Doctor's Search

„სინევო საქართველო” ევროპული სამედიცინო ლაბარატორიების ქსელი

logo

თბილისში „სინევო საქართველო” წარმოდგენილია სრული მომსახურების მქონე სამედიცინო ლაბორატორიით, რომელიც დაკომპლექტებულია თანამედროვე სტანდარტების დიაგნოსტიკური აპარატურითა და კვალიფიაციური კადრებით.

ლაბორატორია მუშაობს ISO 9001-2001 სტანდარტების მიხედვით.

ასევე „სინევო საქართველო” ფლობს რამდენიმე ლაბორატორიულ ფილიალს დედაქალაქის მაშტაბით – გლდანში, ვარკეთილში, დიღომსა და საბურთალოზე.

საქართველოში, ჩვენი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია ათასობით სხვადასხვა სახის ანალიზი დაწყებული ყველაზე მარტივიდან (სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის კუაგულოგრამა…) და ურთულესი ანალიზებით დამთვარებული (მოლეკულურ-ბიოლოგიური, გენეტიკური…). მნიშვნელოვანია, რომ  ანალიზების ანლიზების გარკვეული კატეოგრია მხოლოდ სინევოს ლაბორატორიაში ტარდება.
როგორც მომხმარებელზე ორიენტირებულ კომპანიას სინევოს გააჩნია სახლში გამოძახების სერვისი.

მნიშვნელოვანია, რომ ლაბორატორიაში განხორციელებული ყველა პროცესი არის ავტომატური და კომპიუტერიზებული. მთელს ევროპაში, ისევე როგორც საქართველოში, “სინევო” იყენებს Roche Diagnostics (წამყვანი გერმანული კომპანია ლაბორატორიულ და ფარმაკოლოგიურ სფეროში) – ის უახლეს სამედიცინო ანალიზატორებს და რეაგენტებს.

სინევოს ლაბორატორიას აქვს შიდა და გარე ხარისხის კონტროლი. ყოველივე ზემოთ ხსენებული აძლევს საშუალებას უზრუნველყოს ზუსტი და დროული შედეგები. კომპანიაში მკაცრადაა დაცული კონფიდენციალობა და მომხმარებლსი ინტერესები!

 

სინევო ფლობს იტნეგრირებულ ლაბორატორიულ სისტემას, რომელიც ერთ ქსელში აერთიანებს ყველა ლაბორატორიას. შესაბამისად შტრიხკოდი ენიჭება ყველა ბიოლოგიურ ნიმუშს. სიენვოს გააჩნია ონლაინ კავშირი ძირითადი ლაბორატორიის ინფორმაციულ სისტემასთან, რაც გამორიცხავს ნებისმიერ ცთომილებას!  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც პაციენტი მოდის ლაბორატორიაში სისტემაში შეიყვანება მისი პირადი მონაცემები და სინჯარას ენიჭება უნიკალური ბარკოდი. ამის შემდეგ, როდესაც ანალიზის პასუხი მზად იქნება ის ავტომატურად შეიყვანება ბაზაში და ნებისმიერ ლაბორატორიულ ფილიალში გაკეთებული ანალიზები ავტომატურად ხელმისაწვდომია დანარჩენ ლაბორატორიულ ფილიალებში. პაციენტებს და ექიმებს შეუძლიათ მიიღონ პასუხები ნებისმიერ ფილიალში იმის მიუხედავათ თუ სად გაიკეთა პაციენტმა ანალიზი.

დამატებით, სინევო თავის პაციენტებს სთავაზობს უფრო მოხერხებულ სისტემას: ანალიზის პასუხების მიღება შეუძლიათ ელექტრონულად, როგორც ექიმს ისევე პაციენტს. და ბოლოს, მაღალი ხარისხის ლაბორატორიული ტექნიკა და მაღალკვალიფიციური და ყურადღებიანი პერსონალი; ანალიზების ფართო არჩევანი და შეღავათიანი ფასები; მაშტაბური ქსელი თბილისისა და რეგიონებში საკმარისი მიზეზია აირჩიოთ სინევო თქვენი ჯანმრთელობის საიმედო პარტნიორად!

ჩვენ გთავაზობთ ანალიზების შემდეგ მომსაახურებას:

    • ✔ შარდი
      ✔ ჰემატოლოგია
      ✔ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები
      ✔ სიმსივნური მარკერები
      ✔ ჰორმონები
      ✔ მედიკამენტების მონიტორინგი
      ✔ ინფექციური დაავადებები
      ✔ სპეციფიური ცილები
      ✔ აუტოიმუნური მარკერები
      ✔ ანემია
      ✔ კოაგულაცია
      ✔ კარდიალური მარკერები
      ✔ შარდის ბიოქიმია
      ✔ ბაქტერიოლოგია
      ✔ თავზურგტვინის სითხის გამოკვლევა
      ✔ ნარკოლოგიური ტესტები
      ✔ სისხლის აირები

       

 

ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია:

Cobas e411, Elecsys 2010 Roche diagnostics (Germany ,Switzerland).
Pentra 120, pentra 60, sysmex xs 500i. (Horiba, France. Sysmex, Japan)
Urisys 1100, Miditron M, Cobas b221 Roche diagnostics (Germany ,Switzerland).

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
ტელ.: +995 322 39 38 33
            +995 322 14 06 30
            +995 322 39 40 65
ელ. ფოსტა: info@iml-lab.com

ფილიალები თბილისში:

1. საბურთალო: ვაჟა-ფშაველას გამზირი N25ა (ქართველიშვილის ქუჩა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან)
2. ისანი–სამგორი: წინანდლის N9
3. ისანი–სამგორი: ქეთევან წამებულის გამზ.N47 (300 არაგველის მეტროს მოპირდაპირედ)
4. გლდანი: ხიზანიშვილის ქ. N52 (მეტრო ახმეტელის მიმდებარედ)
5. დიღმის მასივი: ჭიაურელის ქ.N11 (ლუბლიანას ქ, ფარმადეპოს შენობა)
6. დიღმის მასივი:ლუბლიანასსქ. N2/6;  24 საათიანი მომსახურების გრაფიკით!
7. ვარკეთილი: წულუკიძის ქ. N11
8. ისანი-სამგორი: ჭიჭინაძის ქ. N10

ფილიალები რეგიონები:

1. რუსთავი: გ.ლეონიძის და ვ. მესხიშვილის ქუჩების გადაკვეთა.
2. ქუთაისი: ი.აბაშიძის ქ. N14
3. ბათუმი: გრიბოედოვის ქ N5
4. მარნეული: რუსთაველის ქ. N9/11
5. მარნეული: 26 მაისის ქ. N80
6. თელავი: ერეკლე მეფის ქ. N5