Doctor's Search

თენგიზ ზუხბაია MD. PhD.

Tengiz-Zukhbaia

საკონტაქტო ინფორმაცია
HTMC
მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა
 ქ. თბილისი, საქართველო. წინანდლის ქ. 9
ტელ.: +995 322 50 88 00
მობ.: +995 599 504 028
ელ-ფოსტა: tzukhbaia@gmail.com
forum
ინტერვიუ ექიმთან

Tengiz-Zukhbaia-Interview

სპეციალობა: ბავშვთა და მოზრდილთა ონკოლოგი, ქირურგი 

 

სამეცნიერო წოდება/თანამდებობა:
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,
სრული პროფესორი.

ბავშვთა ონკოქირურგიული და მოზრდილთა კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების სიმსივნეების დეპარტამენტების ხელმძღვანელი.

ატარებს ყველა სახის ოპერაციებს, მათ შორის ჰემანგიომებზე, ლიმფანგიომებზე, კანისა და რბილი ქსოვილებისა და ძვლების კეთილთვისებიანი სიმსივნეების დროს, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში.

პროფესიული გამოცდილება:

1970-1971 თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტი სბავშვთა ქირურგიის კათედრა–ინტერნატურა;
1971-1974 ქ. რუსთავის ბავშვთა პოლიკლინიკა N2 ქირურგი;
1974-1975 ქ. თბილისი, ონკოლოგიის ინსტიტუტი–ბავშვთა ონკოლოგი;
1975-1977 ქ. მოსკოვი, საკავშირო ონკოლოგიის ცენტრი – კლინიკური ორდინატურა;
1977-1980 ქ. მოსკოვი, საკავშირო ონკოლოგიის ცენტრი –კლინიკური ასპირანტურა;
1980-1982 ქ. თბილისი, ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ქირურგიული განყოფილების უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი;
1983-ქ. თბილისის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ბავშვთა განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი;
2005 თბილისის საერო უნივერსიტეტი „მეტეხი“ – სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი;
2012 ქ. ბაქო, ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი, ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი.
2016 წ. – დღემდე – მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა (ინგოროყვას კლინიკა) ბავშვთა ონკოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ამასთან ერთად ჩატარდება მოზრდილი პაციენტების სხვადასხვა რბილი ქსოვილებისა და ძვლების სიმსივნეების ოპერაციები.
2016 წ.- დღემდე – ბავშვთა საავადმყოფო “ბავშვთა ახალი კლინიკა” – კონსულტანტი

განათლება, კვალიფიკაცია:

1965-1971 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი;
1976- მოსკოვი, საკავშირო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი გაიარა კვალიფიკაცია ონკოლოგიის განხრით;
1980- მოსკოვი, საკავშირო ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის სამეცნიერო საბჭომ მიანიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი;
1987- მოსკოვი, საკავშირო უმაღლესი საატესტაციო კომისიის მიერ მიენიჭა უფროსი მეცნიერ თანამშრომლის წოდება;
2004- თბილისი, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ მიანიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი;
2007 თბილისის საერო უნივერსიტეტ „მეტეხი“–ს სამეცნიერო საბჭომ მიანიჭა სრული პროფესორის წოდება.

სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა:

1980-ტაშკენტი, საკავშირო ონკოლოგთა IV ყრილობა;
1980- კემეროვი, საკავშირო ბავშვთა ონკოლოგთა კონფერენცია;
1982-ერევანი, ამიერკავკასიისონკოლოგთა IX კონფერენცია;
1986- ბუდაპეშტი, ონკოლოგთა XIV საერთაშორისო კონგრესი;
1996-მოსკოვი დსთ ქვეყნების ონკოლოგთა I ყრილობა;
1998-თბილისი, ამიერკავკასიის ქირურგთა კონგრესი;
1999–თბილისი, ამიერკავკასიის ქირურგთა XII საერთაშორისო კონგრესი;
2001-ბაქო, ემიერკავკასიის ონკოლოგთა II კონგრესი;
2004-ერევანი,ამიერკავკასიის ონკოლოგთა III კონგრესი;
2005-თბილისი, გასტროენტეროლოგთა VII საერთაშორისო კონგრესი;
2006–ბაქო, დსთ ქვეყნების ონკოლოგთა და რადიოლოგთა IV ყრილობა;
2007-თბილისი, ამიერკავკასიის ქვეყნების ონკოლოგთა IV ყრილობა.

საზოგადოებრივი აქტივობა:

1980-საქართველოს ონკოლოგთა საზოგადოების წევრი;
1982-საქართველოს ბავშვთა ქირურგთა საზოგადოების წევრი;
1999-კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ასოციაციის საპატიო წევრი;
2010-ევროპის ონკოლოგთა საზოგადოების (ESMO) წევრი.

დამატებითი მონაცემები:

70 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი;
2002 გამოსცა მონოგრაფია – „ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრონციპები http://metekhiuni.edu.ge/uploads/sezoni3/bookofoncology_Fin.pdf;
2009 წლის ივნისში უნიკალური შემთხვევის გამო 8 თვის ბიჭუნას რეტროპერიტონიალური სივრცის სიმსივნი სგამო, რომელიც წარმოადგენდა განუვითარებელ ემბრიონს–პარაზიტ ტყუპისცალს, მან ჩაუტარა ურთულესი ოპერაცია. აღნიშნული ინფორმაცია გადაცემულ იქნა CNN–ით. პაციენტის მდგომარეობა დღეისათვის დამაკმაყოფილებელია.

სახელმწიფო სერტიფიკატების მონაცემები:
1. ონკოლოგია 004695;
2. ონკოქირურგია 014037;
3. ბავშვთა ქირურგია 004694.

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია:

http://metekhiuni.edu.ge/geo/publishing/zukhbaia?info=273

book

 

 

უცხო ენების ცოდნა:
ქართული, რუსული

კომპიუტერის ცოდნა:
მომხმარებლის დონეზე


მსგავსი ინფორმაცია