Doctor's Search

ვალერიან ხუროძის თვალის კაბინეტი

khurodze

ორთოკერატოლოგიის ცენტრი

კლინიკის დირექტორი:
მთავარი ექიმი – ვალერიან ხუროძე

 ზოგადი ინფორმაცია:

  • თვალის დაავადებათა ზუსტი დიაგნოსტიკა
  • თვალის დაავადებების (მათ შორის სიელმის და ზარმაცი თვალის) მაღალეფექტური მკურნალობა
  • ნებისმიერი სირთულის სათვალის და კონტაქტური ლინზების შერჩევა

  საქართველოში მხოლოდ ჩვენთან ტარდება ორთოკერატოლოგიური (OK)ლინზების შერჩევა.

    ამ ლინზებზე გადასვლა შეუძლია პრაქტიკულად ყველას, ვინც ატარებს სათვალეს ან ნებისმიერი სახის ჩვეულებრივ კონტაქტურ ლინზებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ OK ლინზები გამოიყენება როგორც მიოპიის (ახლომხედველობის), ისე ჰიპერმეტროპიის (შორსმხედველობის) და ნებისმიერი სახის ასტიგმატიზმის დროს. OK ლინზები შეუცვლელია ანიზომეტროპიის (ორ თვალს შორის დიდი ოპტიკური სხვაობის) და ამბლიოპიის (ზარმაცი თვალის) შემთხვევაში. OK ლინზები განსაკუთრებით საჭიროა მათთვის, ვისაც სათვალის ან ჩვეულებრივი კონტაქტური ლინზების ტარება გარკვეულ სიძნელეებს ან უხერხულობას უქმნის. ასეთი პაციენტების ნუსხა კი საკმაოდ მრავალფეროვანია:

    პირველ რიგში- ბავშვებში და მოზარდებში:

  OK ლინზები აფერხებენ მიოპიის პროგრესირებას ( ანუ პრაქტიკულად აჩერებენ მინუსის ზრდას), ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც ახლომხედველობა ძირითადად პროგრესირებს პაციენტებში 5-დან 18 წლამდე, ხოლო ამ ასაკში კი რეფრაქციული ოპერაციის ჩატარება წინააღმდეგჩვენებად ითვლება. გარდა ამისა, ბავშვებისა და მოზარდების საკმაო ნაწილს ხშირად ავიწყდება ჰიგიენის წესების დაცვა ჩვეულებრივი კონტაქტური ლინზების ტარების დროს. OK ლინზების ტარებისას ეს პრობლემა ძალაუნებურად იხსნება, რადგან დღისით ბავშვს თვალებზე არაფერი არ უკეთია.

   OK ლინზების მოქმედების, მექანიზმი საკმაოდ რთულია, ამიტომ მის დაწვრილებით აღწერას აქ არ შევუდგებით. თუმცა პოპულარული ენით რომ ვთქვათ ღამის ლინზა ცვლის თვალის მახასიათებლებს და დილისთვის თვალი მზადაა კარგი მხედველობისთვის მთელი დღის განმავლობაში. ამ მიზნის მისაღწევად ლინზას აქვს სპეციალურად გაანგარიშებული კონფიგურაცია, რომელიც ექიმ-ოფთალმოლოგის მიერ ინდივიდუალურად ირჩევა კონკრეტული ავადმყოფისთვის. OK ლინზების შერცევა შრომატევადი პროცესია. საჭიროა მხედველობის ორგანოს სრულყოფილი გამოკვლევა- დაწყებული მხედველობის სიმახვილის განსაზღვრით, დამთავრებული კორნეალური (რქოვანის) ტოპოგრაფიით. უშუალოდ ლინზების შესარჩევად საჭირო დრო არის 10-14 დღე.

  ჩვეულებრივი ( დღის და ღამის) რბილი ლინზების ზედაპირზე ხშირად ჩნდება ცილოვანი და სხვა ტიპის დანალექი, რაც შემდგომ თვალის ანთებითი პროცესის მიზეზი ხდება. OK ლინზებზე მსგავსი დანალექის გაჩენა მინიმუმამდეა შემცირებული. გარდა ამისა OK ლინზების მქონე პაციენტები თავისუფლები არიან რბილი ლინზების ტარებისთვის დამახასიათებელი შეზღუდვებისგან.

  ჩვენთან ხორციელედება:
თვალის დაავადებათა (მათ შორის სიელმის და ზარმაცი თვალის) ზუსტი დიაგნოსტიკა, მაღალეფექტური მკურნალობა და ნებისმიერი სირთულის სათვალის და კონტაქტური ლინზების შერჩევა.

  პაციენტების მიღება:
ყოველდღე, კვირის გარდა 11-დან 17 საათამდე, წინასწარი ჩაწერით.

მისამართი:
დ. აღმაშენებლის გამზ. N 115
ქ. თბილისი, საქართველო
ტელ: +995 322 140391; 571401661; 577453555
ელ. ფოსტა:  vako41261@yahoo.com