Doctor's Search

სამედიცინო ცენტრი “ლანცეტი”

 

“ლანცეტის” განახლებული გუნდი – სრული პასუხისმგებლობით,
თქვენი ჯანმრთელობისთვის!

სამედიცინო ცენტრი “ლანცეტი” კავკასიის რეგიონში უდიდესი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რეგიონალური, მულტიპროფილური, უმსხვილესი ახალგაზრდა კლინიკა, სულ 3 წლის ისტორიით. ყველა სამედიცინო სერვისი ერთ სივრცეში, უახლესი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით, კეთილგანწყობილი და პაციენტზე ორიენტირებული გუნდით. ნებისმიერი სოციალური ფენის, ერისა და გემოვნების პაციენტისათვის.

კლინიკა “ლანცეტის” 9 სართულზე 18 დეპარტამენტია განთავსებული. სამედიცინო ცენტრს გააჩნია 17 საოპერაციო ბლოკი, რომელიც პროფილების მიხედვით არის განლაგებული და წარმატებით ხორციელდება სხვდასხვა სახის მძიმე და სიციცხლის გადასარჩენი თუ შემანარჩუნებელი ოპერაციები.
2017 წლიდან კლინიკა “ლანცეტს” ახალი გუნდი ჩაუდგა სათავეში. წარმატებულ მენეჯერთა და მაღალკვალიფიციურ მედიკთა ჯგუფი ახალი გეგმებითა და ამბიციებით შეუდგა საქმიანობას. კლინიკის ახალი ხელმძღვანელობა ორიენტირებულია მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე დაბალ ფასად. ამ მიზნით ჰოსპიტალი არაერთ საინტერესო და პაციენტის ინტერესებზე მორგებულ სიახლეს სთავაზობს ადგილობრივ და მეზობელი ქვეყნების მოსახლეობას.

კლინიკის ახალი გუნდის მიზანია საზოგადოებაში ჯანდაცვის კულტურის ამაღლება და მოსახლეობაში პროფილაქტიკური კვლევების აუცილებლობის დანერგვა. ამ მიზნით სამედიცინო ცენტრის ექიმები სისტემატიურად ატარებენ გასვლით უფასო გასინჯვებს რაიონებში, კლინიკაში კი იმართება ჯანმრთელობის კვირეულები სპეციალური ფასდაკლებებით კვლევებზე და უფასო კონსულტაციები მაღალპროფესიონალ ექიმებთან.

კლინიკა ორიენტირებულია ურგენტულ და გეგმიურ მიმართვიანობაზე და კომპონენტზე. 24 საათიან რეჟიმში მზადაა მიიღოს ყველა სფეროს და მიმართულების ავადმყოფი. მისი სიმძიმის და მიმართულების მიუხედავად. კლინიკა აღჭურვილია უახლესი, ულტრათანამედროვე და მაღალტექნოლოგიური აპარატურით და ლაბორატორიით. ავადმყოფთა ახლობლებისა და სტუმრებისთვის, ფუნქციონირებს კაფეტერია და სასტუმრო.

კლინიკაში წარმატებით ფუნქციონირებს და ფართოვდება სარეზიდენტურო პროგრამა სხვადასხვა პროფილის მიხედვით და ამ სასწავლო პროგრამას ხელმძღვანელობენ ქვეყნის წარჩინებული და მაღალკვალიფიციური სასწავლო პროგრამაში მონაწილე სხვადასხვა სამედიცინო ხარისხის მქონე კლინიკა “ლანცეტის” მოქმედი ექიმები.

ასევე კლინიკის ბაზაზე გაიხსნა საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი, რომელიც მოამზადებს მაღალკვალიფიციურ და მოთხოვნად კადრებს ექთნის კვალიფიკაციით.

ჩვენი კლინიკის წამყვანი სპეციალისტები გახლავთ:

group lancet

რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში სრულდება ოპერაციები შემდეგი მიმართულებებით:

  • კარდიოქირურგია
  • ნეიროქირურგია
  • ონკოლოგია
  • ყბა-სახის ქირურგია
  • ანგიოქირურგია
  • თორაკო-აბდომინური ქირურგია
  • ორთოპედია – ტრავმატოლოგია

ასევე ჰოსპიტალი მოიცავს შემდეგ სერვისებს:

  • ამბულატორია;
  • ემერჯენსი;
  • ინტერვენციული რადიოლოგია;
  • კლინიკური და ინტერვენციული კარდიოლოგია;
  • ყელ-ყურ-ცხვირი;
  • ოფთალმოლოგია;
  • უროლოგია;
  • ინ-ვიტრო;
  • სამშობიარო;
  • გინეკოლოგია;
  • ნეონატოლოგია;
  • ნეიროქირურგია და ნერვოლოგია;
  • ქირურგია (ენდოსკოპია);
  • ქიმიოთერაპია;
  • ლაბორატორია.

სრული პასუხისმგებლობით – თქვენი ჯანმრთელობისთვის!

იხილეთ კლინიკის მიმდინარე აქციები!


საკონტაქტო ინფორმაცია

სამედიცინო ცენტრი “ლანცეტი”
თბილისი, საქართველო
აღმაშენებლის ხეივანი,მე-12 კმ
ტელ.: + 995 322 101 100; +995 577 600 112; +995 577 33 99 00
ელ. ფოსტა: info@mclancet.com
ვებ-საიტი: http://mclancet.com