Doctor's Search

მარიხუანასა და შიზოფრენიას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის კიდევ ერთი მტკიცებულება იქნა დადგენილი

December 28, 2016 Posted By Vipmed.ge

ადამიანები, რომლებსაც შიზოფრენიის განვითარების უფრო დიდი რისკი აქვთ, მეტად მიდრეკილნი არიან ,,კანაფის’’ გამოყენებისკენ. ამ ახალმა კვლევამ ასევე აჩვენა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ნარკოტიკის გამოყენებასა და ამ მდგომარეობას შორის.

ბრისტოლის უნივერსიტეტის კვლევა მოყვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაფრთხილებას, რომელიც წელს ადრე გამოსცეს მეცნიერებმა. მათ შეშფოთება გამოხატეს ფსიქოზის გაზრდილი რისკის გამო იმ ადამიანებში, რომლებიც ამ ნარკოტიკს მოიხმარენ. ამ გაფრთხილებას წინ უძღოდა ახალგაზრდებში მისი გაზრდილი რაოდენობით მოხმარების დადგენას. თუმცაღა, ექსპერტები გვაფრთხილებდნენ, რომ რისკი არ უნდა ყოფილიყო გადაჭარბებულად შეფასებული, რადგან აღნიშნული თემა უფრო დიდ კვლევას მოითხოვდა გონებრივ ჯანმრთელობასა და არალეგალურ წამლებს შორის კავშირის შესასწავლად.

ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ბრისტოლის სკოლის ეს უახლესი კვლევა ნათელს ჰფენს ამ საკითხს, მაგრამ მაინც ფრთხილია, რადგან შედეგები განხილული უნდა იქნეს გონებრივი ჯანმრთელობის სხვა ხელშემწყობი ფაქტორების უფრო ფართო კონტექსტში.

მოპოვებულ იქნა ზოგიერთი მტკიცებულება, რომელიც ამყარებს იმ ჰიპოთეზას, რომ ,,კანაფის’’ გამოყენება ხელშემწყობი ფაქტორია შიზოფრენიის რისკის ზრდაში, ხოლო მეცნიერები გააკვირვა უფრო ძლიერი მტკიცებულების პოვნამ, რომ საპირისპირო კავშირი ასევე შესაძლებელი იყო. ეს წონას მათებს იმ აზრს, რომ ეს წამალი თვითმკურნალობის ფორმით შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული.

,,ჩვენ დავასკვენით, რომ შიზოფრენიის რისკი განაპირობებს ,,კანაფის გასინჯვას’’ -აღნიშნა ეპიდემიოლოგმა სუზი გეიგმა. ,,თუმცა, ეს ურთიერთდამოკიდებულება დასაშვებია ორივე მიმართულებით მუშაობდეს. ჩვენი შედეგები სინამდვილეში არ გვაძლევს საშუალებას ზუსტად განვსაზღვროთ ეფექტის ზომა – ისინი უფრო გვაწვდიან იმ მტკიცებულებას, რომ ეს კავშირი ნამდვილად მიზეზ-შედეგობრივია.’’

კვლევისას გამოიყენეს მენდელის რენდომიზაციის (MR) ტექნიკა, რათა შეემოწმებინათ საზოგადოებრივად მისაღები მონაცემები გენომის მასშტაბის კავშირების კვლევისას. MR არის ინსტრუმენტული ცვლადი სიდიდეების ანალიზი გენეტოკური ვარიანტების გამოყენებით, რომელებიც მოასწავებენ კანაფის გამოყენების ან შიზოფრენიის განვითარების რისკს. MR გამოიყენებოდა როგორც ტრადიციული დაკვირვებითი ეპიდემიოლოგიის ალტერნატივა სხვა ვარიანტების განხილვის მცდელობისას, რაც შესაძლოა ზემოქმედებდეს ამ კავშირზე იმ მოცემულობისას, როცა ადამიანები რომლებიც არჩევენ ,,კანაფის’’ გამოყენებას, ბევრი თვალსაზრიზით უფრო განსხვავებულები არიან დანარჩენებისგან.

ექიმმა გეიგმა დაამატა: ,,ჩვენი შედეგები იყენებს ახლებურ მეთოდს კავშირის ასახსნელად კანაფსა და შიზოფრენიას შორის. სანამ უფრო ძლიერ მტკიცებულებას ვიპოვით, რომ შიზოფრენიის რისკი კანაფის გამოყენებას მოასწავებს და არა პირიქით, ის ვერ წაშლის კანაფის გამოყენებით გამოწვეულ შიზოფრენიის რისკს.

საჭიროა შემდგომი კვლევა კანაფის მომხმარებელთა პოპულაციებში.

ამ კვლევით ჩვენ მხოლოდ შევძელით კანაფის მოხმარების დაწყებაზე დაკვირვება. გენეტიკური ვარიანტების იდენტიფიცირება, რომლებიც კანაფის მძიმე მოხმრებას განაპირობებს, ნამდვილად დაეხმარებოდა კვლევას.

მასალა მოამზადა ნათია მაისურაძემ (MD).

წყარო


ასევე იხილეთ: