Doctor's Search

ექიმების საყურადღებოდ! მიიღეთ მონაწილეობა ახალ აქციაში – “შენთვის”!

September 16, 2018 Posted By Vipmed.ge

ქვეყანაში მოსახლეობის კლების კუთხით საგანგაშო მდგომარეობაა, ყოველი მეექვსე წყვილი უშვილოა, რეპროდუქციული ასაკის ქალბატონების დიდი ნაწილი ქვეყნის საზღვრებს გარეთაა გასული, სახელმწიფო აპირებს შეიმუშაოს და განახორციელოს განსაკუთრებული დემოგრაფიული პოლიტიკა, რომ მოსალოდნელ დემოგრაფიულ კატასტროფას თავი დავაღწიოთ. დემოგრაფიული პროგრამის მხარდასაჭერად, უშვილო წყვილების დასახმარებლად, მარადისობის შენარჩუნების სურვილით დაფუძნდა ნინო მუსერიძის ფონდი „შენთვის“.

სამედიცინო პორტალი VIPMED.GE, როგორც ყველა სამედიცინო პროექტის, ინოვაციის, წამოწყების მხარდამჭერი, იზიარებს საქართველოს დემოგრაფიული ფონის სიმძიმეს და სოლიდარობას უცხადებს პროექტს „შენთვის“ ფონდის მხარდასაჭერად ვაცხადებთ აქციას, რომლის ფარგლებშიც, პორტალზე დარეგისტრირებული ყოველი ახალი ექიმი, ავტომატურად გახდება ფონდის მხარდამჭერი და პორტალი მისი სახელით გადასახადიდან ფონდის ანგარიშზე ჩარიცხავს თანხას, ექიმს კი შეუძლია ეს სოლიდარობა გაამყაროს მომავალი თვეებიდან ყოველთვიური საწევრო შენატანის სახით.

სიკეთე გადამდებია, შემოუერთდით პროექტს, გახდით ახალი სიცოცხლის დაბადების ხელისშემწყობი, იზრუნეთ ერის გამრავლებისთვის!

ევროპის ბევრ ქვეყანაში, სადაც ერები დაბერებას განიცდიან, ხელოვნური განაყოფიერება ან დაზღვევაში შედის, ან უფასოა. საქართველოში კი ეს პროცედურა იმდენად დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, საქართველოში უამრავი ოჯახია, ფინანსური პრობლემების გამო რომ ვერ ახერხებენ ამ სამედიცინო სერვისის მიღებას. ფონდი „შენთვის“, ეს არის პირველი ნაბიჯი უშვილობასთან ბრძოლის წინააღმდეგ. ფონდის ხელმძღვანელები შეეცადნენ სხვადასხვა ქვეყნებში არსებული წარმატებული პროგრამებიდან შეექმნათ საუკეთესო მოდელი, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ინ ვიტრო დეპარტამენტის ბაზაზე მოხდება უშვილო წყვილის შეფასება და გადაწყდება პროცედურის ტიპი და დაფინანსების წილი.

სრული ინფორმაცია ნინო მუსერიძის ფონდი „შენთვის“ შესახებ იხილეთ: http://www.vipmed.ge/shentvis/