Doctor's Search

კომპანია “Ortho-Foot”

ortho-foot

კომპანია “Ortho-foot” დაარსდა 2015 წელს. მისი მიზანია ტერფის პრობლემების შეძლებისდაგვარად გადაჭრა, ვინაიდან ეს საკითხი აქტუალურია და აწუხებს მსოფლიოს მოსახლეობის 80%-ს, დაწყებული ბავშვებიდან – დამთავრებული ხანდაზმულ ასაკამდე.

 

Ortho-foot თანამშრომლობს გერმანიის წამყვან სპეციალისტებთან და კომპანია “VIMANOVA”-სთან, რომლებიც არიან ინდივიდუალური ღაბაშის ავტორები და მწარმოებლები. Vimanova-ს ინდივიდუალური ორთოპედიული ჩასაფენი – „სუპინატორი და პრონატორი“. გერმანული ინოვაციური ტექნოლოგია ხელს უწყობს ორთოპედიული ჩასაფენის გამოყენებას მოდურ ქუსლიან ფეხსაცმელში. ვიმა-ნოვას ჩასაფენი – ელასტიურია, იგი ადვილად ადაპტირდება თქვენს ტერფის და ასევე არის საკმაოდ ჰიგიენური.

Vimanova-ს ინდივიდუალური ღაბაშების უპირატესობა:

  • იძერწება უშუალოდ პაციენტის ტერფზე და არა ყალიბზე. ყალიბზე დამზადებული ღაბაშის დროს შემდგომი კორექტირება სპეციალისტის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული და საჭიროებს რამდენიმე ვიზიტს სპეციალისტთან ღაბაშის უკეთ მორგების მიზნით.

    Vimanova-ს ღაბაშის კორექტირებისას კი – პაციენტი მაშინვე გრძნობს კომფორტს, თუ დისკომფორტს და ღაბაშის ზედაპირი მაქსიმალური სიზუსტით იმეორებს ტერფის რელიეფს.

  • თხელია და არ საჭიროებს ერთი ან ორი ნომრით დიდი ფეხსაცმლის ტარებას. ფაქტიურად იგი ავსებს ლანჩის ადგილს ფეხსაცმელში.
  • სწრაფად მზადდება, 30-40 წთ-ში.
  • ელასტიური და დრეკადი ღეროები ამასაჟებს ტერფის პლანტარულ ფასციას, ის უძრავად არ არის გაჩერებული, რაც აუცილებელი პირობაა მისი განვითარებისთვის.
  • ძალიან კომფორტულია და დიდხანს ძლებს.
  • მისი ხმარება შესაძლებელია როგორც სპეციალურ, ისე მოდურ ფეხსაცმელში

Ortho-foot-ში გაერთიანებული არიან კვალიფიცირებული სპეციალისტები:

 

  • გია ჯალალიშვილი – ტერფისა და მტევნის ქირურგი.
  • ნუკრი კაკაბაძე – ორთოპედ-ტრავმატოლოგი.
  • ირაკლი ვარძუკაშვილი – ვერტებროლოგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი.
  • გამოკვლევას აწარმოებს ექიმი – ნანა ჯანიაშვილი.

ჩვენი მომსახურება

პროცედურა შედგება გამოკვლევისაგან, ექიმის კონსულტაციისაგან და სხვადასხვა ღაბაშის (სუპინატორი, ან პრონატორი) დამზადებისაგან.

  • გამოკვლევა (პლანტოგრაფია) და ექიმის კონსულტაცია ერთად – 50 ლ.
  • სტანდარტული (ქარხნული) სუპინატორები – 47 ლ-დან 85 ლ-მდე.
  • Vimanova-ს ინდივიდუალური ღაბაშის დამზადება – 200 ლ.

ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლების რიცხვი გაიზრდება, ვინც უშუალო კავშირშია ტერფთან და მის პრობლემებთან.

საკონტაქტო ინფორმაცია:

კომპანია “Ortho-Foot”

მისამართი: თბილისი, ლუბლიანას 36. დიაგნოსტიკური სერვისი – ევრომედი
ტელ.: 2 18 23 00;
მობ.: 599 60 09 08
Email: orthofootge@gmail.com
ვებ-გვერდი – http://ortho-foot.ge
Facebook: https://www.facebook.com/orthofootge