Doctor's Search

ოსტეოართროზი (“მარილების დაგროვება”) – პირველი ვიზიტი რევმატოლოგთან

July 26, 2017 Posted By Vipmed.ge

ხალხში, მრავალი ათეული წლის წინ დამკვიდრებული, დაავადების ტერმინი ,,მარილების დაგროვება“, დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს და არა მხოლოდ საქართველოში. სინამდვილეში, არცთუ ბევრმა იცის, რომ ამ დაავადებას კავშირი არ აქვს ქიმიურ ნივთიერება მარილთან და მის ორგანიზმში დაგროვებასთან (განსხვავებით მიკროკრისტალური ართრიტების ჯგუფის დაავადებებისგან). მარტივი ენით რომ ავხსნათ, ეს არის სახსარში შემავალი ძვლების ზედაპირების მფარავი ხრტილოვანი ქსოვილის შემადგენელი ნივთიერებების წარმოქმნასა და დაშლას შორის დისბალანსით მიმდინარე პათოლოგიური პროცესი, რომელიც შემდეგ ვრცელდება სუბქონდრალურ ძვალზე და სახსრის შემადგენელ ყველა კომპონენტზე და დროთა განმავლობაში, ხელს უშლის სახსრის ნორმალურ ფუნქციონირებას, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად ისახება ადამიანის შრომისუნარიანობაზე და სიცოცხლის ხარისხზე.

დაავადების ზოგადი სახელწოდება არის ოსტეოართროზი, იმის მიხედვით, თუ, რომელ სახსარშია უპირატესად ლოკალიზება, სახელწოდებაც შესატყვისია. მაგ: მუხლში – გონართროზი, მენჯ–ბარძაყში–კოქსართროზი, ხერხემალში–ოსტეოქონდროზი და ა.შ. ის ფართოდ გავრცელებული დაავადებაა და მსოფლიო მოსახლეობის 20%–ს აქვს, მასზე მოდის რევმატული დაავადებების 60–70 %. ასაკის მატებასთან ერთად, მისი სიხშირეც მატულობს, თუმცა ახალგაზრდა ასაკშიც გვხვდება. ქალებში, ჭარბობს მუხლების დაზიანება, ხოლო მამაკაცებში–მენჯ–ბარძაყის. არსებობს პირველადი და მეორადი ოსტეოართროზი( ანუ სხვა დაავადებების შედეგად განვითარებული).

დაავადების ძირითადი გამოვლინებებია: სახსრის ტკივილი, რომელიც ძლიერდება დგომის და დატვირთვის დროს, შესივება, მოძრაობის შეზღუდვა, ხრაშუნის შეგრძნება, დილის შებოჭილობა დაახლოებით 10–20 წუთი, ირგვლივ მდებარე კუნთების ზომაში შემცირება. თანდათანობით განვითარებული სახსრის ფორმის ცვლილება. ყველაზე ხშირი გართულება მაგ: მუხლის დაზიანების შემთხვევაში: რეაქტიული სინოვიტი, ,,ბეიკერის“ კისტა, სახსრის ბლოკადა, ქვეაამოვარდნილობა და სხვა.

დაავადება ქრონიკული და პროგრესირებადია, შესაბამისად, რაც, უფრო ადერე მოხდება დიაგნოზის დასმა და ადექვატური მკურნალობის დაწყება, მით უფრო დადებითია შედეგიც.

თუ, თქვენ ზემოთ აღნიშნულ ჩივილებს შეამჩნევთ, პირველ რიგში უნდა მიმართოთ ვიწრო სპეციალისტ–რევმატოლოგს. იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ისეთი გართულებები, რაც ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს კონსულტაციას აგრძელებს ორთოპედ–ტრავმატოლოგი, ან ნეიროქირურგი.

სამედიცინო ცენტრი „ლანცეტი“ გთავაზობთ მაღალპროფესიონალი ექიმის კონსულტაციას, სრულყოფილ დიაგნოსტიკას და მკურნალობას.

ამ პრობლემების გადაწყვეტაში დაგეხმარებათ კლინიკა ,, ლანცეტი“ , რომელიც აღჭურვილია მაღალი ტექნოლოგიური აპარატურით და კვალიფიციური მედპერსონალით.

წყარო: mclancet.com


მსგავსი ინფორმაცია:

მასალის გამოყენების პირობები