Doctor's Search

მრავალპროფილური კლინიკა – “მედი პრივე”

Medi-Prive

განსხვავებული კონცეფციის, მრავალპროფილური კლინიკა – “მედი პრივე” 2013 წლიდან ფუნქციონირებს. მყუდრო, მეგობრული გარემო, მაღალი ხარისხის მომსახურება და დახვეწილი ინტერიერი, არღვევს სამედიცინო დაწესებულებების სტერეოტიპს. აქ თქვენი ჯანმრთელობა თუ ესთეტიური სილამაზე მხოლოდ დარგის მაღალპროფესიონალი კადრების ხელშია.

 

კლინიკის განსხვავებული „ბუტიკური“ კონცეფცია გულისხმობს თანამედროვე სამყაროში უკვე კარგად დამკვიდრებულ ტერმინს „კონსიარჟ სამედიცინო“ მომსახურეობას – სადაც ექიმები პაციენტებთან მეტ დროს ატარებენ, გულისყურით უსმენენ მათ ყოველ ჩივილს, მონიტორინგს უწევენ მათ სრულ გამოჯანმრთელებამდე.

კლინიკის მომსახურეობა მოიცავს როგორც სამედიცინო, ასევე ესთეტიური მედიცინის მიმართულებებს, კერძოდ: გინეკოლოგიურ, ექოსკოპიურ, გასტროენტეროლოგიურ, დერმატოლოგიურ, ენდოკრინოლოგიურ,ბავშვთა და ზრდასრულთა ფსიქოთერაპიულ, კოსმეტოლოგიურ და სხვა სამედიცინო მომსახურეობის სპექტრს.

კლინიკა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატებით – ამიერკავკასიაში მხოლოდ თბილისში, კლინიკა „მედი პრივეში“ წარმოდგენილი “Lumenis Infinity“-ის ლაზერული ეპილაციის აპარატი, რომლის უმთავრესი უპირატესობა არასასურველი თმისგან სამუდამოდ განკურნებაა (საშუალოდ 5 პროცედურა), ასევე “Philips“-ის ულტრაბგერითი კვლევის აპარატი, “Roche“-ის ლაბორატორიული დანადგარები და ფრანგული ლუქს ბრენდის “Guinot”-ის სახის გამაახალგაზრდავებელი აპარატები, რომლის შთამბეჭდავი შედეგები პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობის აღფრთოვანებას იწვევს.

რატომ უნდა ავირჩიოთ „მედი პრივე“

• სამედიცინო დარგის საუკეთესო სპეციალისტები;
• წევრებზე მორგებული საათები;
• ვიზიტის დრიოს დანიშვნა ხდება პაციენტის ინდივიდუალური მოთხოვნის გათვალისწინებით;
• თითოეული ვიზიტი არ არის დროში შეზღუდული;
• ჩვენთვის ყველა წევრი არის განსაკუთრებული;
• ოჯახური და მეგობრული გარემო, სადაც ყოველთვის თბილად დაგხვდებიან.

ჩვენი გუნდი:

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 მრავალპროფილური კლინიკა – “მედი პრივე”

მის.: იაკობ ნიკოლაძის ქუჩა 6, თბილისი 0179
ტელ.: + 995 570 30 90 90; 995 322 90 30 90

FB.: Medi Prive • მედი პრივე
Youtube: https://www.youtube.com/channel/UCcXUNaHoXymtBW6CdYSpRIA
Instragram: Medi Privé (@medi_prive)

სამუშაო საათები:
ორშაბათი – პარასკევი 09:00 – 21:00
შაბათი – კვირა 09:00 – 21:00