Doctor's Search

„მენტალვიტა“ – ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი

mentalvita

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი მყუდრო და მშვიდ გარემოში გთავაზობთ:

მაღალკვალიფიცირებულ, პიროვნებაზე ორიენტირებულ ფსიქიატრიულ  და ფსიქოლოგიურ დახმარებას. ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი „მენტალვიტა“ დაფუძნდა 2009   წელს და წარმოადგენს პირველ კერძო ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს ამიერკავკასიაში.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი უზრუნველყოფს სრულფასოვან დახმარებას ყველა ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანისათვის. მათ შორის: ნევროზულ, სტრესთან დაკავშირებულ აშლილობებს, სომატოფორმულ აშლილობებს, საკვების მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს (ანორექსია, ბულიმია), არაორგანული ბუნების ძილის დარღვევებს,  ობსესიურკომპულსურ აშლილობებს (აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი), რეაქციას მწვავე სტრესზე და ადაპტაციის დარღვევებს, პიროვნულ აშლილობებს (ფსიქოპათია), ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეულ ფსიქიკურ აშლილობებს და ენდოგენურ ფსიქიკურ აშლილობებს (შიზოფრენია, ბიპოლარული აფექტური აშლილობა და ა.შ.)

კლინიკაში გამოიყენება მსოფლიოში არსებული მკურნალობისა და რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდები. თერაპიული ალგორითმები ემყარება აშშ–სა და დასავლეთ ევროპის ფსიქიატრიულ პრაქტიკაში მიღებულ სამკურნალო სქემებს. მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად აქტიურადაა გამოყენებული უახლესი ფსიქოთერაპიული და ფსიქოკორექციული მეთოდიკები.

ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, რომელიც მკურნალობის პირველი დღეებიდან იწყება, მოიცავს ფსიქოთერაპიისა და არტთერაპიის სხვადასხვა ფორმებს.

კლინიკა უწევს კვალიფიციურ სტაციონარულ და ამბულატორიულ დახმარებას ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს. კლინიკაში ასევე ფუნქციონირებს დღის ამბულატორიის რეჟიმი, რომელიც განსაკუთრებით კომფორტულია იმ ადამიანებისათვის რომლებსაც უნდათ მიიღონ სრულფასოვან სტაციონარულ მკურნალობასთან მიახლოვებული მკურნალობა აქტიურ ცხოვრებიდან მოუწყვეტლად.

კლინიკაში არის 2–3 ადგილიანი კომფორტული პალატები. ყველა პაციენტი უზრუნველყოფილია სრულფასოვანი 4–ჯერადი კვებით.

ჩვენი კლინიკის სპეციალისტები გახლავთ:


  • ნატალია ნანეიშვილი – სტაციონარის უფროსი ექიმი, კლინიკის კონსულტანტი
  • ლალი ბანძელაძე – ექიმი-ორდინატორი, კლინიკის კონსულტანტი
  • სალომე გოგავა – ექიმი-ორდინატორი, კლინიკის კონსულტანტი

კლინიკის კონსულტანტები გახლავთ:

  • ნანა ბუჟღულაშვილი – ფსიქიატრი
  • მანანა გორდეზიანი – ნევროლოგი
  • თამარ ქიშმარეია – თერაპევტი
  • სალომე შიუკაშვილი – ფსიქოთერაპევტი
  • მანანა წულუკიძე – ფსიქოლოგი
  • მაია გოგიჩაძე –ფსიქოლოგი
  • ეკატერინე ყურაშვილი – ნარკოლოგი

მისამართი:
ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი “მენტალვიტა”

თბილისი 0162 , საქართველო
ტ. ტაბიძის (ვაკე) ქ. N 39,
ტელეფონი: (+995 32 ) 229 35 25
ელ.ფოსტა: mentalvita@gmail.com
ვებ–გვერდი: www.psychiatry-mentalvita.ge