Doctor's Search

რატომ არის ესეთი მნიშვნელოვანი კბილების პროტეზირება?

February 15, 2019 Posted By Vipmed.ge

რა გართულებებს შეიძლება წავაწყდეთ თუ კი დროულად არ მოხდება კბილების პროტეზირება?

რატომ არის ესეთი მნიშვნელოვანი კბილების პროტეზირება?
თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკების პაციენტების უმრავლესობას პროტეზირების პროცედურის ერთგვარი შიში აქვთ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამავდროულად, კბილების დაკარგვის შემთხვევაში, ადამიანებისათვის დამატებითი, დესტრუქციული დატვირთვა იქმნება, რაც უმეტეს შემთხვევაში იწვევს არა მხოლოდ დისკომფორტის გრძნობას, არამედ მთელ რიგ სერიოზულ გართულებებს. ამ პრობლემისადმი დაკავშირებული დაუდევრობა და უგულებელყოფა შესაძლო შედეგების შეფასებისას აბსოლუტურად ცხადი ხდება, ამრიგად კბილების პროტეზირება არის აუცილებელი ზომა.

რატომ არის კბილების პროტეზირება აუცილებელი?

უნდა გვესმოდეს, რომ კბილების დაკარგვა ცუდად აისახება თანკბილვაზე . ბუნებრივია, ეს არ გამოიწვევს რაიმე კარგს, ამას მივყავართ მთელი რიგი გართულებებისკენ, და დარჩენილი კბილების მნიშვნელოვანი დეფორმაცისკენ. რა თქმა უნდა, ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ითვალისწინებს თანდათანობით დეფორმაციას, რაც საკმარისად გაწელილია დროში.

მას შემდეგ, რაც საწყის ეტაპზე დესტრუქციული ცვლილებები არ შეინიშნება, პაციენტს შეიძლება გაჩნდეს აზრი, რომ მისი კბილების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მიუხედავად ამისა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აუცილებელია მკაცრი, გადაუდებელი ზომების მიღება. თუმცა, დრო დაკარგულია და ამ შემთხვევაში პროტეზირების პროცესი ძალიან პრობლემატური იქნება.

საბედნიეროდ, თანამედროვე სტომატოლოგია სწრაფად განვითარებადი დარგია შექმნილია ტექნოლოგიები, რომელსაც შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება. მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, გაცილებით გონივრულია, რომ პრობლემის აღსაკვეთად საჭირო ზომები მივიღოთ დროულად, ცხადია, რომ ასეთი პასუხისმგებლობისა და დისციპლინირებული მიდგომა საშუალებას მოგცემთ გადავარჩინოთ და დავზოგოთ არა მარტო დრო და ფული, არამედ ჯანმრთელობაც, რომელიც უზრუნველყოფს მარტივი და სწრაფი გამოსავალის პოვნას არსებულ შემთხვევაში.

წყარო: https://www.facebook.com/Mclinic.georgia/