Doctor's Search

8 ივნისს განახლებული “ჟორდანიას კლინიკა” გაიხსნა

June 8, 2017 Posted By Vipmed.ge

კლინიკებისა და მომსახურების მოდერნიზაცია, პაციენტზე მორგებული სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარება, მომსახურების ხარისხის ზრდა და მუდმივი მონიტორინგი – სწორედ ამ მიზნით ქართულ რეალობაში არსებული წამყვანი სამედიცინო ცენტრები VIVO Medical Group-ის სახელით გაერთიანდნენ.

გაერთიანებაში ქართულ ბაზარზე არსებული წამყვანი მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრები შედიან. ესენია თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი და ჟორდანიას კლინიკა.

VIVO Medical Group-ში გაერთიანებული ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი 1958 წლიდან ითვლება ლიდერ დაწესებულებად რეპროდუქციის სფეროში. ჯგუფში გაერთიანების შემდეგ კი ის სრულად განახლდა გარემონტდა და ახალი შემადგენლობით, ესპანურ რეპროდუქციულ ცენტრ (IVI) – ისთან თანამშრომლობით იწყებს ფუნქციონირებას. შეიცვალა სამედიცინო ცენტრის დასახელებაც და ის ბაზარზე “ჟორდანიას კლინიკის” სახელწოდებით იწყებს მუშაობას. კლინიკა პაციენტებს მაქსიმალურად რაციონაზირებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებულ სამედიცინო სერვისებს სთავაზობს, რომელთა ხარისხი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ანალოგებთან.

“ჟორდანიას კლინიკა წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ წამყვან სპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით. კლინიკაში დანერგილი მკურნალობისა და დიაგნოსტიკური გამოკვლევების მრავალწლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე მეთოდების მიხედვით, პროფესიონალ ექიმთა გუნდი უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის გარანტიას იძლევა. ესპანურ რეპროდუქციულ ცენტრ IVI-სთან თანამშრომლობის და საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით კლინიკაში უზრუნველყოფილია უნაყოფობასთან დაკავშირებული პრობლემების დიაგნოსტიკა და მკურნალობა,” – განაცხადა ჟორდანიას კლინიკის ხელმძღვანელმა ნანა ჯანელიძემ.

ჟორდანიას კლინიკა ჯგუფში გაერთიანების შემდეგაც ინარჩუნებს მის მთავარ მიმართულებას რეპროდუქტოლოგია-გინეკოლოგიას. საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით ცენტრში დანერგილია უნაყოფობის და უშვილობის მკურნალობის უსაფრთხო, ეფექტური და წარმატებული მეთოდები დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ჩათვლით.

კლინიკის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი ჩატარდა 8 ივნისს 16:30 საათზე. განახლებულ კლინიკას ახალი ხელმძღვანელი ნანა ჯანელიძე გახსნის. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები.

წყარო: www.interpressnews.ge


ასევე იხილეთ: