Doctor's Search

საერთაშორისო კონფერენცია “რეპროდუქციული ჯანმრთელობა”

May 24, 2019 Posted By Vipmed.ge

ღონისძიება განსაკუთრებით საინტერესოა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლებისათვის.

კონფერენციას დაესწრება ყველა წამყვანი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სპეციალისტი, ემბრიოლოგი და ინ ვიტრო სფეროს სხვადასხვა სპეციალისტი.

კონფერენციაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ.

რეგისტრაციისთვის დააჭირეთ ღილაკს: დარეგისტრირდი

შესავალი

უშვილობის მკურნალობისას სასურველი შედეგის გარეშე დახარჯული უზარმაზარი ფულადი რესურსი და ნერვიულობაში გატარებული წლები – უკვე წარსულია. ეს მოძველებული მეთოდების გამოყენების და დაბალი კვალიფიკაციის მაჩვენებელია.

ტექნოლოგიური პროგრესი და სამეცნიერო მიღწევები დღემდე პასუხგაუცემელ კითხვებზე მკაფიო პასუხებს იძლევა. ექიმისა და პაციენტისთვის ეს ნიშნავს ყველაზე ძვირფასი რესურსის – დროის დაზოგვას და სასურველ შედეგს: ახალ, ჯანმრთელ ოჯახს.

ჩვენი მომხსენებლები, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმართულების საერთაშორისო ექსპერტები იმ თემებსა და შესაძლებლობებს განიხილავენ, რაც დღეს ევროპასა და ამერიკაში დარგობრივი ასოციაციების რეკომენდაციებით და გაიდლაინებით არის გათვალისწინებული.

გენეტიკური (მოლეკულური) კვლევის გამოყენებით, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ექიმები პაციენტებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნიან.

ქართული სამედიცინო საზოგადოება, გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის დახმარებით, უკვე ორი წელია ტექნოლოგიური პროგრესის მიღწევით – მომავალი თაობის სექვენირების (NGS) მეთოდით, მოლეკულურ/გენეტიკურ დიაგნოსტიკით წარმატებით სარგებლობს.

ოჯახის დაგეგმვის ყველა ეტაპზე: ჩასახვამდე (გენეტიკური დაავადების მატარებლობაზე), ინ-ვიტრო განაყოფიერებისას (ემბრიონების გენეტიკური ტესტირება) თუ პრენატალური კვლევები ორსულობის პერიოდში, ახალშობილთა სქრინინგი და პოსტნატალური კვლევის შესაძლებლობები – უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია.

პრაქტიკაში ეს ნიშნავს გაუმჯობესებულ შედეგებს, დაზოგილ დროსა და ფინანსებს. ექიმისთვის კი – უკეთეს სტატისტიკურ მონაცემებს და კმაყოფილ პაციენტებს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მონაწილეებისათვის

- ადგილმდებარეობა:  რესპუბლიკა 

– თარიღი: ივნისი 08, 2019

– სამუშაო ენა: ინგლისური

ღონისძიება შედგება 2 ნაწილისაგან, რომლებზე დასწრებაც  მონაწილის შესაბამისი პაკეტით არის გათვალისწინებული.

პაკეტი # 1 მხოლოდ კონფერენცია – საშუალებას გაძლევთ დაესწროთ კონფერენციას, გაეცნოთ რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროს სიახლეებსა და თანამედროვე მიღწევებს. გაიგოთ მეტი ახალი კვლევების შესაძლებლობებსა და მათი გამოყენების საშუალებებზე. პაკეტი # 1 -  ღირებულება 50 ლარი;

პაკეტი # 2 კონფერენცია + დახურული After Party ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ ადგილას – რესპუბლიკაშიღია ვერანდაზე, შესანიშნავი ხედებით ქალაქზე, არაფორმალურ გარემოში. ეს არის შესაძლებლობა პირადად გაიცნო ყველაზე პოპულარული დარგის ლიდერები, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, გაცვლოთ იდეები და ერთმანეთს გაუზიაროთ გამოცდილება. Networking-ის ეს საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ პირადი კონტაქტების დასამყარებლად მათთან ვინც თანამედროვე და მომავლის მედიცინას ქმნის. პაკეტი # 2 – ღირებულება 150 ლარი.

როგორც კონფერენციის მონაწილე თქვენ იღებთ: 

1. დასწრებას კონფერენციაზე და

2. მონაწილის სასაჩუქრე პაკეტს

– ჩანთა

– პროგრამა

– ბლოკნოტი

– კალამი

– საინფორმაციო მასალები

– მონაწილეობის სერტიფიკატი

– ყავის შესვენება და ბრანჩი

მომხსენებლები:

Stephen Little, PhD.
Ivana Mesic, MD., PhD.
Luis Alcarz, MD., PhD.
Alexander Lavrov MD., PhD.

ორგანიზატორები:

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია პირველი ქართული ლაბორატორია, რომელიც გერმანული TÜV SÜD-ის მკაცრ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და სერტიფიცირებულია გენეტიკური კვლევების დარგში. გენეტიკურ ლაბორატორიაში ევროკავშირის მიერ CE – IVD სერტიფიცირებული კვლევები, პროცესები და მეთოდებია დანერგილი. ეს ევროკავშირის ხარისხის მოთხოვნების და რეგულაციების სრულ დაკმაყოფილებას ნიშნავს (ევროკავშირის In Vitro დირექტივა 98/79/EC).

ჩვენი გეგმა

თანამედროვე და ინოვაციურ ტექნიკურ ბაზაზე დაყრდნობით, საქართველოში შესაძლებელი უნდა გავხადოთ ფაქტიურად ნებისმიერი მოლეკულურ – გენეტიკური კვლევის ჩატარება საერთაშორისო სტანდარტების დაცვითა და მაქსიმალური სიზუსტით.

ჩვენი საერთაშორისო გუნდის მაღალი კვალიფიკაცია საშუალებას იძლევა მიღებული შედეგები გენეტიკის უკანასკნელი სიახლეების გათვალისწინებით დამუშავდეს და შეიქმნას ახალი შესაძლებლობები.

ჩვენ გვჯერა, რომ პერსონალურ/პრეციზულ მედიცინას ალტერნატივა არ გააჩნია და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის ისეთივე ხელმისაწვდომი უნდა იყოს, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

დ. აღმაშენებლის ხეივანი # 240
თბილისი, საქართველო
ტელ.: + 995 32 2 052 888 (501)
ელ. ფოსტა: conference@nlg.ge
საკონტაქტო პირი: მედეა ჟვანია

დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.events.nlg.ge/ka/event/Reproductive_Health

კონფერენციის ოქროს სპონსორები არიან: