Doctor's Search

“ჩვენს კლინიკაში ყველა ქალბატონს შეუძლია ჩაიტაროს უფასო სკრინინგული გამოკვლევა” – ნიკოლოზ სარაული

August 3, 2017 Posted By Vipmed.ge

ბოლო საუკუნის კონკურენტულ და ცვალებად სამყაროში განვითარებული ტექნოლოგიების საშუალებით სულ უფრო მეტად იხვეწება სამედიცინო მომსახურების სფერო, განსაკუთრებული სისწრაფით კი პროგრესს განიცდის აპარატურა და იზრდება მისი როლი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. უახლესი ტექნოლოგიები ექიმებს შესაძლებლობას აძლევს სწრაფად და ეფექტურად დასვან დიაგნოზი და ამ დიაგნოზის საფუძველზე სწორი მკურნალობა დაუნიშნონ პაციენტებს. გინეკოლოგიის თანამედროვე სერვისებსა და მიდგომებზე სამედიცინო პორტალ „VIPMED.GE” -ის ჟურნალისტს სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვნელი -ნიკოლოზ სარაული ესაუბრა.

გვიამბეთ თქვენი კლინიკის გინეკოლოგიური დეპარტამენტის თავისებურებების შესახებ?

ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგიური დეპარტამენტი ახალი გუნდითა და სერვისებით 2017 წლიდან არის წარმოდგენილი. ამ პერიოდიდან დაიწყო და დაინერგა კვლევებისა და მკურნალობის ახალი მეთოდები.

ჩვენს კლინიკაში მიმდინარეობს რებრენდინგი, ანუ განახლება და სექტემბრიდან ჩვენი მოსახლეობის წინაშე ახალი პროექტებით, აქციებით, მიდგომებითა და სტრატეგიით წარვსდგებით. თითოეული დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს ამ კუთხით, ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში კიდევ უფრო განვავითარებთ ლაპაროსკოპიას და გავზრდით მის როლს როგორც გინეკოლოგიაში, ასევე ონკოლოგიაში და დავგეგმავთ უფრო ფართო მასშტაბურ ლაპარასკოპიულ ოპერაციებს, რაც საქართველოში ამ ეტაპზე არ არის დაგეგმილი და განვითარებული.

არა მხოლოდ ჩვენი დეპარტამენტის, არამედ ზოგადად კლინიკის პრინციპია, რომ თითოეული შემთხვევა კონსილიუმის საფუძველზე იქნას განხილული, სადაც დაესწრება ყველა ის ძირითადი რგოლი, რომელიც საჭირო ქირურგიულ მკურნალობას ითვალისწინებს. თითოეული მათგანი დიაგნოზიდან გამომდინარე ჩართულია კონსილიუმში. ძირითადად, მონაწილეობას იღებენ: კარდიოლოგები, თერაპევტები, ქირურგები, რეპროდუქტოლოგები, ონკოლოგები. ეს ის მთავარი რგოლია, რომელიც პაციენტის მართვის ტაქტიკის შემუშავებაში იღებს მონაწილეობას.

რას გვეტყვით ლაპაროსკოპიურ მიდგომებზე?

ლაპაროსკოპიური მიდგომებით კეთდება ყველა ის ქირურგიული მასშტაბები, რომლებიც ლაპაროსკოპიით არის მოწოდებული. როგორებიცაა: ლაპაროსკოპიული მიომექტომია, ჰისტერექტომია, ამპუტაცია, კისტექტომია, ტუბექტომია, ჰისტეროსკოპია და დიაგნოსტიკა. ასევე ავთვისებიანი პროცესების დროს მაგალითად ჰისტერექტომია ლიმფოდისექცია, ჰისტერექტომია ომენტექტომია და სხვა რომელთა შესახებ ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ კლინიკის ვებ – გვერდზე.
ჩვენს კლინიკაში რეპრუდოქტოლოგიური მიმართულება საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებს და ერთობლივი ძალებით პაციენტის მკურნალობას ვემსახურებით, ვახდენთ თითოეული პაციენტისთვის მისთვის სათანადო მკურნალობის შერჩევას. საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთთან შეთანხმებით ვახორციელებთ, როგორც კონსერვატიულ ასევე ქირურგიულ მკურნალობასაც.ზოგჯერ დაკვირვებაა საჭირო ე.წ. ობზერვაცია და მხოლოდ მის შემდგომ, გამოკვლევების საფუძველზე თავიდან ვახდენთ მკურნალობის ტაქტიკის შერჩევას.

რა სერვისებს სთავაზობთ გინეკოლოგიურ დეპარტამენტში მოსულ პაციენტებს?

ჩვენი ძირითადი აქცენტია, დავინახოთ ფართო მასშტაბები ლაპაროსკოპიით. ამავდროულად, პაციენტებს ვთავაზობთ ყველანაირ ქირურგიულ მკურნალობას გაკვეთით, ანუ ლაპაროტომიით როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი პროცესების დროს. ასევე ვაგინალური მიდგომით საშვილოსნოს პროლაფსებს, ცისტოცელე რექტოცელეს (ე.წ. საშვილოსნოს გამოვარდნა, წინა უკანა კედლის დაწევებს), ვახორციელებთ ვაგინალურ ჰისტერექტომიებს, შარდის შეუკავებლობის დროს ე.წ. TOT- ოპერაციას, პრომონტოფიქსაციებს და სხვა სახის ოპერაციებს.

როგორ არის თქვენს კლინიკაში წარმოდგენილი ონკოლოგიური გინეკოლოგია?

ჩვენს კლინიკაში ონკოლოგიური გინეკოლოგიის მიმართულებით ასევე ჩამოყალიბებული გუნდი მუშაობს, როგორც ქირურგიული, ისე კონსერვატული კუთხით, რაც ნიშნავს იმას, რომ სამედიცინო ონკოლოგიაც ძალიან განვითარებულია. ჩვენ არ ვართ ორიენტირებული მხოლოდ ოპერაციული ტექნიკის გამოყენებაზე. ნებისმიერი ეტაპის, მით უმეტეს, ონკოლოგიურ პაციენტთან, ოპერაციამდელი ანუ პრეოპერაციული გამოკვლევები, ინტრაოპერაციულად და პოსტოპერაციულადაც სრული სერვისის განხორციელება უშუალოდ ჩვენი კლინიკის ბაზაზე ხორციელდება. როდესაც პაციენტი მოგვმართავს, ჩვენდა საბედნიეროდ, მისი გადამისამართება სხვა კლინიკაში არ გვიწევს, რაც ჩვენთვისაც და პაციენტისთვისაც ძალიან დიდი კომფორტია. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ტარდება მაღალი ხარისხის პირობებში.

როგორ ფუნქციონირებს თქვენთან ენდოსკოპიური ქირურგია?

ენდოსკოპიური ქირურგია ანუ ლაპაროსკოპია ჩვენთან უახლოესი აპარატურით არის წარმოდგენილი. ვმუშაობთ KARL STORZ – ის წარმოების აპარატურით, 2015 წლის მოდელით.

რას გვეტყვით თქვენი კლინიკის ტექნოლოგიებზე?

ჩვენს კლინიკაში ლაპაროსკოპიის გარდა ძალიან განვითარებულია რეპრუდოქტოლოგიური მიმართულება და ჩვენც მათთან ერთად ვახდენთ პაციენტის მკურნალობას, ვგეგმავთ მკურნალობი გეგმას თითოეული პაციენტიდან გამომდინარე. საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთთან შეთანხმებით ვახორციელებთ, როგორც კონსერვატიულ ასევე ქირურგიულ მკურნალობასაც.ზოგჯერ დაკვირვებაა საჭირო ე.წ. ობზერვაცია და მხოლოდ მის შემდგომ, გამოკვლევების საფუძველზე თავიდან ვახდენთ მკურნალობის ტაქტიკის შერჩევას.
ძირითადად, პაციენტები რომელი დაავადებებით მოგმართავენ?

პაციენტები ყველა პათოლოგიით მოგვმართავენ კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პროცესების დროსაც. პროცენტულად ნამდვილად არ დაგვითვლია, თუ რომელი დაავადებით მომართვიანობაა ყველაზე ხშირი.

რა აქციებს სთავაზობთ თქვენთან მოსულ პაციენტებს?

ჩვენი კლინიკა ჩართულია თბილისის მერიის სკრინინგის პროგრამაში, რომელიც ჩვენმა დეპარტამენტმა საკმაოდ კარგად აითვისა და მომმართვიანობაც ძალიან მაღალია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით ეს პროგრამა შეზღუდულია და ითვალისწინებს მხოლოდ თბილისის მოსახლეობას, ჩვენი კლინიკის დირექციამ გადაწყვიტა დარჩენილი მოსახლეობის ყველა ქალბატონს შესთავაზოს აქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს შეუძლია მობრძანდეს კლინიკაში: ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს და ჩაიტაროს უფასო სკრინინგული გამოკვლევა ჩვენი კლინიკის ბაზაზე. ეს არ არის გათვალისწინებული სკრინინგით, თუმცა ჩვენი დეპარტამენტი მათ საშუალებას აძლევს ჩაიტარონ ისეთი გამოკვლევები, როგორებიც არის: პაპ -ნაცხი, მამოლოგისა, გინეკოლოგის და რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია სრულიად უფასოდ.

ასევე გვაქვს შიდა აქციები, რომლებიც სხვადასხვა სახის ფასდაკლებებს გულისხმობს, ექოსკოპიასა და სხვა კვლევებზე, რაც უშუალოდ დიაგნოზიდან გამომდინარე ან დიაგნოზის დასასმელად დასჭირდება პაციენტს, მაგალითად: CT კვლევა, MRT კვლევა, ლაბორატორიული კვლევები და სხვა. მიმდინარე აქციების ნახვა შესაძლებელია ჩვენი კლინიკის ვებგვერდზე. დაწვრილებითი ინფორმაციის ნახვა საზოგადოებას სამედიცინო პორტალ “VIPMED. GE”-ზეც შეუძლია, რადგან ამ პორტალმა ხალხს გაუმარტივა ინფორმაციის მიღება და ყველას აქვს საშუალება გაიგოს რა მომსახურების მიღებაა შესაძლებელი და რა ფასად.

XXI საუკუნეში ინფორმაციის მიღების საშუალება ინტერნეტია და საზოგადოების უმრავლესობა სწორედ მისი საშუალებით იძიებს სასურველ ინფორმაციას. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სამედიცინო პორტალი “VIPMED. GE”.

თქვენი აზრით, რა მნიშვნელოვან ინფორმაციას აძლევს ჩვენი საიტი საზოგადოებას?

სამედიცინო პორტალი “VIPMED. GE” საკმაოდ ინფორმატიულია და ჩვენი კლინიკა აქტიურად თანამშრომლობს მასთან. ამ პორტალზე განთავსებული თითოეული დეტალი ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის. ჩვენი ინფორმაციის ზოგადი წარდგენა თქვენი საიტიდან ხდება და საზოგადოება ძალიან ვრცელ წარმოდგენას იღებს თითოეულ კლინიკაზე, ექიმსა თუ მომსახურებაზე. პაციენტები ძალიან მცირე კითხვებით მოდის ჩვენთან, რადგან ძირითადი ინფორმაცია თქვენი პორტალიდან სრულიად გააზრებულად მიდის მათთან. რაც ყველაზე მთავარია, სამედიცინო პორტალი “VIPMED. GE” – სამ ენაზეა: ინგისურად, რუსულად და ქართულად. შესაბამისად, ყველა ადამიანს შეუძლია მიიღოს სასურველი ინფორმაცია.

YouTube Preview Image

ნათია ღამბაშიძე


მსგავსი ინფორმაცია:

მასალის გამოყენების პირობები