Doctor's Search

არითმიების მართვის ცენტრი – რიტმარტი

რიტმარტი - გულის რიტმის მართვის ხელოვნება

Ritmart

არითმიების მართვის ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და ერთადერთია ამიერკავკასიაში სადაც წარმატებით ხორციელდება არითმიების როგორც კრიო, ისე რადიოსიხშირული აბლაციები. არითმიების კრიო აბლაცია სიახლეა ქართული მედიცინისთვის. აღნიშნულ აბლაციებს პირველად ამიერკავკასიაში სწორედ ზვიად მათოშვილი აკეთებს. ჩვენს არითმიების განყოფილებაში შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა არითმიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ზვიად მათოშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს არითმოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელია. მან ევროპის გულის რიტმის ასოციაციის პრესტიჟული სტიპენდიით ერთ წლიანი ტრენინგი გაიარა შვედეთში, კაროლინსკას საუნივერსიტეტო კლინიკაში. ის ევროპის გულის რიტმის ასოციაციის მიერ სრულად სერტიფიცირებული ერთადერთი ქართველი ექიმია. ის ფლობს ევროპულ სერტიფიკატებს როგორც ელექტროფიზიოლოგიაში, ასევე პეისინგში.

ზვიად მათოშვილი არითმიების მართვის ცენტრის “რიტმარტი”-ს დამფუძვნებელი და ხელმძღვანელია. “რიტმარტი” ფუნქციონირებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე.

არითმიების მართვის ცენტრი თბილისის მასშტაბით 5 სხვადასხვა კლინიკას აწვდის არითმოლოგიურ სერვისს.

რიტმარტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გულისხმიერი პროფესიონალებით.

გამოცდილება:

  • არითმოლოგიის სფეროში მუშაობის 9 წლიანი გამოცდილება
  • ევროპაში (სტოკჰოლმი, კაროლინსკას საუნივერსიტეტო კლინიკა) მუშაობის გამოცდილება
  • 1500-ზე მეტი წარმატებული პროცედურა (იმპლანტაცია, აბლაცია)

 

ჩვენი პროცედურები:
კრიო აბლაცია
მარყუჟოვანი ჩამწერის იმპლანტაცია
კარდიოვერსია
ელექტროფიზიოლოგიური კვლევა
მოციმციმე არითმიის აბლაცია
აბლაცია
გულის რესინქრონიზაციული თერაპია
დეფიბრილატორის იმპლანტაცია
პეისმეიკერის იმპლანტაცია
ჩვენი გუნდი:
საკონტაქტო ინფორმაცია:

არითმიების მართვის ცენტრი – რიტმარტი

მის.: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. 29 ა
ექიმთან შეკითხვისთვის: +995 555 502 301
ვიზიტზე ჩასაწერად: +995 555 502 201
ელ. ფოსტა: zviadcardio@yahoo.com
ვებ-გვერდი: https://ritmart.ge/
Facebook: https://www.facebook.com/RitmArt.ge/

Ritmart