Doctor's Search

კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი

kanisa da vensneulebebis erovnuli centri 001

გამოცდილება და მაღალი პროფესიონალიზმი – ეს არის ის, რითაც ჩვენ ვამაყობთ!

საქართველოში დერმატო-ვენეროლოგიური სამსახურის ოპტიმიზაციის მიზნით მოხდა შპს „ქ.თბილისის კანისა და ვენსნეულებათა კლინიკური დისპანსერის“ (მდებარე კონსტიტუციის ქ. N 4) შერწყმა სს „კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან“ (მდებარე ნინოშვილის ქ. N 55). მრავალწლიანი მდიდარი გამოცდილების მქონე ზემოაღნიშნული ორი კოლექტივი მუშაობას აგრძელებს შპს „კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრის“ სახით, რომელიც ამჟამად მდებარეობს ლუბლიანას ქ. N 5 (დიღომი, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობა).

 

მაღალკვალიფიციური დერმატო-ვენეროლოგების მთელი პლეადა კანის დაავადებათა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტიკას და მკურნალობას ახორციელებს უახლესი, მსოფლიოში აპრობირებული სტანდარტებით.

ცენტრის სამეცნიერო მიღწევები ასახულია სამეცნიერო შრომების კრებულთა 22 ტომში, საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა სამეცნიერო კონფერენციების მასალებში, სამამულო და საზღვარგარეთის პრესაში, გამოქვეყნებულია 2000-მდე შრომა, აგრეთვე გამოცემულია სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, სამეცნიერო-პოპულარული ბროშურები. ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამართულ სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში (აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, ესტონეთი, ლიტვა, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, ჰოლანდია, ისრაელი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, შვედეთი, ნორვეგია, პორტუგალია, ესპანეთი, ავსტრია, ბელგია, საბერძნეთი, სლოვენია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ტაილანდი და სხვა).

კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის ექიმები: 

 

ცენტრში მუშაობს შემდეგი დეპარტამენტები:
დერმატოლოგიური დეპარტამენტი
დერმატო-კოსმეტოლოგიური დეპარტამენტი
თმის და ფრჩხილის სამკურნალო-დიაგნოსტიკური დეპარტამენტი
სქესობრივი გზით გადამდებ (სგგ) დაავადებათა დეპარტამენტი
ვირუსული ინფექციების დეპარტამენტი
ანდროლოგიური დეპარტამენტი
განყოფილება “ჯანმრთელობის კაბინეტი”
კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ლაბორატორია
ფოტო და სხივური თერაპიის დეპარტამენტი
აფთიაქი
დღის სტაციონარი
საქონტაქტო ინფორმაცია:

კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი.
თბილისი, 0159. საქართველო
დიღმის მასივი, ლუბლიანას ქ.5
(ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო)
ტელ.: 2 95–77–44; 2 95–06–26; 2 95–46–43.
ელ. ფოსტა: geoncdv@gmail.com