილისი
რეგისტრაციის დასაწყისი: 09:30