Doctor's Search

“მემორანდუმი უშვილო წყვილების დასახმარებლად”

April 18, 2019 Posted By Vipmed.ge

18 აპრილს, 18:00 საათზე უშვილო წყვილების დახმარების ფონდი „შენთვის“ და საინვესტიციო კომპანია ეგვიპტიდან „ოთი“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

მსგავსი ტიპის ინვესტიცია უპრეცედენტოა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქართული დემოგრაფიული პროექტის პარტნიორი არაქართული კომპანია ხდება, ეგვიპტური კომპანია მზადაა მონაწილეობა მიიღოს პროექტში ფინანსური დონაციის კუთხით ქართველი უშვილო ოჯახებისთვის რეპროდუქციული პროცედურების დასაფინანსებლად. მემორანდუმის ფარგლებში კომპანია „ოთი“ ფონდის წევრი-პარტნიორი ხდება და ყოველთვიურად საწევრო გადასახადს შემოიტანს ფონდში, რაც ბენეფიციარებისთვის მედიკამენტების შეძენას და რეპროდუქციული პროცედურების დაფინანსებას მოხმარდება.

საქართველოში დემოგრაფიული ვითარება საკმაოდ არასახარბიელოა.გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით, გარდაუვალი დემოგრაფიული კრიზისის ფაზაში შევდივართ. საქართველოს მოსახლეობას მნიშვნელოვანი შემცირება 2050 წლისთვის ემუქრება. საქართველოს მოსახლეობა 28 %-ით, 1 170 000 ადამიანამდე მცირდება. ამავე პერიოდში აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით, ხოლო სომხეთის მოსახლეობა 7%-ით იზრდება. ეს სერიოზული დისბალანსია და შესაძლებელია პოლიტიკური ცვლილებების საფუძველიც გახდეს.

დემოგრაფიული პროგრამის მხარდასაჭერად უშვილო წყვილების დახმარების ფონდი „შენთვის“ 7 თვის წინ დაფუძნდა ექიმ-ემბრიოლოგის, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ინ ვიტრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო მუსერიძის ინიციატივით, ფონდი აფინანსებს რეპროდუქციულ პროცედურებს დაბალშემოსავლიანი და სოციალურად დაუცველი უშვილო ოჯახებისთვის, 7 თვის განმავლობაში რეპროდუქტოლოგისა და ემბრიოლოგის უფასო კონსულტაცია გაეწია 400-მდე წყვილს, აქედან 48 პაციენტი მრავალწლიანი უშვილობის ფონზე უსახსრობის გამო პირველად იყო რეპროდუქტოლოგთან ვიზიტზე. დაკმაყოფილდა 35 დაფინანსების მაძიებელი, აქედან, ამ დროისთვის, 9 დადასტურებული ორსულობაა.
12 პაციენტი დაფინანსების მოლოდინშია.

ფონდის „შენთვის“ დირექტორი

ეკა ნონიაშვილი – 599766949

ელ. ფოსტა: shentvis4u@gmail.com