Doctor's Search

SUNNY KIDS

ქართულ-ავსტრიული ბავშვთა და მოზარდთა ნეიროფსიქიატრიული ცენტრი

 

 

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრია დღესდღეისობით მედიცინის ერთერთი წამყვანი დარგია მსოფლიოში, რაც განპირობებულია ბავშვებში სხვადასხვა ფსიქიკური გამოვლინებების კატასტროფული ზრდით. ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკა სათუთი და ადვილად ფრუსტრირებადია, ამიტომაც საჭიროებს პროფესიონალურ მიდგომასა და არსებული პრობლემის რეალურ შეფასებას. დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გარეშე შემდგომ ასაკში ყალიბდება პათოლოგიური განწყობა და უკვე ზრადსრულ ასაკში სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობით ვლინდება.

სულ ახლადშექმნილი ავსტრიულ – ქართული ბავშვთა და მოზარდთა ნეიროფსიქიატრიული ცენტრი „Sunny Kids“ – ის მუშაობა ორიენტირებულია შემდეგი დარღვევების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ევროპული მეთოდოლოგიით:

❖ ფსიქოზური დარღვევები (შიზოფრენია, ბოდვითი აშლილობა)

❖ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული ფსიქიკური აშლილობები

❖ ემოციური სფეროს აშლილობები (ბიპოლარულ აფექტური აშლილობა, დეპრესია)

❖ ნევროზული, სტრესთან დაკავშირებული და სომატოფორმული აშლილობანი (შიშები, ფობიური სინდრომი, აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი, სომატოფორმული დარღვევები, დისოციატური აშლილობა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა )

❖ სომატური დაავადების ფსიქოლოგიური გართულებები (კვების დარღვევა – ანორექსია, ბულიმია, ძილის დარღვევა, სექსუალური დისფუნქცია)

❖ ბავშვთა და მოზარდთა ასაკში დაწყებული ქცევითი და ემოციური დარღვევები (ჰიპერაქტიურობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომი, სოციალური ქცევის დარღვევა, ბავშვთა ასაკის ემოციური აშლილობა, ტიკური ჰიპერკინეზი/ტურეტის სინდრომი)

❖ განვითარების დარღვევები (მეტყველების განვითარების შეფერხება, კოგნიტიური განვითარების შეფერხება, მოტორული დარღვევები, აუტიზმი და აუტისტური სპექტრის აშლილობები),

❖ პიროვნების აშლილობა და სოციალური ქცევის დარღვევები (პარანოიდული)

❖შიზოიდური, ისტერიული, დისოციალური, ემოციურად გაუწონასწორებელი და სხვა

❖პიროვნული აშლილობა; იმპულსის კონტროლის დარღვევა – პათოლოგიური მიდრეკილება აზარტული თამაშების მიმართ, კლეპტომანია და სხვა).

ჩვენს მულტიპროფესიულ ჯგუფს შეადგენს გამოცდილი ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი და ნევროლოგი, ფსიქოლოგი, ერგოთერაპევტი, ფიზიოთერაპევტი, ლოგოპედი (მეტყველების თერაპევტი), არტთერაპევტი (ხელოვნების თერაპევტი).

ბავშვთა და მოზარდთა ნეიროფსიქიატრიული დარღვევების მენეჯმენტი  ასაკისა და დაავადების გათვალისწინებით:

  • ბავშვის ნევროლოგიური შეფასება
  • ფსიქოლოგიური სტატუსის შეფასება
  • კლინიკურ-ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა
  • რიგ შემთხვევებში მედიკამენტოზური თერაპიის წარმოება პროფესიონალი ფსიქიატრისა ან ფსიქონევროლოგის მეთვალყურეობით
  • მშობლებთან რეგულარული ფსიქოედუკაციური საუბრები
  • სოციალურ-ფსიქოლოგიური კონსულტაცია – საჭიროების შემთხვევაში სკოლისა და საბავშვო ბაღის პედაგოგებთან კონტაქტის დამყარება
  • ინტერდისციპლინარული თერაპიის კოორდინირება

მულტიპროფესიულ ჯგუფს უხელმძღვანელებს

ქ. ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიული კლინიკის დოქტორი სოფია ქუნ-ნატრიაშვილი.

გარკვეული პერიოდულობით (2 თვეში ერთხელ) ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიტრიული კლინიკის ექიმი სოფიო ქუნ-ნატრიაშვილი ჩაატარებს კონსულტაციას ადგილზე, ხოლო მუდმივად – განსაზღვრულ საათებში ვერბალურად: skype-ის ან ტელეფონის საშუალებით.

მულტიპროფესიულ ჯგუფს შეადგენს:

  • ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი და ნევროლოგი
  • ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი
  • ერგოთერაპევტი (ოკუპაციური თერაპევტი)
  • ფიზიოთერაპევტი/ მოძრაობითი (მოტოთერაპია) თერაპევტი (სარეაბილიტაციო ცენტრ ”სანნი” – ში მომუშავე უკრაინიდან მოწვეული მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები)
  • ლოგოპედი (მეტყველების თერაპევტი)
  • არტთერაპევტი (ხელოვნების თერაპევტი)

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

Sunny-Kidsქართულ-ავსტრიული ბავშვთა და მოზარდთა ნეიროფსიქიატრიული ცენტრი – SUNNY KIDS

ქ. თბილისი, საქართველო
ნიკო ბურის ქ. #4
ტელ.:  +995 322 59 69 78 , + 995 557 44 56 44
ელ.ფოსტა: sunnykids9@gmail.com