Doctor's Search

როცა გული გაწუხებთ…

February 11, 2019 Posted By Vipmed.ge

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე წამყვანი კარდიოლოგიური კლინიკა არსებობს, პაციენტების უმრავლესობა, რომელთაც გული აწუხებთ, მაინც დაბნეულია: – კლინიკები ფაქტობრივად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ფაქტობრივად პაციენტს ერთი და იგივე სერვისს სთავაზობენ. მკურნალობის ძირითადად ფორმად რჩება მედიკამენტები და ინვაზიური ჩარევები (სტენტი, შუნტირება, კარდიოსტიმულატორი).

ნუთუ არ არსებობს ალტერნატივა იმ პაციენტებისთვის, რომელთა დაავადება მხოლოდ საწყის ეტაპზეა და იწყებს პროგრესირებას. როცა ამ პრობლემას ჩავუღრმავდით და მოვიძიეთ – აღმოვაჩინეთ კლინიკა „მარჯი“, საბურთალოს ტერიტორიაზე , ანჯაფარიძის 23 ნომერში, საპატრიარქოს ტელევიზიის მიმდებარედ, რომელიც გულის დაავადებების კვლევის და მკურნალობის განსხვავებული მიდგომით გამოირჩევა და ამ ეტაპზე ერთადერთია.

აღმოჩნდა, რომ უმნიშვნელო ჩივილების დროსაც კი შესაძლებელია ამ დაავადებების გამოვლენა, მარტივი არაინვაზიური, კომპიუტერული კვლევით – კარდიოვიზორით. ეს არის სკრინინგის ზუსტი და იდეალური ვერსია. პაციენტი საკუთარი თვალით ხედავს თავისი გულის მდგომარეობას დინამიკაში . მას არ სჭირდება ამისათვის სპეციალური განათლება.

კვლევასთან ერთად „მარჯში“ დანერგილია “უსისხლო შუნტირების“ მეთოდი, რომლის ეტაპობრივად გამოყენება აღადგენს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას. გულის მძიმე ქრონიკული უკმარისობის დროსაც კი. (ეს არის სისხლის მიმოქცევის არაინვაზიური დამხმარე საშუალება, რომელიც განტვირთავს გულს და ხელს უწყობს ახალი კაპილარული ქსელის წარმოქმნას).

მეთოდი დაიხვეწა შვეიცარიაში და წარმატებით გამოიყენება რამდენიმე ქვეყანაშიც.

წარმოადგენს ბუნებრივ ანტისტრესულ საშუალებასაც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს დაძაბულ, აგრესიულ გარემოში. (უცხოეთში ამ პროცედურებით ხშირად სარგებლობენ საქმიანი და წარმატებული ადამიანები).

კლინიკაში შექმნილია მშვიდი გარემო. პროცედურა სასიამოვნო და კომფორტულია.

დაინტერესებულ პირებს კლინიკასთან დაკავშირება შეუძლიათ ნომერზე: 2 998 277 „მარჯი“