Doctor's Search

მელაქსამინი / Melaxamine

გამოყენების ინსტრუქცია

Melaxamine

კაფსულები #30

ერთი კაფსულის შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: მელატონინი 3 მგ, L-გლიცინი 400 მგ.
დამხმარე ნივთიერება: მაგნიუმის სტეარატი.

მელატონინი - მისი ძირითადი თვისებაა ძილის რეგულაცია. იგი წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს, რომელიც აწესრიგებს ცირკადულ რითმებს. მას შეუძლია შეცვალოს უარყოფითი ემოციური მდგომარეობა, შეამციროს სხვადასხვა სტრესით გამოწვეული შფოთვა. მელატონინის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა ანტიოქსიდანტური აქტივობა, რომლის მექანიზმი ვლინდება თავისუფალი რადიკალების შებოჭვაში, მათ შორის ეგზოგენური კანცეროგენების.

გლიცინი – წარმოადგენს მწვავე ცერებრალური იშემიის მექანიზმში დამამუხრუჭებელ ნეიროტრანსმიტერს, აქვს უნარი შებოჭოს იშემიის პროცესში წარმოქმნილი დაბალმოლეკულური ტოქსიური პროდუქტები, ცნს-ში უზრუნველყოფს დაცვით ფუნქციებს, ამცირებს ნერვულ დაძაბულობას და გაღიზიანებადობას, ზრდის გონებრივ შრომისუნარიანობას. გლიცინის მოქმედებით უმჯობესდება გუნება-განწყობა და შრომისუნარიანობა, რაც დადებითად აისახება ადამიანის ადაპტაციაზე ოჯახსა და სამსახურში, ის აადვილებს ჩაძინების პროცესს და აღადგენს ძილს, ხელს უშლის ნევროზების შედეგების ზემოქმედებას ცნს-ზე, შინაგან ორგანოებსა და სისხლძარღვებზე.

ჩვენება:

  • გაძნელებული ჩაძინება;
  • ღამით ხშირი გაღვიძება და ძილის ცირკადული რითმის დარღვევა;
  • საათობრივი სარტყლის ცვლილებები-ადაპტაციის მიზნით;
  • სტრესული მდგომარეობები;
  • ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დაზიანებები, მათ შორის კლიმაქტერული პერიოდი.

უკუჩვენება:

  • ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
  • ორსულობა და ძუძუთი კვება.

მიღების წესი და დოზები:
1-2 კაფსულა დღეში, დაძინებამდე 30 წთ-ით ადრე. კაფსულა მიიღება მთლიანად, 1/2 ჭიქა წყლის მიყოლებით.

გამოშვების ფორმა:
15 კაფსულა ბლისტერზე, 2 ბლისტერი მუყაოს შეფუთვაში.

მწარმოებელი:

Grand Medical Poland Sp. Zo.o. Michaela Faradaya 2,
03-233 Warsaw, Poland Tel.: +48 22 35 00 270, fax +48 22 35 00 277
Grand Medical Group AG -ისთვის, Switzerland.